გურიის მოამბე

 ურეკში პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საპარტულო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მის მეუღლეს აღენიშნებოდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ტესტის აღების შემდეგ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაყვანილი იქნა ფოთის ცხელების ცენტრში.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმ, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

„ურეკის პოლიციის თანამშრომელს და მის მეუღლეს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ისინი მკურნალობას ფოთის ცხელების ცენტრში გადიან. საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი კი თვითიზოლაციაშია გადასული.“- გვითხრა მჟავიამ.

შეგახსენებთ დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 46
    ოზურგეთში პოლიციელის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდოზურგეთში გუშინ საღამოს, ერთ-ერთი პოლიციელის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის და მისი მეუღლეც საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილები. ეს ინფორმაცია“ გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. „დაინფიცირებულია პოლიციელის მეუღლე და ორივენი საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილები, ქალს ჰქონდა სიმპტომები და იმყოფებოდა ოზურგეთის „მედალფას“კლინიკაში.“- გვითხრა მჟავიამ. შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო…
    Tags: და, გურიის, კორონავირუსი, მეუღლეს, გვითხრა, ოზურგეთის, იმყოფებოდა, ქალს, სიმპტომები, მჟავიამ
  • 37
    ოზურგეთში ოჯახური კლასტერები ფართოვდება- ხუთი ინფიცირებული ერთ ოჯახშიოზურგეთში ოჯახური კლასტერები ფართოვდება- ხუთი ინფიცირებული ერთ ოჯახში დღეს დილით ოზურგეთში, „აჭარა-ტექსტილის“ ინფიცირებული თანამშრომელი ქალის დედამთილს, კორონავირუსი იზოლაციაში ყოფნის 12-ე დღეს დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან და მაზლთან ერთად ბათუმში საკარანტინე სივრცეში იმყოფება. დედამთილი და ქმარი სახლში იყვნენ. დღეს კი, შუახნის ქალს ვირუსი იზოლაციის 12-ე დღეს დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია…
    Tags: დღეს, დაუდასტურდა, და, გურიის, ყველა, არჩილ, შემთხვევა, დაუდასტურა, ოზურგეთის, გვითხრა
  • 37
    ფეფო - მარად განახლებადი ფენომენიფეფო - მარად განახლებადი ფენომენი მანანა  ქილიფთარი შეიძლება მიკერძოებულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მასწავლებელთა მასწავლებელი მგონია. ეს მან უნდა შემიყვანოს ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონის... სამყაროში, რომ  ნაბიჯ-ნაბიჯ შევიგრძნო მშვენიერება, სიმძაფრე და ვირწმუნო,  მათი წყალობით რა დიდი განძის მფლობელები ვართ ქართველები. მე არა ვარ ფეფო ბოლქვაძის ნამოწაფარი, სამწუხაროდ,…
    Tags: და, ეს
  • 35
    ოზურგეთში პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდაოზურგეთში პირველი სკოლის პედაგოგს, ამ საღოამოს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა  არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა. „პირველი სკოლის პედაგოგია ინფიცირებული, ამ საღამოს მივიღეთ პასუხები. მისი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადასული, მათშორის მისი ორი კოლეგაც.“- გვითხრა მჟავიამ. შეგახსენებთ, ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე იყო…
    Tags: მჟავიამ, გადასული, ყველა, შეგახსენებთ, გვითხრა, თვითიზოლაციაშია, ოზურგეთის, დღეს, და, ეს