ვიცი, რა დღეცაა, ამიტომ ვეცდები ზრდილობიანად ვიკითხო:
ეს კეთილ…შობილები რატომ დგანან ცალკე?
სკამები რით დაიმსახურეს – ქართულ ტაძრებში ეს ტრადიცია არ გვაქვს – ძალიან ქანცი სწყდებათ მათ ტრა.. ზურგებს?
ღვთის წინაშე რა დამსახურება აქვთ, რომ ჩემგან და ჩემნაირებისგან ლითონის ღობე ჰყოფდეთ?
თან წარწერით სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურისგან, გადაბოტება არც იფიქრო, ვირიშვილო, მონავ ღვთისა თენგიზაო.
და კონკრეტულად რომელს აქვს ეს დიდი ღვაწლი უფლის წინაშე?
49 დღე უზეთო მარხვა დაიცვეს?
7 ზეთისცხება?
ბორინკას დაბანეს ფეხები ხუთშაბათს?
და შეიძლება თუ არა, ისე მიშავდეს ქოცი ტაძარში, რომ კამერები არ იახლოს?
ან 20 წუთი მაინც დაელოდოს, სანამ სანთელი ცოტა ჩაიწვება, დამოკლდება და ჩამოეღვენთება, რომ ნაღდი მრევლის ლოცვას დაემსგავსოს და მერე გადააღებინოს ფოტო?
რავი, კიდევ ბევრი კითხვა მაქვს და მოდი, ჯაღმაიძეს და სპირიდონას ვკითხავ, შენ სხვა საქმეებიც გაქვს, ღმერთო!
სინამდვილეში ოდეს აღიმართებით ლოცვიდგან, პასუხი მომაწიეთ, სინამდვილეში ბორინკას ზებრის.. კუდებო
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი