2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და ეს შეთანხმებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და შედეგიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შემოსულია პარლამენტში. პოზიტიური ფაქტია ის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და ეს შეთანხმებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და შედეგიანი. ვეცდებით, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით თვეების წინ, პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებიც. საქართველო აპირებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და საუკეთესოდ მომზადებული გეგმით განაგრძოს ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა თალაკვაძემ.