დაიბადა სოფელ ლიხაურში, იყო რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი, შემდეგში – მეწარმე, ფოლკლორისტი, მთარმგნელი, მწერალი, მსახიობი, თეატრალი. აგროვებდა, რუსულად თარგმნიდა და გამოსცემდა გურულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სიმღებს, სახალხო თამაშებსა და სხვადასხვა სახი ფოლკლორულ მასალას. 1884 და 1887 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა კრებული „ქართული ხალხური ზღაპრები“ წინასიტყვაობითურთ, 1889 თბილისში რუსულ ენაზე გამოიცა მისი „ქართული ხალხური ზღაპრები და თამაშობები“. იყო მეწარმე (ოზურგეთში ჰქონდა არყის სახდელი ქარხნები), იყო ადგილობრივი წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.
.
ყველგვარ ღონეს ხმარობდა ოურგეთში რეალური სასწავლებლის გახსინასათვის. 1909 წლის 23 აგვისტოს მისი თაოსნობით ქალა ოზურგეთის ბაღში მოეწყო ლატარია-ალეგრი, თავადვე 1 ქცევა მიწა შესწირა სასწავლებელს.
.
განსაკუთრებულ კრიტიკის ობიექტი გახლდათ სოციალისტების მხრიდან, რომლებიც მაშინდელი ქალაქის თვითმართველობაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. რისი დასტურია 1909 წელს პრესაში შალვა ქიქოძის კარიკატურა, რომელიც ერთგვარ დაცინვას წარმოადგენს ოზურგეთში რეაულური გიმნაზიის დაარსების იდეის მიმართ.
.
ბებურ ბებურიშვილი 1908-1910 წლებში იყო ქალაქ ოზურგეთის თავი, იგი გარდაიცვალა 1910 წელს, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სათეატრო სალიტერატურო ჟურნალ „თაეტრი და ცხოვრება“-ში გამოქვეყნებულია (#24; 20.06.1910 წელი) შემდგი შინაარსის სტატია:
.
ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი
(ნეკრელოგის მაგიერ)
.
ამ ორი კვირის წინად ქ. ოზურგეთს გარდაეცვალა ქალაქის თავი ბ. გ. ბებურიშვილი, მართალია ბებურიშვილი მოხუცებული იყო, მაგრამ მის გარდაცვაალებას მაინც არ მოველოდით; მიუხედავათ წლოვანებისა, ის იყო მხნე, მკვირცხლი, ენერგიული, გატაცებული კონჩხერი ბერიკაცი და არა მოხუცი. მას კარგად იცნობდა, როგორც იმერითი ისე ამერეთი. წინად მსახურებდა სამხედრო სამსახურში, მაგრამ მისი ცოცხალი, ენერგიული ბუნება ვერ შეურიგდა რკინის დისციპლინას და ადრე მიატოვა იგი. მას გატაცებით უყვარდა გურია და გურიაში მისი სამშობლო კოხტა სოფელი ლიხაური.
.
შესწავლილი ჰქონდა კარგად გურული ზნე-ჩვეულება, გურული ჩონგური იცოდა, აფასებდა და ავრცელებდა გურულ სიმღერებს. შეაგროვა გურული ზღაპრები და გურული ხალხური თამაშობანი და რუსეთში ამოსცა რუსულ ენაზე. დიდი მოყვარული იყო თეატრისა, – მან გადააკეთა სასცენოდ აკაკის „ნათელა“.
.
უყვარდა ხალხში წერა-კითხვის გავრცელება. ა, ათიოდე წლის წინ ლიხაურის საზოგადოებამ აირჩია სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის საპატიო მზრუნველად. სოფლის საყვარელმა ბებურმა აქც დაამჩნია თავისი ცოცხალი წარუშლელი კვალი. მისი მეცადინეობით სკოლასთან გაიხსნა სამეურნეო განყოფილება. სამეურნეო სწავლა კარგად, რომ დამდგარიყო, ბებურმა იყიდა და სკოლას დაუმტკიცა (შესწირა) ორი ქცევა მიწა, სკოლასთან ახლო მდებარე.
.
ამ ორი წლის წინად, როცა ორი ძალა ოზურგეთში სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა ერთმანეთს, პროგრეისტებმა ქალაქის თავად წამოაყენეს ბებურის კანდიდატურა და, როგორც იყო კიდეც გაიყვანეს. ასეთმა მოულოდნელმა პატივისცემამ ბებური მთლად გაახალისა. ახლაგაზრდული გატაცებით შეუდგა თანამდებობის ასრულებას. . . მას ეკუთვნის თაოსნობა ოზურგეთში გიმნაზიის დაარსებისა. ამისთვის მან მოვლო მთელი გურია. . . მაგრამ ხომ იცით, იქ, სადაც ერთი მაშენებლია – ასია გამანადგურებელი. ერთხანს ბებურს ზევიდან კაის თვალით უცქეროდნენ, მაგრამ მან როცა ვერ მოითმინა მოქლაქეთა გამათრახება, ქართველ მაჰმადიანთა გურულებზე წასისინება, ვერ მოითმინა და ხმა ამოიღო. მაშინ ისიც ყელ-ორდენიანი მოხუციც „ნებლაგანადიოჟნად“ შერაცხეს და „ცაცო“! დაუძახეს. მის ჯიბრზედ აღარც მის მიერ დაწყებულ ქვეყნის საკეთილო საქმეებს მისცეს წინ-სვლა. „ოტსტავკასაც“ კი საემუქრენ, მაგრამ ვერ მოხარეს; ბრძოლის ველი ცოცხალს თავის ნებით ვერ დაატოვებინეს.
.
და აჰა მოხუცმა განუტევა სული და მით ზოგთა გული გაახარა, ხოლო უმეტესობის-კი დააღონა. მშვიდობა შენდა ყოჩაღო მოხუცო!
.
უცნობი
.
ნახატი შალვა ქიქოძისა 1909 წელი – ოზურგეთის ქალაქის თავი ბებურ ბებურიშვილი და პლატონ ბერიძე (ვიცეგოლოვა)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა