როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში.
როგორც ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილიდან გვატყობინებს,მოკლულია 55 წლამდე მამაკაცი.
მოკლული სახლში იმ დროისთვის მარტო იმყოფებოდა და ის გარდაცვლილი მეზობელმა ნახა.მეზობლების თქმით, გარდაცვლილ ა. ფალავანდიშვილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ამ წუთებში ამ ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისმხობს.