როგორც ყოფილმა პატიმარმა, პირდაპირ მინდა ვთქვა, სრული უზნეობაა მესამე პრეზიდენტის წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ა.შ. ლაპარაკი, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მისი თქმით, წამებული იყო სულხან მოლაშვილი, ნორა კვიციანი, კობა ოთანაძე და კიდევ ასობით ადამიანი.
„ანალოგიურ მდგომარეობაში რომ ვყოფილვიყავით ან მე, ან სულხან მოლაშვილი, ან ნორა კვიციანი, „ვივამედის“ კლინიკაში, კონსილიუმები რომ გეხვევა თავს ყოველდღე, 1500 მნახველი რომ გვყოლოდა, ხუმრობით რომ ვთქვა, ჩვენი ოჯახები ალბათ, მადლობის წერილებს გაუგზავნიდნენ ხელისუფლებას. ნორა კვიციანის სიკვდილი, რომელიც იყო მძევალი, არის შედეგი იმ არაადამიანური მოპყრობისა და პატიმრობის, რაც მან გადაიტანა. ბეტონის იატაკზე, ორთქლი რომ ასდის, იმაზე რომ ეძინა და ღამეებს ათენებდა, როდესაც პატიმარი იყო, რისთვის იყო ეს საჭირო?! წამებული იყო სულხან მოლაშვილი, ნორა კვიციანი, კობა ოთანაძე და კიდევ ასობით ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.