”პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც ქვეყანას იდენტურობა მისცა, რომელმაც წარმოუდგენელი ცვლილებები შემოიტანა საქართველოში, რომელიც ეცადა ქვეყნის დასავლეთის რელსებზე გადაყვანას. იგი არის პოლიტიკური პატიმარი. სჭირდება სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა. ოქტომბრის დასაწყისში ვეწვიე და საკუთარი თვალით ვნახე. ექიმებისგან შექმნილი გუნდი, ამტკიცებს, სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას. მას არამხოლოდ აწამებდნენ, არამხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს. მას სჭირდება სიცოცხლის გადარჩენის მკურნალობა. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. გვინდა მოვისმინოთ ხმები და იმედი გვაქვს, რომ ეს ხმები იქნება გაჟღერებული და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარჩენილი” –
განაცხადა მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
მსგავსი სტატიები:
ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბავშვების 69%-ის მიმართ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში დაბრუნდა
წელს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა
8 მილიონ ლარად აშენებულ სკოლაში პედაგოგებისთვის მაგიდები და სკამები ვერ დადგეს
დამნაშავეა რუსეთი, პასუხისმგებლობა ეკისრება დასავლეთს – ზელენსკის მორიგი ვიდეომიმართვა
უნდათ შექმნან ახალი ადამიანები, რომელთაც არც სამშობლო ეხსომებათ, არც ისტორია – ვასილ მაღლაფერიძე ოპოზიციაზე
კრიმინალებით მოგებული არჩევნები – გოგაშვილი ალაპარაკდა
