ივანიშვილის ქონება შარშანდელთან შედარებით 100 მლნ დოლარით გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბლუმბერგის გათვლებით, ნოემბერში 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. კორონაკრიზისის პირველივე კვირებში ოლიგარქმა ნახევარ მილიარდ დოლარამდე იზარალა, თუმცა დანაკარგი მალევე აინაზღაურა. მეტიც, მისი აქტივების ღირებულება ერთი წლის წინანდელ ნიშნულს უკვე 100 მლნ დოლარითაც კი უსწრებს.

საერთაშორისო ანალიტიკოსების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე 4 მილიარდ 500  მილიონი დოლარის ნაღდ ფულსა და მასთან გათანაბრებულ აქტივებს ფლობს, კიდევ 1 მილიარდად არის შეფასებული ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, ოფიციალური მონაცემებით ოლიგარქის ბალანსზეა უძრავი ქონება – საერთო ღირებულებით 45 მილიონი დოლარი.

გავარკვიეთ, რომ ანალიტიკოსების კალკულაციაში საერთოდ ვერ მოხვდა მაგალითად ივანიშვილის ოჯახის სადაზღვევო პოლისები. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კი ოფშორში ორი ასეთი პოლისი იპოვეს, რომელთა ჯამური ღირებულება 750 მილიონი დოლარია. ამ დოკუმენტების მიხედვით ბიძინა, ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილების და ბიძინას მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძის სიცოცხლე 750 მილიონ დოლარადაა დაზღვეული.

ოლიგარქის სახელთან 9 ოფშორული კომპანია და საქართველოში რეგისტრირებული 70-ზე მეტი ორგანიზაციაა სხვადასხვა სახითაა დაკავშირებული.

ბლუმბერგის ანალიტიკოსების მიერ ივანიშვილის ქონების დაანგარიშებაში ასევე ვერ მოხვდა 1900 კვმ პროექტი პანორამა თბილისი, რომლის  ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარამდეა და რა ტერიტორიის ნაწილიც ივანიშვილს 1 ლარად გადაეცა.

ოფიციალურ კალკულაციაში არ აისახა აბასთუმანში ივანიშვილის მიერ შესყიდული 23,585 კვადრატული მეტრის ტერიტორია, ასევე არ აისახა ე.წ წყალტუბოს პროექტიც, რის მიხედვითაც ივანიშვილმა სარეაბილიტაციოდ 22 სასტუმრო და 9 აბანო შეისყიდა. მილარდერის ქონების ჩამონათვალში ეს აქტივები იმ მიზეზით ვერ მოხვდა, რომ ეს ობიექტები ოფშორულ კომპანიებზეა გადაწერილი, მათ შორის შუშის სასახლეც.

მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია ერთი კაცის სამართალზეა გადაწყობილი, ამ თავისივე სამართლით ივანიშვილი კანონს ნამდვილად არ არღვევს. მანამ სანამ ქვეყნის მართვის სადავეები ქართული ოცნების ხელშია, ვერც ვერავინ შეეხება მის მილიარდობით გადამალულ ქონებას, თუმცა ფაქტია – ქვეყანაში შექმნილი ტოტალური გაჭირვების და შიმშილის პარალელურად, ერთადერთი, ვის საბანკო ანგარიშებზეც დოლარების რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღლა იწევს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 59
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 58
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 58
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 58
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ