კარგი იქნება, თუ დაპირისპირება ენმ-ში გაგრძელდება, რათა საარჩევნო შედეგზე აისახოს – კობახიძე

”ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ამ პოლიტიკური ძალის [ნაციონალური მოძრაობა] განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ევროპული სისტემა ჯანსაღად განვითარდეს. ვიდრე ნაცმოძრაობა ნომერ მეორე პოლიტიკური პარტიაა, სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კარგია ის პროცესები, რაც ნაცმოძრაობაში წარიმართება. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება, მით უკეთესია. კარგი იქნება, თუ შიდაპარტიული დაპირისპირება, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს ნაცმოძრაობის საარჩევნო შედეგებზე.” –

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share