ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში.
ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო. ამასთან, ეს შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არადა, ამ ანგარიშთან ერთად, მხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით:კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 9 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას.ადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 3 და ნატოს 7 წევრ ქვეყანას.