რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში. მან ასევე უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.
“და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი”. – წერს იგი.
რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.
“ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს”. – წერს მედვედევი.