გურიის მოამბე

დღეს ოზურგეთში „ენმ“-მ და „ძალა ერთობაშია“-მ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

დღეს, ოზურგეთში ჭადრების ბაღში, „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა მაჟორიტარობის კანდიდატის ახლო მეგობარი, გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთისა და ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერები, რომლებმაც ხალხს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

სიტყვით გამოვიდა ადვოკატი შალვა რამიშვილი, მან კანდიდატს ნდობა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა. ასევე წარმატებები უსურვა მანუჩარ კვირკველიას, მსოფილო ტენორმა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც იტალიიდან ონლაინ ჩაერთო.

შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მან გურულებს „ძალა ერთობაშიას“- კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ივანიშვილის დრო დამთავრდა.

„ივანიშვილის დრო დამთავრებულია, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. აღარავინ აღარ იქნება არავის ყმა და ხელის ბიჭი განსაკუთრებით გურიაში“- განაცხადა სააკაშვილმა.

„გურიის მოამბის“ კითხვას – თუ რას გააკეთებს პირველად გაიმარჯვების შემთხვევაში, მანუჩარ კვირკველიას პასუხი ასეთი იყო:

„გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ვაპირებ, არის მივიდე ყველა ოჯახში გურიის მაშტაბით, მოვისმინო თითოეული ადამიანის პრობლემა და დავეხმარო მათ პრობლემების მოგვარებაში. აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტან მათ პრობლემებს და ერთად მოვაგვარებთ.“- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 54
    რა გეგმები აქვს გურიაში მანუჩარ კვირკველიას გამარჯვების შემთხვევაშიდღეს, ოზურგეთში ჭადრების ბაღში, „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენა გაიმართა. „გურიის მოამბის“ კითხვას – თუ რას გააკეთებს პირველად გაიმარჯვების შემთხვევაში, მანუჩარ კვირკველიას პასუხი ასეთი იყო: „გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ვაპირებ, არის მივიდე ყველა ოჯახში გურიის მაშტაბით, მოვისმინო თითოეული ადამიანის პრობლემა და დავეხმარო მათ პრობლემების…
    Tags: და, მანუჩარ, კვირკველიას, შემთხვევაში, მაჟორიტარობის, გურიის, ნაციონალური, ძალა, ერთობაშიას, კანდიდატის
  • 43
    მანუჩარ კვირკველია თავის მშობლიურ გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა"ჩემი კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრამ თბილსა და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მათთან ყოფნამ დადებითი ემოციებით დამმუხტა. თითოეული მათგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს და ვიცი, რომ მათაც ვეიმედები" განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ, თავისი მშობლიური, ქალაქ ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ. "ერთიანი ანციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში, მანუჩარ კვირკველიამ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები…
    Tags: და, მანუჩარ, კვირკველიას, მოძრაობის
  • 38
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და
  • 36
    “ორმოცდაერთს გადავახტი" - მანუჩარ კვირკველია იუბილარია“ორმოცდაერთს გადავახტი" ასე პასუხობდა დღეს მანუჩარ კვირკველია მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მეგობრებისაგან მიღებულ მილოცვებს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი გურიაში მანუჩარ კვირკველია დღეს 42 წლის გახდა და ამ იუბილეს მისი ოზურგეთში მხარდამჭერების შტაბის პრეზენტაცია დაემთხვა   ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ათეულობით მისი მხარდამჭერი დაესწრო როგორც ოზურგეთიდან ასევე გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და…
    Tags: და, მანუჩარ, გურიაში, გურიის, დღეს