“ეკითხები, თუ რატომ ვერ აითვისეს ბიუჯეტი – პასუხი არ აქვთ, ამიტომ მეხუთე კოლონის წარმომადგენელს გიწოდებენ
ეკითხები, თუ რატომ ვერ შეასრულეს სამუშაოების ნახევარი – პასუხი არ აქვთ, ამიტომ – ხაბეიშვილი, კეზერაშვილია პასუხი ხალხის პრობლემებზე
ყოველი მეორე ადამიანი რომ გაჭირვებულია ოზურგეთში, ყოველი მეორე ბავშვი რომ შიმშილის ზღვარზეა ფაქტობრივად, ამის მოგვარებაზე ესაუბრები და პასუხი “მიშას დროს, თქვენს დროს…” წარმოუდგენელია ამათ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ქვიათ…
P.S. მეგაფონის საჭიროება მაქვს ისევ აშკარად”
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და საკრებულოს სხდომაზე თავისი გამოსვლის ვიდეომასალასაც აქვეყნებს.
https://www.facebook.com/tatia.nikolashvili.1/videos/755352459460188