ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებულ სურათსა და დღეს სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე.