რა კომპონენტებია, ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის მთავარი მმართველები – მარინა ტოტოჩავა

რა მაჩვენებელზეა შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი
რა კომპონენტებია, შენი სასიცოცხლო ენერგიის მთავარი მმართველები
რომელი იმუნური პარამეტრებია, დაავადებების სათავო მიზეზები
ამათ მაღლა, მხოლოდ სამყაროა და ალბათ —–ღმერთი
თრომბოქსანები
ისინი წარმოიქმნებიან თრომბოციტების შიგ, რომ დაზიანებული სისხლძარღვი გადაარჩინონ გახეთქვისგან , ტრავმის ან ავარიის დროს გაგლეჯილ სისხლძარღვში სისხლის დენა მალე შეწყვიტონ. თავიდან ისინი თრომბოციტებს აწებებენ სისხლძარღვის შესახორცებლად . ეს არის სასიცოცლოდ აუცილებელი თრომბის წარმოქმნის პროცესი .საერთოდ, თრომბის ავი თუ კეთილი წარმოქმნა , იწყება თრომბოციტების შეწებებით. ამიტომ, სისხლის საერთო ანალიზიდანაც კი ხვდება გონიერი ექიმი, რა ვითარებაა ორგანიზმში თრომბული განწყობის. თრომბის წარმოქმნის მექანიზმს აკონტროლებს—- პროსტაციკლინი და თრომბოქსანი. ეს ორი ფენომენი უნდა იყოს ჯანსაღ ფორმაში, რომ მხოლოდ იმდენი თრომბი წარმოშვას ორგანიზმმა, რამდენიც სისხლძარღვის კედლის დასაცავად სჭირდება , რომ პათოლოგიის ან დაზიანების დროს ის არ გასკდეს. ასევე , ტრავმის დროს გახეთქილი სისლძარღვიდან გააჩეროს სისხლდება .თრომბოქსანი თუ ნორმის ფარგლებშია, მას შეუძლია , როგორც გაჭრილი თითიდან დროულად შეაჩეროს სისხლდენა , ასევე, თუ პათოლოგიები აქვს ადამიანს —- ან ჰემორაგული , სისხლმდენი ინსულტი ან გულის ინფარქტი , მალე შეაჩეროს სისხლდენა, მხოლოდ აუცილებელი რაოდენობით თრომბის წარმოქმნით. იშემიური ინსულტი ასატანია სიმძიმით ,ხოლო ჰემორაგიული ინსულტი უფრო მძიმე ფორმაა ,სისხლძარღვი გახეთქილია, სისხლდენაა თავის ქალაში და სიკვდილობის და ინვალიდობის სტატისტიკაც ძალიან მაღალია. ინსულტის მექანიზმში ბევრი დარღვევა მონაწილეობს. თუ ჰემორაგიული ინსულტია და სისხლძარღვის გასკდომა მოხდა , გადარჩენა და ინვალიდობის ხარისხი დამოკიდებულია, თრომბოქსანის ნორმაზე. თუ თრომბოქსანი , ნორმიდან გადახრილი არ არის, ინსულტი არც მოხდება და მითუმეტეს ჰემორაგიული. რაც მეტადაა გადახრილი ნორმიდან თრომბოქსანი, მით მეტ ტერიტორიაზე მოხდება სისხლის ჩაღვრა თავის ტვინში .ასევე მით მეტია სიკვდილის და უფრო მძაფრი ინვალიდობის შანსი, თუ ადამიანი გადარჩა. თრომბოქსანის რეგულირება თავის დროზე რომ მომხდარიყო, საერთოდ არ დაემართებოდა ადამიანს ჰემორაგიული ინსულტი ან ინფარქტი ან უეცარი სიკვდილით არ მოკვდებოდა. რაც უფრო ნაკლებადაა მისი ფენომენი გათვალისწინებული და მოვლილი, მით მეტია ამ სასიკვდილო პოზიციების რისკი. ამიტომ, ვიმეორებ ხშირად, გამათხიერებელი წამლების ძალიან გრძელი კურსების საშიშროებაზე. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს არ ხდება .ყველაგან მოკლე კურსია , შესაბამისი დამცავების კომპენსაციით. ვისაც ჰგონია ,რომ ზედმეტად გათხიერებული სისხლი ,პირიქით , მეტ და უფრო აგრესიულ თრომბებს არ შეიცავს, ის მედიცინის თანამედროვე მექანიზმებს თოხის და ბარის დონეზე აღიქვამს. გულის ოპერაციების შემდეგ მალევე სიკდილის შემთხვევებში, სწორედ თრომბოქსანის და პროსტაციკლინის პრობლემაა მთავარი დამნაშავე. პროტეინ ცე ს მექანიზმის განხილვით, უკვე ბევრჯერ ავხსენი, როგორ შეიცავს ზედმეტად გათხიერებული სისხლი , უფრო ჭარბი რაოდენობის აგრესიულ თრომბებს.
თრომბოქსანის ნორმაში ყოფნა ნებისმიერი სისხლდენისთვის სასიცოცხლოა , თითის გაჭრიდან —-ინსულტის, ინფარქტის და არტერიის გაგლეჯვის ჩათვლით. მაგრამ , თუ ის ნორმიდან გადახრილია, აუცილებელი თრომბის შექმნის პროცესი არ გაჩერდება და ორგანიზმი პათოლოგიურ თრომბვას გააგრძელებს. მაგალითად, ავიღოდ ახალი ფაქტებიდან——დევეეს სინდრომი ანუ დისემინირებული სისხლძარღვთა შიგა შედედების სინდრომი. რაც იყო ყველა გარდაცვალების ბოლო და მთავარი მიზეზი კოვიდის ფილტვების ანთებით გარდაცვლილებში. ბოლო სტადიაში ალვეოლები დასკდებოდა და შიგა სისხლდენები იწყებოდა . შევთახმდეთ, რომ ასე არავინ არ მოკვდება, თუ ვასკულიტი ან ვასკულიტურად გადაგვარებული სისხლძარღვი არა აქვს. ვასკულიტის თემაზე უკვე დეტალურად ვისაუბრე. არ არის სავალდებულო ,მანდამაინც კავასაკის სინდრომი ან შონლაინ-ჰენოხის დასტატუსებული დაავადება იყოს. ვასკულიტურად გადაგვარებული, დასუსტებული სისხლძარღვი, ფონურად საკმარისია, რომ ადამიანს ამის გამო სხვადასხვა დაავადების დიდი პრობლემა შეექმნას. ვასკულიტური სისხლძარღვით დღეს ბევრი ადამიანი დადის და ისინი ,რომ იტყვიან ,დანის პირზე მოძრაობენ . მათი სიცოცხლე ციცაბო კლდის პირას თვალდახუჭულ სიარულს ჰგავს. ესაა ადამიანები, რომლებსაც უმსუბუქეს ტრავმაზე ადვილად გამოეხატებათ სისხლჩაქცევები. მითუმეტეს, ასეთები დიდხანს ვერ უძლებენ გამათხიერებლების გრძელ კურსებს. როცა დევეესია და შიგა სისხლდენებია , თუ ექიმი ძალიან გამოცდილი არ არის სტაციონარში ჰეპარინის ინექციას შეწვეტს. თანამედროვე ადამიანმა—- არაექიმმაც იცის , რომ თუ ანტიკოაგულანტს ანუ როგორც დაბალი დონის განმარტების დროს უწოდებენ——–გამათხიერებელს ,თუნდაც, თითიდან სისხლდენის ანუ უმცირესი განაკაწრის დროს გამოიყენებს, ადამიანს სისხლდენა გაუძლიერდება. მაგრამ ,როცა ალვეოლებში სისხლდენა და მისი კედლების დახეთქვა იყო ანუ დევეეს სინდრომი ,ამ დროს თუ მედიცინის აკადემიური დონეა , ჰეპარინის დოზა პირიქით იზრდება. იმიტომ , რომ დევეეს სინდრომის დროს, რაც უფრო ძლიერია სისხლდენა და რაც უფრო გათხიერებულია სისხლი, მით უფრო მეტი თრომბი წარმოიქმნება . სწორედ ზედმეტად გათხიერებული სისხლის თრომბი კლავს სწრაფი სიკვდილით. ამ მაგალითით კიდევ ვხსნი იმ ფაქტს, რომ გამათხიერებლის გრძელი კურსი ძალიან საშიშია. ის პირიქით წარმოშობს სასიკვდილო თრომბებს .მოკლე კურსი დამცავებით კი , ნებისმიერი დაავადების დროს საჭიროა ექიმის მიერ მკაცრად შერჩეული. ნებისმიერი გამათხიერებლის, თუნდაც ასპირინის ,დალევა და მითუმეტეს ინექცია, უმკაცრესად იკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე.
იქ სადაც სისხლდენა ან თუნდაც პატარა სისხლჩაქცევაა , ყველგან თრომბოქსანის დარღვეული ბიოქიმიაა .ნორმაში მყოფ თრომბოქსანზე პირდაპირაა დამოკიდებული ადამიანის გარანტირებული სიცოცხლე. მითუმეტეს, პათოლოგიების და მათი გამწვავების დროს. მაგალითად , პურპურას და მსგავსი დაავადებების მკურნალობა პრედნიზოლონით და მსგავსებით რომ ხდება, ეს აუცილებელია მწვავე პერიოდში. ხოლო შემდეგ ამაზე აქცენტის აღება ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეზე არ არის გ ათვლილი . საჭიროა ამ და სხვა პარამეტრის მექანიზმში დაბალანსება .რომ არა მარტო სისხლის დაავადების რეციდივი ,არ ამედ სხვა პათოლოგიები არ განვითარდეს ამ პარამეტრების მოშლისგან, დასუსტებული სისხლძარღვების ფონზე. რაც ყველაზე ადექვატურად ამინომჟავების დალაგებით ხდება. რადგან , კონკრეტული ამინომჟავები პირდაპირ არიან პასუხიმგებელი , როგორც სისხლდენის ფიზიოლოგიურად გაჩერებაზე, ისე დაავადებების რეალურად მომრჩენი ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორებაზე. მაგალითად, გახანგრძლივებული მენსტრუაციების მკურნალობა მარტო სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებებით ხანგრძლივად არ უნდა ხდებოდეს. ისინი მოკლე ვადით უნდა იქნას გამოყენებული. ამიტომ მეორდება ეს პერობლემა ვისაც აქვს. ამინომჟავების ბალანსი, თრომბოქსანის ნორმალიზების აქცენტით ამ პრობლემას ამთავრებს. დღეს თანამედროვე მედიცინაში ჩამორჩენილობაა———— ნებისმიერი დაავადების დროს, მითუმეტეს როცა თრომზეა საუბარი ან მაგალითად, გახანგრძლივებულ ქოლესტერინის სიჭარბეზე ან პოდაგრაზე ან ფარისებრზეა ნ შაკიკზე და სხვებზე ——თუ ექიმი ამას არ აანალიზებს ენდოპეროქსიდაზების ფოზე. სწორედ ენდოპეროქსიდაზები გარდაიქმნებიან ——პროსტაციკლინებად და ჯანსაღ , სასიცოცხლო თრომბოქსანებად. ეს თუ რატომ არ ხდება თითოეულ ადამიანში ნორმის საზღვრებში , ექიმმა ყველა თავის პაციენტზ ე უნდა იცოდეს. არაქიდონის მჟავაზე უკვე გესაუბრეთ , რომ თრომბთან დაკავშირებული, ყველაფერი, თეორიულ-პრაქტიკულად მასთან მიდის. ფერმენტი ციკლოოქსიგენაზა ამ რეაქციებში, არაქიდონის მჟავას ჯერ ენდოპეროქსიდაზად გადააქცევს .არაქიდონის მჟავა სასიცოცხლო ფოსფოლიპიდების მთავარი ნაწილია. უფრო ადრე კი ფერმენტი ფოსფოლიპაზა ა-2 არაქიდონის მჟავას გამოყოფს ფოსფოლიპიდების მოლეკულიდან. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფოსფოლიპიდებს, რომლებზეც სულ ვსაუბრობ. ომეგების არასაჭირო დროს მიღება ,არასაჭირო დოზით, ასევე უხარისხოს, რომლებიც არაქიდონის მჟავას წარმოებულია , დამაგრეველია ორგანიზმისთვის. ასევე, ფოსფოლიპიდებს დალევის ბევრი წინააღმდეგჩვენება აქვთ. ომეგაც თავად მექანიზმით ანტიკოაგულანტია და შეიძლება სისხლდენაც გამოიწვიოს , თუ ჩვენება არ არის. ფარმაკოლოგიური მექანიზმის გათვალიწინებით, დაუშვებელია ომეგების მიღება სისხლის გამათხიერებლებთან ერთად. კლასიკური მედიცინის სასიცოცხლო ტენდენციად რჩება———როდის , სად რამდენი და რა ფორმაში. გამდაბიოებული , ბრმად გატრენდებული, ქუჩურ მეზობლური ცოდნის მედიცინა არასოდეს სასიცოცხლო არ არის. ვიღაცისგან გაგონილი ან გადმოწერილი, არაექიმის მითითებული წამალი ყოველთვის დამზიანებელია. ეს კრიტიკულად დაბალი დონის მენტალობაა. მედიცინა ძალიან ღრმა და ბოლომდე შეუცნობი მეცნიერება, სადაც წამყვანია ბიოქიმიის, ანატომიის, ჰისტოლოგიის და სხვა დარგების დეტალური ცოდნა. დღეს ურთულესი პრობლემით ბავშვი უნდა მიმეღო და თავი შევიკავე. დედამ მითხრა—– წინა თვეში ეს წამალი დავალევინე, ვიღაცას გამოუყენებია და გამყიდველმა მირჩია მაღაზიაშიო. ექიმის დანიშნულების უკან უდიდესი განცდები , რისკები და სასამართლო პროცესები დგას . ასეთი დედა ყოველთვის აურევს, ბიოქიმიაზე გენეტიკაზე , დეენემზე და ღეროვანი უჯრედეზე აწყობილ , ექიმის ნაწვალევ დანიშნულებას და დაამატებს მეორე მაღაზიაში ნასწავლ ან ინტერნეტში მოწონებულ წამალს. ასეთი მენტალობის საზოგადოება ჯანმრთელი ვერ იქნება.
თრომბოქსანების კონტროლი სასიცოცხლოა. ისინი ვაზოკონსტრიქციულები არიან .ამიტომ, თუ ნორმიდან გადაიხარენ სისხლი შემცირდება და დაავადება წნევა ჩ ამოყალიბდება. წნევის ნებისმიერ ნიშნულზე აწევის ფენომენი პირდაპირაა დაკავშირებული , თრომბოქსანების ფიზიოლოგიურ პოზიციასთან. რადგან , ისინი გადახრილ ვითარებაში, ამცირებენ სისხლძარვებში სისხლის რაოდენობას და იწვევენ სპაზმს. წნევის აწევის არცერთი მომენტი, არ არსებობს—- სპაზმის , თრომბის და ჰემატოენცეფალური ბარიერის პათოლოგიურად თუნდაც მცირეზე, შეცვლის გარეშე. სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის რაოდენობის შემცირება ანუ სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა , ყველა დაავადების მთავარი მექანიზმია. ნორმიდან ცდომილი თრომბოქსან ა 2 ის და პროსტაგლანდინ ი 2 ის ერთობლივი ძალისხმევითაა ვაზოკონსტრიქცია—-სპაზმი და დროებით მიძინებული თრომბის გაავება . ანუ ყველაზე ხშირია ის მდგომარეობები, , რითაც აა შეწუხებული მოსახლეობის დიდი ნაწილი , მაგალითად , გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, წნევა, რომელიმე ორგანოს პათოლოგიის გამწვავება და სხვა. თრომბოქსანი რომ რეგულირდებოდეს არ იქნებოდა——–არც ინფარქტები, არც ინსულტები, არც უეცარი სიკვდილები, ა რც ამდენი -გულის სტენტირების საჭიროება. თრომბოქსანური მექანიზმების არცოდნა არის, გულ-სისხლძარღვა პრობლემების სათავე. წლების რეტროსპექტივაში, ქართულ მედიცინაში იყო რამდენიმე შემთხვევა გულის მანკის ოპერაციის შემდეგ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს იყო ამ ორი ფენომენის გაუთვალისწინებლობა და არცოდნა. გულის ყველა სტენტის შემდეგაც , კო ნტ როლი ამ მიმართულებით უნდა მოხდეს, რომ არ იყოს გაუთვალისწინებელი გარდაცვალების შემთხევვები. რადგან, სისხლის შედედებაც და სისხლძარღვის სისხლდენაც , პირდაპირაა დამყარებული ამ ორ ფენომენზე. სისხლის შედეების და სისხლდენის პროცესების მექანიზმის მართვა ყველა დაავადების დროს სასიცოცხლოა . რომ შევაჯამოთ———— თრომბოქსანი ეიკოზანოიდია ანუ ,თითქმის, ივევე , რასავც ომეგა შეიცავს. ნორმიდან გადახრილ ფორმაში ის იმდენადაა წნევის აწევის მიზეზი, რომ თანამედროვე მედიცინაში ჰიპერტენზიული ფაქტორი ქვია. თრომბოქსანის რეგულირება ნიშნავს მაღალი წნევის დამარცხებას. თუ ის ნორმაშია , ახდენს თრომბოციტების ფიზიოლოგიურ აგრეგაციას და წარმოშობს აუცილებლად საჭირო ,სასიცოცხლო თრომბებს .რომლებიც სასიცოცხლოდ საჭირო არიან სისხლძარღვის დრეკადობისთვის. ზოგი სწორედ, ამ სასიცოცხლო მინიმალური თრომბების რიცხვს , გრძელი კურსის გამათხიერებლით ებრძვის. გულის ინფარქტის ან ჰემორაგიული ინსულტის დროს გარკვეულ დონეზე თრომბირება აუცილებელია, რომ გახეთქილი სისხლძარღვი შეწებდეს თრომბოციტებით . გულის, თირკმლის ან ფილტვის ინფარქტების ან ჰემორაგიული ინსულტის დროს, თრომბოქსანის შედარებითი ნორმა მაინც თუა, თრომბოციტები ეწებებიან გახეთქილი სისხლძარღვის ლორწოვანს და გამოყოფენ ბიოქიმიურ ნოვთიერებას—–თრომბოქსან ა-2 -ს. ის ამცირებს იმ ადგილზე სისხლის რაოდენობას და სასიკვდილო რისკი იხსნება. თრომბოქსანის მცირე კომპენსირების გარეშე ,თუ ინფარქტიანს პირდაპირ დაეწყება ფრაქსიპარინიზაცია, მას გაჯანმრთელების უფრო ნაკლები შანსი ექნება. ვითარების მიხედვით ეს სასიცოცხლო შეშველება, შეიძლება 5 ლარის ფასის მედიკამენტი აღმოჩნდეს. ამიტომაა, მედიცინის მთავარი სასიცოცხლო სტანდარტი——-როდის, სად, რა და რამდენი. ხოლო თუ თრომბოქსანი ნორმაშია——————- საერთოდ არ მოხდება ,არც უეცარი სიკვდილი, არც ინფარქტი, არც ინსულტი, არც პურპურას რეციდივი , არც ჩაქცევები კანზე და სისხლის დაავადებები. არც გულ-სისისხლძარვთა პრობლემები შეაწუხებს ადამიანს სპაზმის და თრომბის გამო. შესაბამისად, სიკვდილობების რიცხვი მკვეთრად ნაკლები იქნება.
თრომბოქსანი პირდაპირაა დაკავშირებული ვაზოკონსტრიქციულ და ვაზოაქტიურ პეპდიდებთან—-ვაზოპრესინთან და ანგიოტენზინ -2 თან . ვაზოპრესინი პირდაპირი მიზეზია წნევის აწევის . არაექიმისთვის დაუჯერებელიც კია, წარმოიდგინოს იმ ბიოქიმიური რეაქციების სწორი მიმდინარეობა , რომლის შედეგად და ვაზოკონსტრიქციული პეპტიდაზების მართვით, მაგნიუმის ჟანგის და პანკრეასის კონკრეტული ფრემენტის გააქტიურებ ა ხდება . შედეგად , კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დაწევა მო ხდება და სიმჟავე სტაბილურად ქვეითდება ნორმულ ფარგლებამდე. ანუ ეს არ ხდება ომეპრაზოლების გრძელი კურსით, რომლის დროსაც აპოპტოზის ის უნარიც უქრება პრობლემურ იმუნიტეტს , რაც საცოდავად ჰქონდა შემორჩენილი. კლასიფიკაციით თრომბოქსანები -ა 2 და ო 2 , არიან პროსტაგლანდინების ჯგუფიდან ,რომლებიც თრომბოციტებში იმყოფებიან. საუბრობ თრომბოქსანებზე ეს ნიშნავს, რომ საუბრობ თრომბიციტებზე. ახლა არაექიმიც კი თავისუფლად მიხვდება, რამხელა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თრომბოციტები . როგორც ერთ ფილოსოფოსს ძალიან აოცებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა , ისე მაოცებს სისხლის საერთო ანალიზი , რომელიც რამდენიმე ხელშია გავლილი და არავითარი რაცქცია არ არის——-არც სიტყვიერი და არც მკურნალობის სქემაში გამოხატული——– მკვეთრდა დაქვეითებულ თრომბიციტებზე. მე კის ეს ყოველთვის ძალიან მაღელვებს . რადგან , თრომბოციტების და შესაბამისად, თრომბოქსანების დაზიანებული მექანიზმი, საბოლოოდ ტრაგიკულად აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე. ა რავითარი კვლევა რომ არ გქონდეს, გონიერ ექიმებს სისხლის საერთო ანალიზის დეტალური გაანალიზებით, შეუძლიათ ადამიანის სიცოცხლე დაიჭირონ და გაახანგრძლივონ . მ ედიცინაში ყველა დეტალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ციტოკინები
ანთების საწინააღმდეგოებია. იმუნური სისტემის სიძლიერე ყველაზე მეტად მათზეა დაყრდნობილი. აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობისას და შედეგებში უიმედობები გამოიწვეულია, მხოლოდ იმ შემთხევვებში, როცა ციტოკინებზე არ ხდება ექიმის სტრატეგიული დაყრდნობა. რადგან , აუტოიმუნური დაავადებების დროს მათი დარღვევაა . ისინი იქმნება ტე ლიმფოციტებისგან. ციტოკინები ცილებია. საერთოდ, 100ზე მეტი ციტოკინი ვიცით. ციტოკინებია———ინტერლეიკინები, ინტერფერონი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორები, ზრდის ფაქტორები და სხვა. ეს ფაქტორები გლიოზის და ნეიროგენეზის თავში უკვე ავღწერე. მაგრამ იმუნურ ჭრილში დეტალებს აქაც დავამატებ. თუ ეს ფაქტორები ნორმაა , იწვევენ გენების და ნეიროგენეზის გააქტიურებას, ღეროვანი უჯრედების წარმოქნის გაცხოველებას და გარანტი არიან ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის . რა ტემპითაც მუშაობს ნეიროგენეზი, ისე ცოცხლობს ადამიანი. ადამიანი კვდება ,მხოლოდ , უკიდურესად დაქვეითებული ნეიროგენეზის დროს. რადგან, ამ დროს ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა დაკნინებულია. თუ ციტოკინები, კონკრეტულად,ეს ფაქტორები ,ნორმიდან გადახრილებია –იწვევენ გენების დაბლოკვას, ნეიროგენეზის დამურუჭებას და ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის შენელებას. ყველა ქრონიკული დაავადება გენების დამუხრუჭებით და იმუნური სისტემის დეფექტებით მიდის. მითუმეტეს, აუტოიმუნური დაავადებები. ნორმაში მყოფი ციტოკინები, ფარად უდგანან ადამიანის ჯანმრთელობას. ხოლო ნორმიდან გადახრილები, აგრესიულად ესხმიან თავს ადამიანის ფიზიოლოგიას. ციტოკინური შტორმები ამის მაგალითია . კოვიდის დროს სასიკვდილო პოზიციები, სწორედ ციტოკინური შტორმით გამოწვეული დევეეს სინდრომები იყო. რაც სისწრაფით ანადგურებდა ფილტვის ა ლვეოლებს. ართრიტის დროს ციტოკინებიდან —უფრო , ნორმიდან გადახრილი— სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი და ინტერფერონები ებრძვიან ორგანიზმს. რეალობაში კი ისინი უნდა იცავდნენ ორგანიზმს. ანუ თუ ციტოკინები ნორმაა ადამიანი ჯანმრთელია, ხოლო ცდომა უკვე მძიმე დაავადება ან კიბოა. ციტოკინი, კერძოდ ინტერლეიკინი და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი რომ მომატებულია , ქონდროციტები მალე იღუპებიან . ამის გამო, ხრტილი და ძვალი იშლება და კვდება. ეს არის ართრიტის და სახსრის გადაგვარების და დაშლის სათავო მიზეზი. პარალელურად იშლება გარე მატრიქსის ცილები. ძვალი და სახსარი თანდათან განილევა და რენტგენზე ოსტეოფიტები გამოჩნდებიან. რაც ქმნის იმუნიტეტს ,იგივე ფენომენები ქმნიან და ინარჩუნებენ სახსარს და ძვალს; იგივე ფენომენები ქმნის ჯანმრთელ კუჭ-ნაწლავს, ა სევე, ქმნიან და ანმტკიცებენ უჯრედის მემბრანას . ყველა ერთად ამუშავებს ნეიოროგენეზს და ქმნიან სიცოცხლეს. ამიტომ არის, როცა ართრიტია, იქ გამორიცხულია, რომ სხვა ორგანოთა სისტემები დაზიანებული არ იყოს. მაგალითად, გული და კუჭ-ნაწლავი ნორმაში იყოს.
ყველაზე ცნობილო ციტოკინია-ინტერფერონი. ის ცილაა.რომელსაც ორგანიზმი ვირუსების მოსაგერიებლად ქმნის. მას ქმნის ზოგი ბაქტერია , დეენემი და ერენემი. ვირუსს, უმეტესად ებრძვის არა თავად, არამედ მისი ზეგავლენით შექმნილი ცილები. მსოფლიო მედიცინის უახლესი დასკვნებით ——-ღვიძლის მთავარი მცველებია—–დარეგულირებული-ინტერფერონი და ამინომჟავა ცისტეინის ბიოქიმიურად დალაგებული ცვლა . სანამ ამ წინადადების, ბოლომდე ,ყველას მიერ გააზრება არ მოხდება, ვერავინ ვერ მოარჩენს სრულფასოვნად—–დაზიანებულ ღვიძლს. იტერფერონი იქმნება მაკროფაგებში, ტე უჯრედებში და ლეიკოციტებში. სისხლის საერთო ანალიზში, 6 მილიონზე ზე დაბალი ლეიკოციტის გამოხატულების ორგანიზმს , ინტერფერონის დარეგულირების უნარი დაკარგული აქვს,
ს იმსივნის ნეკროზის ფაქტორი——-ეხმარება აპოპტოზს, აჩერებს მძიმე ვირუსებს და კიბოს. ის რომ მომატებულია ან მძიმ ე დაა ვადებაა ან კიბოა. მას ქმნის მაკროფაგები, ღეროვანი უჯრედები, ლიმფური უჯრედები, ნეირონები.
სიმსივნის ნეკროზის ფატორი- თუ ნორმაა———-მკვეთრად ზემოქმედებს ჰიპოფიზზე და ჰიპოთალამუსზე; უდიდეს როლს ასრულებს მეტაბოლიზმის დარეგულირებაში; მისი ნორმის საზღვრებში ყოფნა, ეხმარება იმ ცვლების და ბიოქიმიური რეაქციების დაბალანსებას, რომლებსაც აგრესიული გახანგრძლივებული, ჭარბი ქოლესტერინი თანდათან დაყავთ ნორმაზე; ბლოკავს სიმსუქნის ჰორმონს——–ლეპტინს და ამუხრუჭებს მადას; ა ხდენს მსუქანს; მისი ნორმა გარანტია, რომ ქოლესტერინის სიჭარბე არასოდეს არ ჰქონდეს ადამიანს. მაგრამ, ქოლესტერინის არტერიებიდან გადარეცხვა და მისი კედლებზე ჩალაგების პროფილაქტიკა არ მიიღწევა ერთი წამლით. ეს მიიღწევა ბიოქიმიური რეაქციების გადალაგებით . რომლის კონტროლში და დაკვირვებაში ერთ პაციენტის დანიშნულებისთვის ბევრ ღამეს ვათენებ. ეს ფაქტორი აწესრიგებს ინსულინრეზისტენტობას; აწესრიგებს კორტიზოლის რიცხვს, რომლის მოშლაზე უამრავი დაავადებაა გამოკიდებული წნევის ჩათვლით ; აპოპტოზი მის გარეშე არ ჩაირთვება. ეს ფაქტორი კიბოს უჯრედებს დამიზნებით კლავს .მისი მკვეთრი გადახრის გარეშე, ქალს არ დაემართება ჰიპოფიზის ადენომა.
სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის მომატება იწვევს——ანთებებს, გახანგრძლივებულ ტემპერატურებს , ტკივილებს, შეშუპებას, მისი ძლიერი მატებაა—- შოკის და კომის დროს. ასევე კიბოს დროს. თუ ადამიანი კომიდან გამოგყავს ან კიბო აქვს, მთელი ძალისხმევა უნდა მიმართო, პირველ ეტაპზე, მის ოდნაც დაწევაზე მაინც. ეს ფაქტორი დარღვეულია ყველა ქრონიკული სუბფებრილური ტემპერატურების დროს. ის ნორმიდან გადახრილია ქრ რინიტების და ასთმის დროს. ტოტალური შეშუპების სათავო მიზეზი ის არის. ყველა განვრცობილი შეშუპების დროს, კიბოს შანსი უნდა გამოირიცხოს. დიფუზური შეშუპების დროს, მემბრანოზულ გლომერულოპათიებთან ერთად , ამ ფაქტორს უნდა ძიება , რომ სიმსივნე გართულებამდე გამოავლინო. ჰიპოფიზის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, პოდაგრა;,ჭარბი აგრესიული ქოლესტერინი, ტინიტუსი, შაკიკი, ეგზემა, ფსორიაზი, ართრიტი და მითუმეტეს სკლეროზის მწკვრივის დაავადებები ამ ფაქტორთან სწორებაში უნდა კონტროლდებოდეს. სეროტონინის სინდრომის აგრსიულ ფორმას ვერ დაარეგულირებ ამ ფაქტორის მართვის გარეშე . მითუმეტეს ვერ გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს სიმსივნიანს. სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი—- ალფას დარღვევის დროს მიიღება——აუტოიმუნური დავადებები, ართრიტები, კრონის დაავადება, პოდაგრა, ქრონიკულად დაავადებული კუჭ-ნაწლავი, ჭ არბი ქოლესტერინის აგრესიული, დროში გახანგრძლივებული ფორმები, ფსორიაზი და სხვა. ალფას ძლიერი გადახრა, კერძოდ, მატება, პირდაპირი გამოხატულებაა კიბოს ან მძიმე დაავადების . თუ ალფა ნორმაშია—-აკონტროლებს იმუნიტეტს, აპოპტოზს, ანთებებს, აჩერებს სიმსივნეებს ,აჩერებს ძლიერ ვირუსებს.
-სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი tne თუ ნორმაშია——-აპოპტოზის მთავარი გამწევი ძალაა. იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს; გახანგრძლივებული ცხელების დროს იცავს იმუნიტეტს მეტი გამოფიტვისგან; ეხმარება ლეიკოციტებს, ინფექციის კერაში ადვილად მივიდნენ; მისი მოშლა ან მომატება ნიშნავს მძიმე დაავადებებს ან კიბოს.
ზრდის ფაქტორი თუ მომატებულია, უპირობო კიბოა ორგანიზმში .ის იწვევს ნერვული ქსოვილის დეგენერაციას. თუ ის ნორმაა, ღეროვანი უჯრედების წარმოშობა, გამრავლება, შენარჩუნება მას უკავშირდება ყველაზე მეტად. ის ადამიანის სიცოცხლის ფორმულაა. ღეროვანი უჯრედების წარმოშობას მთლიანად აკონტროლებს. ღეროვანი უჯრედების რიცხვი შეესაბამენა ადამიანის სიცოცხლის იმ წლებს ,რომლებიც აწი უნდა იცოცხლოს. თუ პედიატრი ამ ფაქტორს არ აკონტოლებს , ბავშვი სრულფასოვანი სიცოცხლით ვერ იცოცხლებს. 40 წლიდან ბევრი დაავადებებით იავადებს.
ეს და კიდევ სხვა ფაქტორები , რომლებიც ადრე განვიხილე ყველაზე მთავარი სუპერჰორმონებია, რომლებიც ჰორმონებს მართავენ. ანუ ციტოკინები თუ ნორმაა—–ანთება არ ემართება ადამიანებს; ღეროვანი უჯრედები იქმნებიან და ძლიერდებიან; ორგანიზმი დაცულია ყველა ინფექციისგან.; წარმოიქმნება და მტკიცედ ვითარდება სისხლის უჯრედები; დაზიანების დროს ახდენენ რეგენერაციას; კიბოს აცილება ხდება; ანტისხეულებს ქმნიან . ციტოკინები სიგნალების გადამტანი ცილებია და ამას და კიდევ ბევრ ფუნქციას მუდმივად ასრულებენ.
ლეიკოტრიენები
ახლა გაიგებთ რატომ იტანჯებიან ადამიანები——-ასთმით, მუდმივად გაჭედილი ცხვირით, ბრონქოსპაზმის შეტევებით, მუდმივი ნახველით, გაციების შემდეგ გახანგრძლივებული ლორწოვანი გამონადენით და სხვა .სწორი მკურნალობის და საფუძვლიანი სამედიცინო მეთვალურეობის დროს ადამიანები ამ პრობლემებით არ იტანჯებიან. ამისთვის კი, ეს პარამეტრები უნდა იმართებოდეს. თუ ლეიკოტრიენები ნორმაშია, იმუნური სისტემა მდგრადია და ადამიანი ჯანმრთელი და უპრობლემოა. თუ ისინი ნორმიდან გადახრილებია , მაშინ მათზე უფრო დიდი მტერი და მკვლელი არ ჰყავს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მათი ნორმიდან გადახრის გარეშე არცერთი ანთება არ დაიწყება. ლეიკოტრიენების მატება იწვევს——– ანთებებს, ასთმებს, ალერგიებს, გულის დაავადებებს, მეტაბოლოზმის მოშლას, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ძვლის განლევას. ყველა შეშუპების სათავო მექანიზმი ისინია.
ძლიერი ფიზიკური ტრავმის ან ავარიის შედეგად , ზიანის ან ძლიერი ხელის დარტყმის და ცემის დროს-როცა ქსოვილების უჯრედები ზიანდებიან , ა რაქიდონის მჟავა უჯრედების მემბრანებიდან გამოიჟონება c p l a-2 ფერმენტის საშუალებით .შემდეგ , პათოლოგიურად გამოთავისუფლებული არაქიდონი დაიშლება და მიიღება ბიოქიმიურად მახინჯი ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინები. ლეიკოტრიენები ლეიკოციტებიდან დეფექტურად გამოიყოფიან , ყველა, თუნდაც ,მცირე ტრავმის ან ფეხის უხეშად მირტყმის დროს . მაგალითად, ამას უკეთებს ბავშვს რეგვენი მშობელი , როცა მას სცემს ან პედაგოგი, როცა ხელს ურტყამს. რომელღაც წრეში ერთ პენსიონერ მათემატიკის პედაგოგს დაუტრაბახია——ჩემს გაკვეთილზე ბუზის გაფრენას გაიგონებდით, თუ არადა დიდ სახაზავს ვურტყმადი სახეში გამეტებითო.
სისხლის საერთო ანალიზში, 6 მილიონზე დაბალი ლეიკოციტების დროს, ლეიკოტრიენები ბიოქიმიურადა დამახინჯებულები გამოიყოფიან და ხშირად მომატებული არიან. უფრო მეტად მომატებულ ლეიკოტრიენებს პლიუს ნეიტროფილები უდრის ნეიტროფილების აგრეგაციის გაძლერებას ა ნუ ჩირქის მატებას, ესაა ჩირქის მატების მექანიზმი.
რას აკეთებს ნორმაში მყოფი ლეიკოტრიენ ბე4 ——-სხვა, ნორმაში მყოფ ლეიკოტრენებთან ერთად აძლიერებს იმუნურ სისტემას, იბრძვის დაავადების დაწყების წინააღმდეგ, ქმნის მიკრობების, ავი სოკოების, ვირუსების და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოლეკულებს. მუდმივად მოძრაობენ ორგანიზმში და კლავენ შემოჭრილ და ადგილზე არსებულ დამზიანებელ მიკრო ორგანიზმებს . ბლოკავს თეთრ უჯრედებს. აძლიერებს იმუნიტეტს. ბე 4 ასტიმულირებს ცილა—-ppart-ს . ეს ცილა იმ ფერმენტებს ქმნის, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ნორმულ დაშლას და გარდაქმნას ახდენენ. ცხიმოვანი მჟავები , როგორც ხშირად ვახასაითებ , ორგანიზმის სასიცოცხლო კედლებია.
რა სასიკვდილო მავნეობებს აკეთებს ნორმაზე მეტად მომატებული ლეიკოტრიენ ბე 4———————————აძლიერებენ ანთებებს. განსაკუთრებით ებრძვის ძალიან მსუქნებს და ძალიან გამხდრებს; ინსულინრეზისტენტობის მთავარი დამანგრეველებია. თანამედროვე ადამიანმა იცის, როცა ინსულინრეზისტენტობა დარღვეულია ,არის————ზედმეტი სიმსუქნე ან ზედმეტი სიგამხდრე ან დიაბეტია ან გულის დაავადება ან ინსულტები ან ანევრიზმები ან ქოლესტერინის აგრესიული სიჭარბეა ან უეცარი სიკვდილი ან შაკიკი ან სხვა რომელიმე დისკომფორტი უამრავი დისკომფორტებიდან. ასევე , კიდევ რას აშავებენ მომატებული ლეიკოტრიენ ბე 4-ები —————–ადიდებენ მუცლის ზომას და შებერილობებს იწვევენ; ქმნიან , ახანგრძლივებენ და ააგრესიულებენ ჭარბ ქოლესტრინს; ართულებენ ღვიძლის მდგომარეობას; იწვევენ დიაბეტს , ბოლომდე აზიანებენ მეტაბოლიზმს ;ს ტეატოზს ანუ ღვიძლის გაცხიმოვნებას აყალიბებენ; ებრძვიან ღვიძლს და პანკრეასს საბოლოო განადგურებამდე ;ლეიკოტრიენ ბე 4 პირდაპირი მკვლელია ღვიძლის და პანკრეასის უჯრედების, არა მარტო ციროზის დროს. ისინი აზიანებენ ორგანიზმს მაშინაც, ადამიანს თავი და კერძოდ, ღვიძლი ჯანმრთელი რომ ჰგონია. მაგალითად, ისინი ორგანიზმს ,კერძოდ ღვიძლს, დაუნდობლად ებრძვიან, ღვიძლში შარდოვანას და ამიაკის სინთეზის მოშლის პიკებით . როცა ადამიანს 140 მდე წნევა აქვს და თავი ტკივა მ აშინ გამოხატავენ თავის სასიკვდილო მავნეობას. სწორედ ისინია სათავო მიზეზები შარდოვანას და აზოტის ციკლის დარღვევაში, რომლის შედეგია ,მცირედ მომატებულ წნევაზე თავის ტკივილი. ლეიკოტრენ ბე 4 —– საბოლოო ხელის მომწერია ალცჰაიმერის ჩამოყალიბებაზე ; ასევე , რევმატოიდული ართრიტის. იწვევენ სიმსივნის ნებისმიერ ტიპებს . ამერიკული და ევროპული მედიცინის ხანგრძლივი დაკვირვებებით და სრულფასოვანი დასკვნებით დადგენილია, რომ მათი ნორმიდან გადახრა მთავარი გამომწვევია——ნაწლავების, პროსტატის და პანკრეასის კიბოს. ცნობილია, რომ პანკრეასის კიბოს რამდენიმე სახეობა , ექოზე საერთოდ არ იკვეთება. ის სამარცხვინო ერა უნდა დამთავრდეს, როცა პანკრეატიტად ,მხოლოდ , სარტყელისებური ძლიერი ტკივილი ითვლება. ყველა ბავშვს, რომლებმაც ყბაყურა გადაიტანეს —– ქრონიკული, უსიმპტომო, ლატენტური პანკრეატიტი აქვთ მთელი ცხოვრება.
შეიძლება, მარცხენა ბეჭის ქვემო მიდამოში, მცირე, ძალიან იშვიათი პერიოდულობით ,ქავილისნაირი დისკომფორტი იყოს და მხოლოდ ამ გამოხატულების ფონზე პანკრეასი ისე ზიანდებოდეს, რომ ადამიანი ინსულტამდე მივიდეს. მეცნიერებამ დაადიფერენცირა, რომ გრიპის დროს ან სხვა პათოლოგიის დროს , შემცივნება მხოლოდ თანარსებული პ ანკრეატიტის სიმპტომია. ის გრიპის სიმპტომი არ არის. პანკრეასია რუხი კარდინალი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ხელთ უპყრია. პანკრეასზე აქცენტირება არცერთ ასაკში არცერთი დაავადების დროს მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ. პანკრეასი და ღვიძლი ტვინივით , სამყაროს ურთულესი წარმონაქმნებია. პრიმიტიული პერსონები არ არინ, რომ თავიანთი ნამდვილი გასაჭირი ბოლომდე გადაგიშალონ. სამყაროს ყველა სასიცოცხლო ინფორმაცია ——პანკრეასით, ღვიძლით და ნაღვლის ბუშტით შემოდის. სამედიცინო —-შემეცნების, ალღოს და აღქმის სიმცირე ერთია, მაგრამ, მედიცინის ერთი ნაწილის მხრიდან, პანკრეასის ლატენტური მავნეობების არასრულფასოვანი გააზრება გამოიწვია სამეცნიერო ინფორმაციულმა დეფიციტებმა. ერთ მაგალითს ვიტყვი. ადამიანი სტაციონარში შედის პანკრეასის ისეთი ძლიერი შეტევით, რომ შეიძლება ნარკოტიკი დასჭირდეს. მაგრამ ეს დიაგნოზი არ დაუფიქსირდეს, რადგან პანკრეასის ფერმენტები ნორმაა. სტანდარტულად ,ეს არის დამახასათებელი პანკრეასისთვის. მისი ფერმენტები სიმსივნეების და სხვა ვითარებების დროს უფრო იმატებს ,ვიდრე ამ ორგანოს გამწვავებისას. ასეთი ჩუმი მკვლელი , ადამიანს მეორე ორგანო არა აქვს. ის ანაკონდაა, რომელიც შემოხვეული და ჩახუტებული ახრჩობს ადამიანს და ყველა , თუნდაც მსუბუქი გართულების უკან დგას. ჩასა ფრებულ პანკრესს აღიქვამს ჭკვიანი ექიმი, თუნდაც დეპრესიის უკან. ის მეორე და უფრო მგრძნობიარე ტვინია ადამიანის. რაღაცის სუნი, რომ არ მოგწონს და გულს გირევს ,ეს პანკრეასის ჩუმი ანთების კლასიკური სიმპტომია. დაბალი ასაკის ბავშვს უხეშად რომ უყვირო და შეაშინო, მას ლატენტური პანკრეატიტის გამოხატულება დაეწყება სწრაფად მოშლილ ფიზიოლოგიაში. პაციენტს მით უფრო ადრე მოარჩენ, თუ ნებისმიერი გამწვავებული ორგანოს უკან , ჩასაფრებულ პანკრეასს აღიქვამ. მომატებული—- ბე 4 ლეიკოტრიენი სიკვდილის ნამდვილი ანგელოზია, რომელიც პანკრეასის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაზიანების გზით ადამიანებს სიცოცხლეს უმცირებს. საუკუნის გონებაჩლუნგობა იყო მედიცნაში, ნაღვლის ბუშტიდან და პანკრეასიდან წამოსულ საშიშროებებზე მეტი აქცენტის არგაკეთება. ფოსფოლიპიდები, რომლებიც სიცოცხლის საყრდენი ღერძებია და სისხლძარღვის მემბრანის სიმტკიცის საფუძველი, ნაღვლის წვენის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია და მოქმედებით, პანკრეასის ფერმენტებზე არიან დაყრდნობილი . ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ინსულტი მიიღოს და ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის ქრონიკული პრობლემა არ ჰქონდეს. თუნდაც ლატენტური. ძალიან შრომატევადი, რთული და რამდენიმე ეტაპიანია, ექიმის მიერ ,ბიოქიმური რექციების აღდგენის კვალდაკვალ გაცემული დანიშნულებები. რომელიც ეხება, წლების განმავლობაში ლეიკოტრიენების მიერ ინტოქსიცირებული ღვიძლიდან და პანკრეასიდან დაზიანებულ ტვინის ნეირონებს. ექიმის მიზანი ამ დროს, უპირველესად პაციენტისთვის ინსულტის აცილებაა. თუმცა ხალხში იმდენად დაბალია მედიცინის პროფილაქტიკური მცნებების აღქმა, ზოგი ამის გამოსწორებას ერთი კურსით ,ზოგი კი რამდენიმე დღეში ითხოვს და ამისთვის ექაიმებს შეურაცხყოფას აყენებს. ერთ ი კურსით , მხოლოდ მარტივი ბრონქიტები რჩება. ისიც , მხოლოდ ჯანმრთელი იმუნიტეტის ფონზე.
ნებისმიერი დაავადება მხოლოდ, ლეიკოტრიენების დაზიანებული ფონის გამო რთულდება .ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცდების სერიით——– თუ მომატებული ლეიკოტრიენ ბე 4 შემცირდება , აღარ იქნება ინფარქტი და ალცჰაიმერი. ასევე ცდების შედეგია დასკვნა——-თუ ლეიკოტრიენ ბე 4 ის ჭარბ შექმნაში მონაწილე ფერმენტები დაიბლოკება, საყლაპავის კიბო შეჩერდება და განიკურნება. ნორმიდან გადახრილი ბე 4 ნეიტროფილებს ააგრესილებს და მათ რიცხვს ზრდის .ესაა ჩირქის გამრავლების მექანიზმი და ადამიანის მდგომარეობის დამძიმება.
რა შემაწუხებელ და ჯანმრთელობის ბოლომდე დამზიანებელ მავნეობებს აკეთებს ნორმიდან გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრიენი ანუ ცე – 4————ის ე 4 თან და დე 4 თან ერთად აწარმოებს ჭარბ ლორწოს. ნახველის გახანგრძლივება გაციების ან ბრონქიტის ან ფილტვები ს ანთების შემდეგ ; მწეველების ნახველი, ბავშვთა მუკოვისციდოზი, ა ლერგიული შეშუპებები და ანაფილაქსიები , ასთმა, სინუსიტები, ჰაიმორიტები, ქრონიკული რინიტები , ბრონქოსპაზმი , ქრონიკული ბრონქიტები , ხშირი გაციებები ნებისმიერ ასაკში ——– ეს და სხვა მსგავსი დისკომფორტები , რომლებიც სუნქვის უკმარისობამდე მიდიან უშუალოდ ციტეინური ლეიკოტრიენის მიზეზითაა.
ნორმიდან გადახრილი ცე დე და ე ლეიკოტრიენები გამოდიან მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან , როცა იწვევენ—- ასთმებს, ბრონქოსპაზმებს, ჭედავენ ცხვირის გასავლებს. პრიმიტიული , ადამიანის დროში შემტყუებელი და ჯანმრთელობის დამამუხრუჭებელი მკუნალობა ა ქრ ალერგიული რინიტის—— ერთი და იგივე განმეორებადი სქემებით—–ცხვირის წვეთები, აეროზოლი და ანტიბიოტოკი. თუ ქრ რინიტის დროს ლეიკოტრიენებს არ დავაბალანსებთ, ადამიანებში იმუნიტეტი დასასრულისკენ მიდის.
ჩამორჩენილი აღქმით ,დაავადებულად, მხოლოდ დაუძლურებული მწოლიარე აღიქმება. ძალიან ბევრი , ცხოვრებით აქტიურად დაკავებული და მიზანსწრაფული ადამიანი იმუნურ ნგრევას განიცდის. ამიტომაცაა ნაადრევი სიკვდილობა. ამიტომ , არ უნდა მოხდეს პათოლოგიების შეფასება ზერელედ. არალიცენზირებული ექიმი, ასევე ფალსიფიცირებული დიპლომის ან ნაყიდი დისერტაციის მქონეები იმუნური პარამეტრების გააზრებას ვერ შეძლებენ. ყველა გონიერი და ღირსეული ექიმი ტანჯვისთვისაა ამ ქვეყნად. მკურნალობის შედეგიანობას აღწევს არამარტო ცოდნა ,არამედ უფრო მეტად ექიმის თავგანწირვა და გულიანობა, ფსიქოლოგიური წვდომის უნარი. პაციენტისთვის თავგანწირული ვერ იქნება ის ,ვინაც ადვილად მიიღო მდგომარეობა .ვინც მარტივად აღწევს ამ ურთულეს მეცნიერებ აში დამკვირდებას, ის მარტივად მკურნალობს.
რაც უფრო გადახრილია ცისტეინური ლეიკოტრიენები ნორმიდან, მით მეტი და ხანგრძლივია ლორწოს გამოყოფა. უფრო ძლიერია სპაზმი, უფრო მეტია შეშუპება ან უფრო ხანგრძლივია ასთმის შეტევა. გგონაით მარტო ასთმურ ბრონქოსპაზმებს იწვევენ? პედიატრიულ ასაკში ლარინგოსპაზმებში, ლარინგიტებში ნორმიდან გადახრილი ციტეინური ლეიკოტრიენები მონაწილეობენ. პედიატრებს რამდენი ღამე გაგვიტეხია სტაციონარში ,ლარინგიტის შეტევისგან ბავშვი არ გაგუდულიყო.
გადახრილ გააგრესიულებულ ლეიკოტრიენებს, ცუდი როლი აქვთ ძვლის დაპატარავებაში, განლევაში და ძვლის ქსოვილის გამოფიტვაში. ისინი ფუნქციებს უკარგავენ უჯრედებს——-ოსტეოკლასტებს, რომლების ამის შედეგად შლიან ძვალს. ვეღარ კავდება მინერალები და ძვალი და სახსარი სკლეროზდება.
ასთმური ბრონქოსპაზმის დროს , ცისტეინური ლეიკოტრიენები —ავიწროებენ სისხლძარღვებს, ზრდიან ლორწოს რაოდენობას, ფილტვებში გაჟონვას აძლიერებენ ,იერთებენ პათოლოგიურად გაავებულ ეოზინოფილებს და უფრო ძლიერდება ანთება.
ასევე, სველი მექანიზმები სადაც არის, ყველგან ლეიკოტერინიებისგან მიყენებული ზიანია—–კუჭ-ნაწლავის ანთებები, შაკიკი , ეგზემა . ნებისმირი ალერგიის მთავარი მექანიზმი ლეიკოტრიენების მოშლაა .სამწუხაროდ, ალერგიის მკურნალობა ხშირად მხოლოდ მადესენსიბილიზებელი, ალერგენის დროებით მიმაძინებელი ანტიჰისტამინურებით ხდება . არც ამ მექანიზმების გათვალისწინება ხდება და არც იმუნიტეტის კონტროლი . არც იმის გამოთვლა, კონკრეტული ალერგიის დროს რა ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბეა. ამის გამო არ ხდება , რაც მთავარია, ალერგენის ელიმინაცია ანუ გამორეცხვა ორგანიზმიდან. ალერგენი ყოველთვის ეგზოგენური არ არის ანუ გარედან. ხშირად ალერგენი ენდოგენურია. რაც წარმოიქმნა დამახინჯებული ბიოქიმიისგან ან ზედმეტი აღმოჩნდა, როგორც ვიტამინი ან მინერალი. ცისტეინური ლეიკოტრიენების გაავების დროს უნდა დავალაგოთ ამინომჟავური ბალანსი. საერთოდ ეს არის ხსნა, ყველა დაავადების მოსარჩენად. ამ დროს ამინომჟავა ცისტეინი და მასთან უშუალოდ რეაქციებში მყოფები მეტად პრობლემურია. ამინომჟავებს ალაგებს , მისი შემადგენელი— მჟავები, მინერალები, ვიტამინები, მიკროელემენტები. ოღონდ კრიტიკულად მთავარია— რომელია საჭირო და როდის და რამდენი.
რინიტის, ალერგიების და განსაკუთრებით, ასთმის დროს თეთრი უჯრედები მოჭარბებულად ქმნის ლეიკოტრენებს,
ეგზემას ამწვავებს ბე 4 და ცე 4 ლეიკოტრიენები. ეგზემა ადამიანს არ მოკლავს ის იციცხლებს. მაგრამ, თუ ამ ორი ლეიკოტრიენის სახეობის რეგულირება არ მოხდება, ადამიანი ბევრად ნაკლებ წელს იცოცხლებს და სხვა დაავადებებიც ამ მექანიზმიდან წარმოექმნება. მალამოები ეგზემის , ისევე როგორც ალერგიების დროს , მხოლოდ სულიერი კომფორტის მიღწევის შესაძლებლობაა. სიცოცხლისათვის ამ გლობალური იმუნური პარამეტერების მოგვარება უნდა მოხდეს . რასაც ხანგრძლივი დრო და სწორად გათვლილი მკურნალობის კურსები სჭირდება.
ლეიკოტრიენი— ბე , კირავს კალციფიკატებს, აჭუჭყიანებს არტერიების, სიხლძარღვების შიგა კედლებს და გულის სარქვლებს ; ქმნის და ალაგებს სისხლძარღვების კედლებზე ჭარბ ქოლესტერინს , შლის კალციუმის ცვლას, აჩენს კისტებს, კენჭებს, მასტოპათიებს. დაიშალა ადამიანმა კენჭი აპარატულად. შემდეგ ისევ გაუჩნდა. იმიტომ, რომ ცისტეინური ლეიკოტრიენების ცვლის განხილვა და მკურნალობის დროს ამაზე და ცისტეინის ცვლაზე აქცენტირება არ ყოფილა. კალციფიკატები და საერთოდ, მოჭარბებული კალციუმი პარანეოპლსატიკური ანუ კიბოსწინარე სიგნალია. ქოლესტერინის სიჭარბე და მისი სიმკვრივე შეფარდებითია ადამიანებში. ლეიკოტრიენ ბე—–ს ცუდი დამსახურებაა არტერიების და სისხლძრღვების შიგა კედლებზე ჭარბი ქოლესტერინის ,განსაკუთრებით , მკვრივად და მჭირდოდ ჩაწებება. არა მარტო ზედმეტად მკვრივად ჩაწებება სისხლძარღვის შიგ ა კედელზე , არამედ ჭარბი ქოლესტერინის საერთოდ წარმოშობაში, მთავარი მი ზეზი ლეიკოტრიენებია . ასევე ისინი მონაწილეობენ მთავარ დამნაშავეებად ფიბროზების მექანიზმებში. ბე მონაწილეობს ცხიმის დაგროვებაში და ადამიანის ზედმეტად გასუქებაში. ქალი, ასე ქვია —თავს იკლავს დიეტით, მაგრამ ვერ გა ხდება. ამის მიზეზი კი ლეიკოტრიენების მიერ მწყობრიდან გამოსული——-ინსულინი, ფარისებრი, ლეპტინი ,პროლაქტინი ქოლეცისტოკინინი და სხვა კომპონენტებია . ადამიანები ჭამენ იმ საკვებს ,რომლებსაც დე ვიტამინი ნორმამდე უნდა აეწია. მის ნორმალიზებას ნაკლებადხარიასხიანი კარაქიც კი უწყობს ხელს. მაგრამ ქვეყანაში ამ ჰორმონის—–დე ვიტამინის მასიური დეფიციტია. ნორმიდან გადახრილმა ლეიკოტრიენებმა ისე მოშალა ცხიმოვანი მჟავების სწორად დაჟანგვის პროცესები, მასიურად გამოიწვია დე ს დაბლა გდება. გულის დაავადებების ან გულის შეტევის დროის, თუ ბე და ეფ 4 მაღალია, ყოველთვის გართულება ხდება. როგორც ლორწოს ასქელებენ სასუნთქ გზებში, ასევე ასქელებენ და ქმნიან კენჭოვან წარმონაქმნებს, თრომბებ ს , კალციფიკატებს, ფიბროზულ გამონაჟონებს, კისტებს , მასტოპათიებს. ანუ სისხლის და ლიმფის მიმოქცევას ლოკალურად აჩერებენ და ორგანოებს ამ წარმონაქმნებით აზია ნებენ. რაც შემდეგ ეტაპზე ადვილად მიდის სიმსივნეებამდე. პანკრეასის კისტური ფიბროზის უკან ეს მექანიზმი დგას, რომლის ფონზე ბევრი ორგანო ნადგურდება , განსაკუთრებით ღვიძლი, კუჭ-ნაწლავი და ფილტვი.
ნორმიდან გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრენები ბევრი გროვდება კუჭის აორტაში. ეს არის უეცარი სიკვდილების ეპიცენტრი. ეს არის უეცარი სიკდილების მთავარი მექანიზმი. აქ ისინი გამოყოფენ ბიოქიმიურად დამახინჯებულ , პათოლოგიურ ფერმენტებს. ზუსტად ისინი იწვევენ შაკიკის შეტევებს. ისინი ხეთქავენ ანევრიზმებს. ა დამიანი ხან ცოცხლობს დიდხანს და მიუხედავად პათოლოგიებისა, ზოგი ,იმუნური პარამეტრის ნორმის გამო ანევრიზმას ატარებს და სოცოცხლეში ვერ იგებს ჰქონდა თუ არა ის. თუ ტვინის იშემიაა და ინსულტის რისკია, ცისტეინური ლეიკოტერიენები ყოველთვის მომატებულია . მაღალი დონის სამედიცინო მეთვალყურეობის ფარგლებში , ყოველთვის შეიძლება ინსულტის აცილება. გონიერმა ექიმებმა იციან , ვის რა ანალიზი და პროფილაქტიკა სჭირდება. ნორმიდან გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრიენები , რომლებიც დაგროვილია კუჭის აორტაში, მუდმივად გამოყოფენ პათოლოგიურ ფერმენტებს და ბლოკავენ ჯანმრთელებს. ისინი არა მარტო შაკიკის შეტევებს და ანევრიზმებს იწვევენ, არამედ მთავარი მიზეზი არიან მუცლის შებერვების. ამას ადამიანებს არ უხსნინ და მათაც ეს მხოლოდ კოსმეტიკური უხერხულობა ჰგონიათ და არა სიკვდილსასიშროების ტრამპლინი. მუცლის შებერვის ფენომენზე უკვე რამდენიმეჯერ ვისაუბრე , მ უცლის აოტრის და ვენური მიზეზის აქცენტით. პრიმიტიულობაა ამ ყველაფრის ბრმად გადაბრალება ,ზოგადად, მხოლოდ კუჭზე ა ნ ნაღვლის ბუშტზე . კუჭის ვენასა და აორტაში ჩალაგებული და მოჭარბებული ბ 4 და სხვები, იწვევენ ვენის სწრაფ და ძლიერ შეშუპებებს და მუცლის გაბერვას ჭამის შემდეგ . ეს არის უევცარი სიკვდილების მთავარი მიზეზი. ყველა უეცარი სიკვდილი ზედმეტად ეწ გამძღარზე ხდება. შაკიკის შეტევის წინ, მუცლის აორტაში დაგროვილი ლეიკოტრიენები გასტრინს და კიდევ რამდენიმე ფერმენტს ბლოკავს, რასაც მოყვება ბიოქიმიურად დამახინჯებული ფერმენტების წარმოება და შედეგად, პარადოქსული ემბოლას გადასროლა , ტვინის ყველაზე დაზიანებულ სისხლძარღვში და შაკიკის შეტევის დაწყება. უეცარი სიკვდილის წინ , უფრო მეტ ფერმენტებს ბლოკავს ლეიკოტრიენები . ფერმენტები კვების დროს იხარჯება და თუ ფონად დიზბაქტერიოზია, მაშინ მალე სულ ვერ აღადგენს ორგანიზმი მათ. ამიტომ ხდება ზედმეტი ჭამის შემდეგ სიკვდილები. რომელსაც რათქმა უნდა ფონად ——-ათეროსოკლეროზული არტერიები , ლეიკოტრიენების ცდომა, დიზბაქტერიოზი , ღვიძლის და პანკრეასის ფერმენტების პრობლემა , გამოფიტული გულის სარქვლები , დაშლილი გარე მატრიქსი და დაკნინებული ღეროვანი უჯრედები და ნეიროგენეზი აქვს. ადამიანი კვდება, მიუხედავად იმისა, ისე გამოიყურებოდა, რომ პურ-ფუნთუშეუ ლის რეკლამაში გამოდგებოდა. მეტი ჭამის დროს მეტი ფერმ,ენტი იხარჯება .ფერმენტების შიმშილს განიცდის ორგანიზმი. მათ გარეშე კი მეტაბოლიზმი მკვდარია. მუცლის ყოველი შებერვის დროს, ნებისმიერ ასაკში , ეს მექანიზმი მიკრო დონეზე მაინც ხორციელდება ყველას ორგანიზმში . თუნდაც ბავშვის ორგანიზმში. შებერვას ნახშირით და პრომიტიული საშუალებებიოთ ყოველთვის ვერ უშველით. აქ გლობალური იმუნური პარამეტების და აორტის და ვენების ზიანი შესაბამის დონეზე გამოხატულია, ბევრ კოპლექსურ ცდომებთან . ვისაც უნახია, როგორ კვდება ბავშვი რეანიმაციაში. მას სიკვდილის მომენტსი მუცელი ძლერ ებერება. ღვიძლში, ლიმფაში, ტვინში,პანკრეასში, ფილტვში არსებული პარაზიტები ხელს უწყობვენ ლეიკოტრიენების გადახრებს.
მომატებული და გადახრილი ლეიკოტრიენებითაა დ აბადებული ახალშობილები——–რომლებსაც ფილტვები ადვილად არ გაეშალათ ან წლამდე ფილტვების ანთება ჰქონდათ; ასევე, სიყვითლით დაბადებული ყველა ახალშიბილი, თუნდაც მარტივი სიყვითლით . ყველა ბავშვს——— რომელიც ადვილად ცივდება ან ბრონქიტები უმეორდება, მითუმეტეს ფილტვების ანთება ან ჰაიმორიტი ემართება ან ლარინგიტი ან ყურის ანთებები ან ალერგიები ან სუსტი კუჭ-ნაწლავი აქვს ——— მომატებული აქვს ლეიკოტრიენები.
გულის სარქვლების პრობლემის, აორტის სარქვლის შევიწროების ,სტენოზების და საერთოდ, გულის სარქვლის ნებისმიერი მცირე გადახრის დროს ან სტენტი ვისაც დასჭირვებია, მათში პათოლოგიური ლეიკოტრიენების წარმოქმნა გაძლიერებულია. ეს რასაც ვამბობ, მსოფლიო მედიცინის მრავალწლიანი ცდების და გამოკვლევების შედეგებია. დიაბეტი ტიპი 2ის დროს მომატებულია პათოლოგიური ლეკოტრიენები, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის დროს, უფრო მეტადაა მომატებული. როგორც ხედავთ ყველა უბედურება ამათგან მოდის. როცა ეს პარამეტრები ნორმაში არიან , დიდი ხნის სიცოცხლე და ურყევი ჯანმრთელობა გარატირებულია. ამ ტექსტის სემდეგ, ნებისმიერი მოაზროვნე არქექიმიც უნდა მიხვდეს, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობის ხარისხი იუმორის დონეა, თუ ის იმუნური ფონის გაძლეირების და ამ პარამეტრების გამოსწორების პარალელურად არ წარიმართა. ეს პარამეტრები, გადახრილ მდგომარეობაში სიკვდილის ნამდვილი ანგელოზები არიან. ანგელოზები იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება და ადამიანების გაჯანმრთელება, თანდათან ნამდვილად შესაძლებელია. თუ ექიმები ტიტანურ მუშაობას ჩაატარებენ და მათ დაბალანსებას შეძლებენ. ძირითადად ეს ხდება ამინომჟავების დალაგებით. პოდაგრას, დიაბეტს ალერგიას, ეგზემას, ასთმას ,გულის დაავადებას ,შაკიკს, კუჭ-ნაწლავის და სახსრების დაავადებებს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს , ტინიტუსს და სხვა დაავადებებს ვერასოდეს ვერ დაირეგულირებთ, თუ ამ სათავო მიზეზების გაანალიზება არ მოხდება. პრიმიტიული მკურნალობებით ადამიანები ერთ მოტყუებულ წრეზე დადიან. სამყარომ და უფალმა მედიცინის არსებობობა იმიტომ დაუშვ ა ,რომ იმუნიტეტი მომწიფებულიყო, რომელსაც ცხოვრება ადვილად ცვეთს. სამყარო გონიერ წესებს ემორჩილება. უპატრონოდ მიგდებული განწირული იმუნიტეტი ადამიანს დიდხანს ვერ აცოცხლებს. სამეცნიერო დასკვნებით——–ყველაზე უკიდურეს ფორმაში—– ფარისებრ ან ნებისმიერ ორგანო ამოკვეთილებს აზიანებს ლეიკოტრიენები. ეს ეხება ასევე, ნუშურებს, ბრმანაწლავს, მითუმეტეს ელენთას.
ლეიკოტრიენი დე- 4 ის მომატება წვრილი ბრონქიოლების სპაზმს იწვევს და მთავარი მონაწილეა მძიმე ფილტვების ანთებებში და რინიტში. ლეიკოტრეიენების გრაფიკულ ფორმულებში მთავარი და დიდი ადგილი ამინომჟავებს ეკუთვნით. მაგალითად ცისტეინური იმიტომ ქვია, რომ იქ ცისტეინის დამახასათებელ ბიოქიმიურ რეაქციებს მეტი როლი აქვს.
ჰისტამინი , რომელიც ალერგიების მიზეზია , მაშინ იქმნება ჭარბად, როცა ლეიკოტრიენები იწყებენ პათოლოგიურ მატებას. ა მიტომ, ნებისმიერი ალერგიის უკან ამ ნივთიერებების გადახრაა.
ამ ნივთიერებების პროდუქცია ასევე ხდება ნეიტროფილებით. საერთოდ, სისხლის საერთო ანალიზის აკადემიური წაკითხვა თუ იცის ექიმმა, მას ამ გლობალური პარამეტრების გადახრაზე წარმოდგენა უკვე აქვს.
ადამიანთა სიკვდილობა და ავადობა მოჭარბებულია, რადგან იმუნურ პარამეტრების ღრმა გაანალიზება უკანა პლანზე ა გადაწეული. მათ გარეშე ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანებულ მექანიკურ მოწყობილობას ჰგავს ნაკლები სასიცოცხლო მომავლით. მოსახლეობას აკლია ცოდნა, ელემენტარული თავის დასაცავი ღინისძიებების. ადამიანები , მარტივი ბრონქიტის მკურნალობას და გლობალური იმუნური პარამეტრების და დეენემის და ღეროვანი უჯრედების დონეზე ნგრევას ერთნაირი სიფრთხილით ეკიდებიან. დღეს ყველა ექიმია, რადგან ჩვენს დაულაგებელ ქვეყანაში, სამწუხაროდ ,ექიმის დიპლომ—-ლიცენზია -დისერტაციების ყიდვა-გაყიდვა სარფიან ს აქმედ ითვლებოდა. ზერელეობამ დაისადგურა ჯანდაცვის სიტემის ზოგ ადგილზე. ნამდვილი მკურნალები კი, რომლებიც საბედნიეროდ არ აკლია ამ ქვეყანას, დაავადებებს ამ პარამეტრების ჭრილში აანალიზებენ. სხვანაირად ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ვერ მოხერხდება. ადამიანები ქრონიკულად დისკომფორტულად იმიტომ არიან, რომ მათი ბიოქიმია პარანეოპლასტიკურ სინდრომშია გაჭედილი და კიბოს დაწყყბა არ დაწყებას ეჭიდავება . მართე ეს იმუნური პარამეტერები და არასოდეს არ იქნება კიბო. გაგრძელება იქნება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share