“მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს” – ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრების გავრცელება და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, პუტინისთვის საჩუქარია.
“მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, რომ შემდეგ იმათ გაიხარონ, რომ პუტინის სიტყვა ბოლოს მაინც გადის. მანდ მთავარი მხოლოდ იდეოლოგიური ხაზია. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაშია რუსეთი და სრულიად ნელ-ნელა ინგრევა, მათი პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ ნახეთ ეს რა არის, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის [ვიდეოს] გაუგზავნი, რომ თქვა პუტინმა, რომ მე მაგას დავსჯი და ნახეთ, მაინც დაასჯევინა და იცინეთ დასჯილ პუტინის მტერზე…ეს ძალიან სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია უკვე მეორედ პუტინისთვის, რომელსაც იდეოლოგიურად უკვე ძალიან უჭირს” – ამბობს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს.