საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.