ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ივანიშვილი კი პატარა სოფელს გვეძახის- სააკაშვილი

ქსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ციხის კადრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმა მისი არარეალურობა დაადასტურა, თუმცა სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში მსგავსი პრობლემები ნამდვილად იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში მსგავსი პრობლემები, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ იყო.

„როგორ არ იყო, რა თქმა უნდა იყო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყო კრიმინალის წარმოუდგენელი დონე, ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, დიახ, კრიმინალები ხოცავდნენ და მერე ამბობდნენ არა სააკაშვილი ხოცავსო. ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ კრიმინალები! იტაცებდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ. ჩვენ შევქმენით ახალი აპარატი, რომელიც იყო სრულიად გამოუცდელი, რა თქმა უნდა ამ აპარატს ჰქონდა შეცდომები, იყო იყო დანაშაულებიც, მაგრამ ქვეყანა იყო უსაფრთხო. იყო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, გვავიწყდება ეს, ივანიშვილმა იმდენჯერ გვითხრა პატარა სოფელი ვართო, გვავიწყდება რომ ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.

შეცდომები იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მაშტაბურ სპეცოპერაციაზე. სანდრა ორგანოებით ვაჭრობდაო, იქნებ ამაზეც მითხრათ, იქნებ ოდნავ მაინც ვაჭრობდაო, ან ვიღაცა ვიღაცას ოდნავ ხომ არ აკვნეტდა? ასეთ სტერეოტიპებს ავრცელებდნენ. ნაწილი საზოგადოების ჩვეულებრივად დააჯერეს. ამერიკაში ჩაიდინეს იგივე რაღაცეები რუსებმა, იქ გამოუვიდათ და საქართველოში როგორ არ გამოუვიდოდათ,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც „ტვ პირველის“ მტკიცებით, ვანო ჩხარტიშვილი და ლადო ბედუკაძე ციხის კადრებზე საუბრობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 75
    "არ მჯერა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, ოდესმე ვინმე შენსავით შემიყვარდება"მათი სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ამბობენ, რომ ისინი ჰოლივუდის გლამურულ წყვილის სტატუსს დღემდე ინარჩუნებენ. 19 წლის ლორენ ბეკოლი, სამოდელო კარიერის დასაწყისში იყო, როდესაც მასზე უფროსი 45 წლის, ჰამფრი ბოგარტი გაიცნო, მაშინ ლორენი მოდელობიდან გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და სწორედ იქ შეხვდა თავისი ცხოვრების სიყვარულს. 25-წლიანი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთი მოეწონათ და ურთიერთობა…
    Tags: და, რომ, არ, იყო
  • 75
    "ხელისუფლება გადასულია დაუფარავ ძალადობაზე" - როგორ ეხმაურებიან ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს სოცქსელში8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ…
    Tags: და, რომ, იყო, არ
  • 74
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ