მე მგონი სააკაშვილის გადახაზვა მიმდინარეობს ახლა მისი გარემოცვის მხრიდან, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხდება – ჩვენსავით კი არ ამბობენ, მოდი ჯანმრთელობას მაქსიმალურად მივხედოთ, ჩავრთოთ ექიმები, მივცეთ დამატებითი რესურსები. არა, აჰყავთ პიარ-კომპანია, რომელსაც სჭირდება მასალად სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება, რომ შემოიტანოს მეტი დაძაბულობა საზოგადოებაში – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ერთი რამ ცხადია – სააკაშვილი იყო საზღვარგარეთ, თვითონ ჩამოვიდა, მოუხედავად იმისა, რომ იცოდა პასუხისგებაში მიეცემოდა. უკვე როგორც ირკვევა, ვიღაცებმა ურჩიეს კიდეც, ოჯახის წევრმაც თქვა, რომ მას არასწორად არწმუნებდნენო. პარტიის წევრები დიდი ხანი ითხოვდნენ მის ჩამოსვლას. როგორც ჩანს, არა მხოლოდ პარტიის წევრები არწმუნებდნენ. ლოგიკურად ფაქტია, რომ მას წლების განმავლობაში არ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩამოვიდა“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.