საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აინტერესებს, თუ რა რეაგირება ექნება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე.
”რა რეაგირება ექნება მაკრონს, სააკაშვილის მიმართვაზე(?)
პრეზიდენტმა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე დიდ ნაძირალას, სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადასცა “საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი”, გაუწევს კი ანგარიშს, ორდენოსანის ხელით დატუსაღებულ, მოწამლულ, დაუძლურებულ და მომაკვდავ პრეზიდენტს?”, – წერს სულაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედია ავრცელებს წერილს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონის მისწერა.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პუტინის მოსისხლე მტერი, რომელსაც თბილისში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საფრანგეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი თავისუფლებისთვის და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.
პუტინი მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ მტრად. ის საჯაროდ დამპირდა მოკვლას (…) ციხეში მომწამლეს. ვკვდები, ბევრი დრო არ დამრჩა“ – წერს სააკაშვილი.