ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზურაბიშვილმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს თავისუფალი აზროვნებით
“ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას და ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის თავისუფლება, ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლება არის, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი, ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის და სხვა, იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს, ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვიან, თავისუფლად ფიქრობენ და ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, ამ საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს” განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.