ხვალ, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამსრომლები გაფიცვას იწყებენ.
გაფიცვის მიზანი ხელფასების მატებაა.
როგორც “გურიის მოამბესთან” საუბარში, მეეზოვები აცხადებენ, მათ მუშაობა ძალიან მძიმე, გაუსაძლის პირობებში უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისთან მიახლოებულიც არ არის”.
მათივე ინფორმაციით, ისინი დილის 10 საათზე ქალაქ ოზურგეთის ცენტრში შეიკრიბებიან და ადგილობრივ ხელისუფლებას მათ მოთხოვნებს წაუყენებენ:
“არ დავიშლებით სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ძაღლებსაც კი ჩვენზე მეტი უფლებები აქვთ და ჩვენზე უკეთ ექცევიან, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს” – განუცხადეს რედაქციას აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა:
“დილის ხუთი საათიდან ჩვენ და ოპერატორები ფეხზე ვდგავართ და ვშრომობთ, 440 ლარს გვიხდიან ხელფასს, მაშინ როცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტებში გაცილებით მაღალი ხელფასებია” – გვითხრა ერთ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მისი და მისი კოლეგების პრობლემებზე სასაუბროდ რედაქციაში გვეწვია.