დათიკოსთან შეიყვანეს ერთი კაცი რომელსაც უძახოდნენ კობას, რაცხა ილაპარაკენ და რა ვიცი, რა ილაპარაკენ. ადგა დათიკომ და ქე წეიყვანა. ალექსი ფიფია იყო ერთი ვაკიჯვარში, იმასთან მიიყვანა და უთხრა ალექსის: -უპატრონოა და მწყემსად დააყენეო, სხვა საშუალება არა აქვსო. მიაბარა ხბოები და მთელი დღე ხბოებს გადადენიდა, ღამე კი კრებას ახდენდა და ხალხს ამზადებდა.
.
კაი ხანი რომ გაჩერდა, დათიკომ იფიქრა, არავინ უღალატოსო, წამოიყვანა და ვანისქედში ონისიმე თალაკვაძე იყო და იქინე მიიყვანა – აი ჩემი ამხანაგიაო და არავინ უღალატოსო. და იმან საცირე ბადესთან წეიყვანა და იქინე ღამე კრებებს ახდენდა. დათიკოც იქინე იყო. იქინე რომ მუშაობა მოათავა, ხიდისთავში წევიდნენ. ხიდისთავში რომ სტალინმა ხალხი მოიწვია. დათიკო იმ კრებაზე მდივნად იყო (სიო კალანდაძეს აქვს ეს დაწერილი).
.
ხო ქე დამავიწყდა: თალაკვაძიდან რომ. წამოიყვანა ჭაჭიეთში, ჩემი მული ეფემიე თავართქილაძე იყო, იქ ვიყავით ჩვენ დახიზნული. (მთავრობამ სოფლები გადაწვა და ხალხს .აწიოკებდენ). ერთ დღეს დათიკო მოვიდა ჩემთან მომცა ფული და მითხრა: – ამ მთაზე ამხანაგი მყავსო და იყიდე რამე, სადილი გააკეთე და მოგვიტანეო. გავაგზავნე ჩემი მული, ვაყიდვიე გოჭი და ღვინო, ხაჭაპური ღა მაჭუჭი, ჩემი მულის შვილი ჩემთან იზრდებოდა და მე წავიღეთ სადილი და ევედით იმ კლდეზე ძლივს. დავუტიეთ დათიკოს საჭმელი და წამოვედით.
.
ამის მერე წევიდნენ ხიდისთავში, მერე გავიგე, რომ კრება რომ გაათავენ, ჩალაში ჩააწვინეს კობა და ჩალიანი ურმით გეიყვანეს ჩოხატაურში. ზოგი ვაკიჯვარში მოამზადა და ზოგი სხვაგან. მე არ ვიცოდი, ვინ იყო ის კაცი დათიკო მისი ამხანაგების ვინაობას არ მეუბნებოდა. მერე მეფის მთავრობა რომ გადააგდეს, მერე გავიგე, რომ იგი კაცი თურმე სტალინი იყო.
.
მთქმელი: გ. შევარდნაძე; ჩაწერილია ანტ. ხინთიბიძის მიერ ბათუმში, 1957 წ.
.
სტალინი გურულ გლეხებს შორის – იური კაზმიჩევის ფერწერული ტილო. ზომა 170х220;
Картина “И.В.Сталин среди гурийских крестьян”
“Государственный музей политической истории России”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა