“ხალხი ნაგავში იქექება, გავსებულია მათხოვრებით ქვეყანა” – სიდუხჭირე და გურია

ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის დღიდან დღემდე, მხოლოდ, წაქცეული ლარი, დაქცეული ეკონიმიკა, გაზრდილი უმუშევრობა და ფასებისა და გადასახადების ზრდა მივიღეთ და აგერ უკვე მერვე წელია უკეთესი ცხოვრების მოლოდინში, ისე გატეხა ხალხი წელში ცხოვრებასთან ყოველდღიურმა ბრძოლამ და უიმედობამ, რომ მთავარ კითხვაზეგვეშველება რამე“?! პასუხად ან თავის გადაქნევას, ანაც ხელის ჩაქნევას ვიღებთ. ხელისუფლება კი, დაპირებული საუკეთესო ქვეყნისაშენებას აგრძელებსდა ისედაც წელში გაწყვეტილ უმრავლესობას პრობლემას პრობლემაზე უმატებს. მოკლედ, სულ ახლახან ჩატარებულ არჩევნებამდე სიმწრით დაჭერილი ლარის მთლად ხელიდან წასვლა არ გვქონდა გამოგლოვილი, ელექტრო ენერგიის საფასურის გარდაუვალი ზრდა რომ გვახარეს და ისედაც სასოწარკვეთაში ჩავარდნილებს, ძვლივს დავიწყებული ბნელი 90-იანები უნებლიედ გაგვახსენეს.

რას მოუტანს ქვეყანას მსგავსი უმართავი პროცესები და როგორ ხვდება საზოგადოება მათი უარესად გაღატაკების დაანონსებულ მორიგ სერიას და კიდევ რა მიმართულებით უნდა ველოდოთ ტარიფების ზრდას, ამ კითხვებითგურიის მოამბემადგილობრივებს მიმართ და მათი მოსაზრებები მოისმინა:

ცირა ჯიჯიეშვილი – 90-იანი კი არა, 80-იანი წლებიც დაბრუნდება. გარეთ გასვლა არ შეიძლება. პროდუქტის ფასები დღითიდღე იზრდება. ფქვილის ფასი 80 ლარამდეა ასული და კიდე, რომელი ერთი. დენის და გაზის ტარიფებზე ფიქრსაც ვერ მოასწრებ, ისე სწრაფად იზრდება. სხვა რა ვიცი, უნდა ვიოცნებოთ მეტი რაღა დაგვრჩენია.

ნანა მექვაბიშვილი – კატასტროფა იქნება კომუნალურების გაძვირება. ხალხი ნაგავში იქექება. გავსებულია  მათხოვრებით ქვეყანა. სახლებშიც  დადიან და მოწყალებას ითხოვენ. თუმცა, ამავე დროს რესტორნებში ადგილები გადატვირთულია. გაჩაღებულია ბრძოლა არსებობისთვის. ვირთხების პრინციპია, ვინც ძლიერია ის გადარჩება. ეს პანდემიაც ამაზე მეტყველებს. არა, 90-იან წლებს არ დაუბრუნდება, იმედი დავიტოვოთ. რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარია ყველამ თავისი საქმე აკეთოს. გაერთიანდნენ,  ამხელა სიმდიდრის და წიაღისეულის ქვეყანა, არ უნდა შიმშილობდეს.

ნაზიკო  მჟავია – თუ მოიმატებს ტარიფები, შესაბამისად პროდუქტებსაც გააძვირებენ და ხალხს გაუჭირდება გადახდა.

მზია ქათამიძე -ძალიან ცუდია.  ისედაც გაჭირვებულ ხალხს  ეს უნდა?  ზოგ პროდუქტებზე მომატებულია უკვე   ფასები და ასე მგონია კიდე უფრო  მოიმატებს და  ამ  პანდემიის პირობებში დაიხოცება ხალხი  შიმშილით, კორონით ისედაც იხოცებიან.

ლალი ახალაძე – სამწუხარო ამბავია ის, რომ კომუნალურები გაგვიძვირდება.  ნამდვილად არ მინდა ძველ 90-იან  წლეებს, რომ დავუბრუნდეთ. შეძლებს თუ არა გადახდას საზოგადოება  ამ გაზრდილი ტარიფების,  არ ვიცი, უმეტესობას გაუჭირდება, ალბათ, გადახდა. ვფიქრობ ჩვენი მთავრობა მონახავს ალტერნატიულ გზას, ეს ასე რომ არ მოხდეს და არ დავბრუნდეთ 90-იან წლებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა ერსა და ბერს. იმედი მაქვს ეს არ განმეორდება .

გულნაზი – მე და ჩემი მეუღლე  პენსიონერები ვართ, ესაა ჩვენი  ოჯახის შემოსავალი  და აბა მითხარი, როგორ  შევძლოთ  გაძვირებული კომუნალურების გადახდა,  ისედაც გაძვირებული პროდუქტების და წამლების  ყიდვა, როცა  თვიდანთვემდე ძლივს  გაგვაქვს თავი.  ახალგაზრდები დასაქმებული არაა და ჩვენი პენსია  რამდენად უნდა გავყოთ.

 სილამაზი სალონი „ნატალი“-ს მფლობელი –  რა თქმა უნდა მოიმატებს კლიენტის მომსახურება. მინიმალური ფასებია ჩვენთან. შევდივართ მოსახლეობის მდგომარეობაში, მაგრამ,  თუ საგრძნობლად მოიმატებს ტარიფები შესაბამისად ფასებიც გაიზრდება, სალონმა რომ შეძლოს მუშაობა.

კარინა ასანიძე, ერთ-ერთი სალონის სტილისტი  -მე  ქირით ვარ  ამ სალონში და  თუ მოიმატებს გადასახადები, იძულებული ვიქნები, რომ კლიენტს  გავუძვირო. 7 ლარია  დღესდღეობით  თმის  შეჭრა.

საცხობის მენეჯერი — გაძვირებულია ყველაფერი- ფქვილი, ყველი, ზეთი,  მაგრამ მაინც არ ვაძვირებ ნაწარმს, რადგან ისედაც უჭირს ხალხს. ტარიფების  ზრდაც  თუ დაემატება  არ ვიცი, მაშინ შეიძლება  დავხურო  კიდეც, რადგან  გადასახადებში თუ წავიდა მთელი  ჩემი ნავაჭრი, სახლში რაღა  წავიღო.

ნათკა იმედაშვილი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    "იფიქრე, ქოცო! ""ქვეყანა ივანიშვილსა და მის 8 წელს ხმამაღლა იხსენებს. ვინ რას გულისხმობს, ვინ რას ამატებს, მაგრამ ყველა თანხმდება - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი დაპირებები 2012-2016 წლებში უნდა შესრულებულიყო. ვინც წინამორბედი ხელისუფლება საკუთარი კალმებით დაამარცხეთ, კითხვაც მათთანაა - გრძნობთ თუ არა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირველ 4 წელიწადში უმუშევრობის პრობლემა გადაჭრა? მეორე 4 წელიწადში?…
    Tags: და, რომ, არ
  • 100
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 100
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 95
    "ქართული ოცნება" გურიაში მოსახლეობის მაშტაბურ მოსყიდვას ცდილობსამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ სარიტუალო სახლში, დიდი ოდენობით სურსათ სანოვაგე შეაქვთ. ოპოზიციის მტკიცებით ამას ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით არჩევნებამდე ორი დღით ადრე აკეთებს. თავად სარიტუალო სახლის ხელმძღვანელი ნათია ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბონს, რომ ტვირთი საბავშვო ბაღებს ეკუთვნის და ხვალ წაიღებენ. ღლონტის თქმით ცაბავშვო ბაღების ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. საბავშვო…
    Tags: და, რომ, არ