ჯიხანჯირის წმინდა გიორგი და თეთროსნის ღვთისმშობელი – ძიმითის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში

დიმიტრი ბაქარაძე, რომელმა გურიასა და ჭარაში 1773 წელს იმოგზაურა თავის ნაშრომში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა აჭარაში“ უთითებს ძიმითის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში არსებული ხატის წარწერას:
.
„ძიმითის წმ. გიორგის ხატის ბუდეზე: „წმინდა გიორგი ჯიხანჯირისა, მენ დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთ მოქმედო, ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი, შეგამკეთ და შემოგწირეთ კუბო ესე მე გუგუნავამ ვახუშტიმ და თანამეცხედრემან ჩემმან ბატონის გურიელის სახლის შვილმა დადიანის ქალმა ლელამ ძეთა ჩვენთა აღსაზრდელად, სულთა ჩვენთა საოხად. დღეთა ჩვენთა სადღეგრძელოდ საუკუნოდ, ამინ და კირიელეისონ“.
.
ზურაბ კიკნაძე ზემოხსენებული წარწერაზე აღნიშნავს, რომ კავშირი უნდა იყოს ძიმითის წმინდა გიორგის ეკლესიასა და ლომისის წმინდა გიორგის საყმოს შორის – „სახელგანთქმულმა ლომისის წმიდა გიორგის ხატმა, რომლის ღვაწლი ამგვარად იხსენიება სადიდებლებში: “გაუმარჯოს ლომისას, ხორასანთ ტყვეთა დამხსნელსა”. ლომისის წმიდა გიორგის ტყვეობისა და მისი თავდახსნის ამბავი მრავალ ვარიანტად არის ჩაწერილი და დაბეჭდილი. თუმცა ხორასანს ტყვეთა მხსნელობა არ დარჩა მხოლოდ ლომისის წმიდა გიორგის პრივილეგიად.
.
უნდა ვიფიქროთ, რომ ლომისის წმიდა გიორგის ხორასნულ ღვაწლს ჰქონდა ტენდენცია შესულიყო მთავარმოწამის „საერთოქართულ“ ცხოვრებაში, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რა უშუალო კავშირი უნდა არსებულიყო წარსულში ლომისის წმიდა გიორგის საყმოსა და ძიმითის (გურია) წმიდა გიორგის ეკლესიას შორის, რომ გვევარაუდა ამ მითოლოგემის გადასვლა მთიულეთიდან გურიაში.”“;
.
უნდა აღინიშნოს, რომ ლომისის წმინდა გიორგი გურიაში კიდევ ერთ ხატთან სურების „ლომისკარელთან“ არის დაკავშირებული და გრიგოლ ურატაძის მიხედვით „ლომისკარელი“ ლომისის ძმინდა გიორგის ეკლესიიდან იყო გადმოსვენებული გურიაში.
.
ე. თაყაიშვილის მიხედვით, რომლემაც დიმიტრი ბაქრაძის შემდგომ დდათვალიერა ძიმითის ეკლესია წერს, რომ ბაქრაძე არ ყოფილა ძიმითის ეკლესიაში და რომ მან მის ნაშრომში მიუთითა მხოლოდ ძიმითის წმიდა გიორგის ხატზე და ეკლესიის ზარზე არსებული წარწერები. თაყაიშვლის მიხედვით ეკლესიაში იყო წმინდა გიორგის ხატი წარწერით – „შეეწიე და გაუმარჯვე დადიან გურიელსა გიორგის.“ თუმცა აქვე უთითებს -„ამბობენ, რომ თითქოსდა ეკლესიაში არსებულ სკივრში შენახულია თავად გუგუნავების ძვირფასი საეკლესიო ნივთები და ძვირფასი თვლები, მაგრამ მე მათი ნახვა ვერ მოვახერხე, სამწუხაროს ჩემი ყოფნიდან რამდენიმე წელში ძიმითის ეკლესია თავისი ხატებითა და საეკლესიო ნივთებით დაიწვა“.
.
თაყაიშვილის მიხედვით ძიმითის წმინდა კვირიკეს გუმბათიან ეკლესიაში ინახებოდა თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, რომლიც თაყაიშვილის მიხედვით გახლდათ საშუალო ზომის და საქართველოში დამზადებული, იგი ყოფილა ვერცხლის, მოოქროვილი, მოჭედილი იყო ძვირფასი თვლებით. თაყაიშვილი ასევე უთითებს ხატზე არსებულ წარწერას:
.
„მოვჭედეთ: ხატი: ყოვლა: წმინდა: თეთროსნისა:. ნასხიდამან გუგუნავა:. და:. თანამეცხედრემან:. სადღეგრძელოდ:. საუკუნეს:. სულისა:. საოხად:.“
.
აქვე თაყაიშვილი ამბობს, რომ თეთროსნის ღვთისმშობელის ხატი გუგუნავებს ჩამოუტანიათ ქობულეთიდან მათი გადმოსახლების დროს, რაც გამოწვეული იყო თურქების მიერ ქობულეთის იძულებეით გამუსულმანებით.
.
გვარას თეთროსანზე და თეთროსნის ღვთისმშობლის ხატზე საუბრობს დიმიტრი ბაქრაძეც, რომლის მიხედვითაც ხატი თავდგირიძეებმა გადმოიტანეს აკეთში – „გვარას ტაძარი ცნობილია თეთროსანის სახელით და განსაკუთრებით განთქმულია ჩურუქსუსა და მთელ გურიაში. იგი, ერთი მინაწერის მიხედვით, რომელიც გურიაში ვიპოვე, წაართვეს გურიას ბეჟან დადიანის გარდაცვალების წელს (ვგონებ 1728 წ!?) და მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ამჟამად ინახება მაცხოვარში (აკეთში), რომელიც გურული თავდგირიძეების საძვალეა.“
.
P.S. ჩემი აზრით ბაქრაძისა და თაყაიშვილის თხზულებებში მოყვანილ ფაქტებს შორის სხვაობა სავარაუდოდ იმითაა გამოწვეული, რომ მათ სხვადასხვა დროს დაათვალიერეს გურიის ეკლესიები, მაგრამ დროთა სხვაობათა და გარემოებათა გათვალსიწინებით ეს განსხვავება დიდი არ გახლავთ.
.
თეთროსანთან დაკავშირებით ასევე იხილეთ პირველი კომენტარი
.
Дм. Бакрадзе – Археологическое путешествие по Гурии и Адчаре 1878;
Е. Такайшвили – Археологические экскурсии, разыскания и заметки. Выпуск III (1907 г.);
ზურაბ კინაძე – ქართული მითოლოგია – ჯვარი და საყმო (1996)
Григорй Уратадзе – Воспоминания грузинского социал-демократа (1968);
Georgian manuscript 2010 – თეროსნის დავითნის გვერდი;
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share