“ფენილკეტონურია…ზოგ შემთხვევებში კრეტინად აღქმული გენიოსები….ამინომჟავა ფენილალანინი-სამყაროს ზუსტი კოპირება ორგანიზმში”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ფენილკეტონურია
ზოგ შემთხვევებში კრეტინად აღქმული გენიოსები
ამინომჟავა ფენილალანინი————სამყაროს ზუსტი კოპირება ორგანიზმში.
მედიცინაში ვის გამოაქვს საბოლოო განაჩენი, რომ ადამიანი უნდა გარდაიცვალოს.
ჯანმრთელობის არცერთი პრობლემა არ მიდის ფენილალანინის გვერდის ავლით . წაიკითხე———ეს შენი ცხოვრებაა.
ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნით , მოკლედ გავნიხილავ ამ იშვიათ დაავადებად ცნობილ, მაგრამ უკიდურესად ხშირად გავრცელებულ პრობლემას.
მის აღქმასა და მკურნალობაში , ძირითადი შეცდომა იყო და დღესაც გრძელდება ის, რომ უკეთეს შემთხვევაში ანუ როცა ამ პრობლემის დაფიქსირება ხდებოდა, ამ დაავადების, მხოლოდ, მძიმე ფორმა მოიაზრებოდა ფენილკეტონურიად .ამ დაავადებას სხვადასხვა სიმძიმის ფორმები აქვს . მისი ზოგი ფორმა მიმალულია სხვა დაავადებების დიაგნოზების ქვეშ. ანუ შედარებით საშუალო და მსუბუქი ფორმებიცაა. ასევე მისი ლატენტური ფორმები ,როცა სტაბილურად არ არის აჭრილი მაღლა ფენილალანინი და სხვა დაავადების სახელწოდებით ხდება მკურნალობა . ფენილკეტონური ა ხშირად არ არის რეგისტრირებული ამ დაავადებად და სრულიად მოაზროვნე და საღი ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად მეტყველების სრული ან სხვა ფსიქოლოგიური დეფექტი აქვთ, დაბალი განვითარების პერსონებისგან მიჩნეულია გონებაჩლუნგებად. უამრავ ადამიანს ამ დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.
ფენილკეტონურიის მიზეზია ფერმენტ———ფენილალანინჰიდროქსილაზას ნაკლებობა. მაგრამ ,ზოგ პაციენტში ეს დაავადება გამოწვეულია ამ ფერმენტის კოფაქტორის——-ტეტრაჰიდრობიოპტერინის რეაქციის , რომელიმე რგოლის დარღვევით. შედარებით ჯანმრთელ ადამიანში , კვების დროს ამინომჟავები ნორმის ზევით ადიან . თუ პათოლოგია არ არის , ისინი ფიზიოლოგიურად სხვა საჭირო ამინომჟავებად და ნივთიერებებად გადაიქცევიან .კვებით მო ჭარბებული ფენილალანინი, როგორც წესი, ამინომჟავა თიროზინად გადაიქცევა . მეტაბოლური სინდრომით შეპყრობილი ადამიანი , ისე ვერ მოზომავს კვებას , რომ რომელიმე ამინომჟავა ნორმის მაღლა არ ააგდოს. თუ ადამიანს ძლიერი პათოლოგიები არა აქვს, ნორმის მაღლა ასული ამინომჟავა თავისით რეგულირდება. ასეა ჩადებული ადამიანში, ამ ბოლომდე ამოუცნობი და უსასრულო სამყაროდან. ფენილკეტონურიის ლატენტური ფორმა აქვს დღეს ათასობით ადამიანს. ფარისებრის პრობლემის ზოგი ვარიანტი ამის კლასიკური დასტურია. ზოგ შემთხვევაში , ფარისებრის დაბალი აღქმის პირობებში ფენილალანინზე რომ არ არის აქცენტის გადატანა ეს სრულიად ბუნებრივია. რადგან, გონებაში თვით ჩიყვის წყარო და სათავე ——-თიროზინია იგნორირებული.
ფენილკეტონურიის დროს ფენილალანინი თიროზინად ვერ გადაიქცევა და ჭარბად გროვდება . ამ დროს მარტო ფენილალანინის სიჭარბეს ესმევა ხშირად ხაზი. რეალურად კი აქ გვაქვს ორი გრანდიოზული სასიცოცხლო პრობლემა. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავის დარღვევით ———-ფენილალანინის სიჭარბე და თიროზინის გაქრობა ან მისი მინიმალური დონე. ეს ორი ერთმანეთს ურთიერთობაში არასოდეს გამორიცხავს.
.ამ დაავადების დეფექტური გენის მტარებელი 50 ში ერთი ადამიანია . ამ სტატისტიკამ აუცილებლად უნდა მოგვიყვანოს აზროვნებაზე და ფენილკეტონურიის ლატენტური ფორმები ფარისებრის დაავადებებთან მაინც დაგვაკავშირებინოს. სხვა შემთხვევაში ჩიყვის მკურნალობის სწორი სტრატეგიები ვერ განისაზღვრება და ადამიანები ასე მივლენ უამრავ გართულებებამდე .დღეს რომ ყველა ადამიანს ფარისებრის პრობლემები და ამის გამო სიცოცხლის შემზღუდველი გართულებები აქვს, ამის მიზეზი მარტო ის არ არის ,იოდის ენდემიური კერა რომ არის მთელი ქვეყნის ტერიტორია. ამის მთავარი მიზეზი ამინომჟავების დეზორგანიზაციაა. რომელიც უფრო გამწვავდა ამ ეპოქაში——–დამახიჯებული ეკოლოგიის, ეკონომიკური სიდუხჭირის, ქრონიკული სტრესების, სრულიად არანატურალური კვების, ქიმიურ დამზიანებლებზე სახელმწიფოებრივი დაცვის მეთოდების უარყოფის და სხვა მავნე ფაქტორების გამო. თითოეული ლუკმა რასაც პირში იდებს ადამიანი, წერს ამინომჟავურ რეაქციების გრძელ ფორმულებს. რაც სიცოცხლის გაგრძელების პროგრამაა. თითოეულ არანატურალურ ლუკმას ფენილალანინი იმახსოვრებს და პრობლემებად გპასუხობს.
ბავშვის ფენილალანინი მით უფრო ჭარბია ნორმის ზევით, თუ ორივე მშობელს აქვს ეს დეფექტური გენი. მაშინ მაქსიმალურია ალბათობა, შვილს ჰქონდეს ეს დაავადება. ფენილალანინი ნორმის ზევით, მით მეტად ჭარბი აქვს ადამიანს, რაც უფრო ნაკლები აქვს ფერმენტი— ფენილალანინჰიდროქსილაზა. დაავადების სიმძიმე მთლიანადაა დაყრდნობილი ამ ფერმენტის რაოდენობაზე. ფენილალანინი გროვდება თავის და ზურგის ტვინში. მიიღება—ფენილპიროყურძნის მჟავა და სხვა ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც მუდმივად წამლავენ ნერვულ სისტემას. ამ დაავადების ,თუნდაც ,ლატენტურად მტარებელი ადამიანები ლაბილური ნერვებით გამოირჩევიან. ადვილად ღიზიანდებიან . ლატენტურად მტარებელი ადამიანების რიცხვი უსაზღვროდ დიდია . ასეთ ვარიანტებს მედიცინა, მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ევროპულ რგოლებში აფიქსირებს, თან ჯერ კიდევ შემთხვევით და ისიც ყველგან არა. სტატისტიკურად ლატენტური ფორმები ს აღრიცხვის სტანდარტი , მსოფლიოშიც შემუშავებული არ არის . ასე მნიშვნელოვანი ეს პრობლემა, ჯერ კიდევ , მხოლოდ, გონიერი ექიმების მიერ ამ მომენტების დაფიქსირების იმედზეა.
ახალშობილს ფენილკეტონურიით, აღენიშნება რომელიმე ჩივილი—–აგზნება, ხშირი ტირილი,ზედმეტი ძილიანობა, ოფლი, სპეციფიკური სუნი . რამდენ დღეზე , რამდენ თვეზე , ნორმაში რამდენი საათი უნდა იძინოს ბავშვმა დღე-ღამეში , ეს პედიატრმა მშობელს უნდა ასწავლოს. სიმძიმის სხვადასხვა ფორმაა. კლასიკური ფორმის დროს 4 თვიდან გონება ქვეითდება ; მოტორიკა დაყოვნებულია ,სათამაშოდ ნაკლებად ინტერესდებ ა .ერთი წლიდან შეიძლება, კრუნჩხვები იყოს . რაც უფრო ადრე დაიწყება დაავადების მკურნალობა, მით უფრო ადრე მორჩება ბავშვი და დატოვებული დეფექტებიც ნაკლებია . წლამდე ბავშვი რომ ხშირად ტირის , არ უნდა ხდებოდეს სტანდარტულად —–მარტო მუცელზე და ყურზე კონცენტრირება. რაც ჩვენი მედიცინის ისტორიული დოგმაა. სტატისტიკურად და საექიმო პრაქტიკის ანალიზით, ყველაზე ხშირად წლამდე ბავშვები ქალასშიდა წნევის და შედეგად თავის ტკივილის გამო ტირიან. ამ დროს ბავშვს ეხმარებიან, ძირითადად, ყურზე ან ნაწლავებზე აქცენტით. დახმარება ყურზე გამაყუჩებლის სახით , ფენილალანინის მოშლის მიზეზით გამოწვეულ თავის ტკივილს უყუჩებს. ასევე ,საერთოდ, სხვა დაავადებების დროსაც, რომლებიც თავის ტკივილით მიდიან, ნაწლავების გაწმენდა ოყნით ან კუჭ-ნაწლავის ფერმენტული მედიკამენტით დახმარება ,თავის ტკივილის ინტენსივობას ყოველთვის ამცირებს . ბავშვიც, რაღაც დროში , დაბალი დონის მეთვალყურეობის ფარგლებშიც აჩერებს ტირილს. .დაკონკრეტებულია პედიატრიაში, ყველა ტიპის კრუნჩხვის დროს რეალური მიზეზები, რასაც რეფლექსური გასინჯვითაც ვადგენთ. პედიატრიული სტატისტიკით კრუნჩხვების 70 პროცენტი ფენილალანინის და ზოგ შემთხვევაში ლატენტური ფენილკეტონურიის მიზეზითაა . კრუნჩხვის მიზეზის ვერდადგენა , ბავშვის ნერვული სისტემის გაწირვაა სამუდამოდ. ფენილკეტონურია უხშირეს შემთხვევაში დგას ამ და სხვა ბევრი პრობლემის უკან———მეტყველების მოშლა, ახალგაზრდების დეპრესიები, ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აგზნებები, ფსიქიკური პრობლემები, სიფიცხეები, აგრესიულობები და სხვა . თუ რთული ფორმაა ამ დაავადების , მაშინ გონება იზღუდება. მოჭარბებული ფენილალანინის გავლენით იმატებს დოფა და ეპინეფრინი. მათი მატება აპროვოცირებს არა მარტო ნერვულ სტატუსებს და ფსიქოზებს , არამედ იწვევს მეტაბოლიზმის პათოლოგიურად გააქტიურებას და შესაბამისად ამწვავებს ამ დაავადებებს ———-ჩიყვი, ალერგიები, დიარეა,შაკიკი, ეგზემა, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემა, სახსრების ქრონიკული ფორმა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ასთმა, ტემტერატურების გაქრონიკულება, ქოლესტერინის მოხშირებული ჩაფენა და ამილოიდების ძლიერი გაწებება; მაღალი წნევის ეპიზოდები, თრომბირების გააქტიურება, სეროტონინის გაავება, კორტიზოლის სიჭარბე და შედეგად ჰორმონული მოშლა; ტაქიკარდია, პოდაგრა და სხვა. სანამ არ გაიაზრებთ——- რომ ნებისმიერი დაავადების, თუნდაც ალერგიის გამწვავების უკან, ამინომჟავური დისბალანსი დგას, რაზეცაა დაყრდნობილი ჰორმონალური სისტემა, მანამ დაავადებების ასეთი სტატისტიკა იქნება. ეს და არა მარტო ეს დაავადებები არასოდეს გაუმჯობესდება, თუ სამკურნალო სტრატეგია ფენილალანინის ცვლის აღდგენაზე არ იქნება დაყრდნობილი. სულ იქნება ადამიანი ან წნევით ან ჩიყვით ან სეროტონინის სიმძაფრით ან ქოლესტერინის სიჭარბით ან ფსიქოზით ან თრომბირებით ან შაკიკით და სხვა პრობლემებით. რისი შედეგი მიუხედავად ბევრი სტანდარტული მკურნალობისა მხოლოდ დროებითია . ნერვული წნული, ყველა ორგანოს ყველა უჯრედში გადის. მისი საკვანძო და სამართავი გორგალი ხელში უჭირავს ფენილალანინს. მასვე შეუძლია ეს წნული ან ზედმეტად მოჭიმოს, რაც ფსიქოზებს შეესაბამება და გაავებულ მეტაბოლიზმს ან—— მოადუნოს, რაც ჰიპოთირეოზს და ჰიპოჰორმონულ ზიანს შეესატყვისება ან სრულიად ზომიერ სტატუსზე დააყენოს და ადამიანი იყოს ჯანმრთელი. ამის განხორციელებაში სამსახურს, მას მისგან დავალებამიღებული ნეიროტრანსმიტერები უწევენ. დოფა , სეროტონინი და ეპინეფრინი, ისეთი მაღალი რანგის ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც კარდინალურად ცვლიან ორგანიზმის მდგომარეობას და ფსიქო-ფიზიოლოგიურ წონასწორობას. ფენილალანინის ცვლის მოშლით დაავადებული პიროვნება , საქმის არმცოდნის თვალში თითქოს ჯანმრთელი და აქტიური ადამიანია . რელობაში კი ეს შიგა რევოლუციურად განწყობილი ფიზიოლოგიური სტატუსია , ჰორმონების გადაგვარებით, ღვიძლის დაზიანებით. რადგან ირღვევა ამინომჟავებს შორის ბალანსი. შეიძლება დამწყებმა ექიმმაც უთხრას , რომ არაფერი სჭირს .მაგრამ, პროგრესული ადამიანი ხვდება, რომ მიუხედავად გამოკვეთილი ჩივილების არქონისა, ძალიან უჭირს. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია , იმუნიტეტის მასიური პრობლემის გამო, დაავადებების არამკვეთრი ჩივილებით გამოვლინება. ა მიტომ მოხშირდა ახალგაზრდების უეცარი სიკვდილები. ჩამორჩენილ ადამიანს დაავადების აღქმა მაშინ აქვს, როცა მუცელში წყალია ან დასუსტებული პიროვნება ლოგინიდან რომ ვერ დგება. დარღვეული ამინომჟავური ბალანსის ფენომენი, არის ყველაზე მოკლე გზა ადამიანის ჯანმრთელობის თანდათან განადგურებისკენ, კიბოსკენ და სიცოცხლის შემცირებისკენ . ყველაზე მეტად ამინომჟავებიდან—- ფენილალანინში, თიროზინში და ტრიფტოფანში იწერება ფიზიოლოგიური არეულობის სქემები. ამ სამში მეტად წყდება ნეიროტრანსმიტერების სიჯანსაღის ბედი . ანუ წყდება ამ დაავადებების ბედი———–ქრონიკული ტემპერატურები, ეპილეფსია, პარკისონი, ფსიქიკური დაავადებები, ჰორმონულ მოშლა, ეგზემა, ფსორიაზი, ინსულტები ;გულის ,ღვიძლის და თირკმლის დაზიანება; გადაგვარებული კუჭ-ნაწლავი, ქრონიკულად დაზიანებული სახსრები, სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, დიაბეტი; სეროტონინის , კორტიზოლის, დოფას, ეპინეფრინის, ადრენალინის —– სიმაღლე ან სიდაბლე; სისხლძარღვების ხარისხი, ღვიძლის გაცხიმოვნება, თრომბოზები, ჭარბი ქოლესტერინი, შაკიკი და სხვა. ფსიქიკა მთლიანად მართავს ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას ნეიროტრანსმიტერების საშუალებით . როგორც მუშაობს ნეიროტრანსმიტერები, ისეთივე სიჯანსაღით ფუნქციონირებს ჰორმონები და ისეთივეა ადამიანის ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი კი ამინომჟავებიდან იწყება. როცა ვსაუბრობთ ამინომჟავებზე—–ფენილალანინზე და თიროზინზე, ეს იგივეა რაც ისაუბრო ფიზიოლოგიის და საერთოდ სიცოცხლის მეფე დედოფალზე ანუ ლიდერებზე. ცალკე სტატიაში უკვე ვისაუბრე ამ ორ ამინომჟავაზე. მაგრამ ,ფენილკეტონურიაზე საუბრისას, არ შეიძლება, მათ მთავარ შტრიხებს ხაზი ისევ არ გაესვას. ამჯერად, ფენილკეტონურიის ჭრილში.
ფენილკეტონურია და საერთოდ ფენილალანინის მოშლა , ყველაზე მეტად ჰორმონულ სისტემას აზიანებს და თრგუნავს. ჰორმონები დეგრადირდება . ფენილკეტონურიის ძლიერი ფორმაა, როცა ბავშვი იბადება მიკროცეფალიით, ასევე გულის, თირკმლის და სხვა ორგანოების ანატომიური დეფექტებით, ნევროლოგიური დავადებებით, კუნთური დისტროფიებით, სპინალური ამიოტროპიით და სხვა. ასეთი ბავშვების სიცოცხლე ვირუსის დროსაც კი საშიშროების წინაშე დგას. მაგრამ, დაავადების დროული აღმოჩენა და სწორი პედიატრიული მართვა ყოველთვის შედეგიანია. ჩივილები ფენილკეტონურიის დროს მრავალნაირია და ყველა ადამიანში განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ისე არ ყვირის ეს ჩივილები, ადამიანი რომ ე ქიმთან გაიქცეს. ბავშვებში ———-ჭარბი ოფლი, კანის სპეციფიკური სუნი, ქცევის აშლა, ჰიპერაქტიურობა, სიფიცხე და ადვილად აფეთქება; მეტყველების მოშლა, ამბიციურობა, ტრაბახი, მოზარდების დეპრესია. წლამდე ამ დაავადების დროს, ბავშვები თავს მოგვიანებით იჭერენ და სხვა. სხვადასხვა ბავშვში ჩივილები შეიძლება სხვადასხვა იყოს ერთი ან რამდენიმე. რადგან ეს ფენილალანინია. ის ადამიანში, აკაშა ქრონიკის ნატურალური ცენტრის იდენტურია, სადაც სამყაროს ყველა ინფორმაციაა ჩაწერილი. აქ კი, ამ ადამიანის ყველა ინფორმაცია, წინაპრების და მომავლის ჩათვლით. ახალგაზრდების თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, ყველა აგრესიის უკან ფენილალანინის ცვლის მოშლა და ხან ფენილკეტონურიის რომელიმე ფორმაც არის . როცა ვიეჭვებთ, რომ ფენილკეტონურიაა გამოკვეთილი ჩივილების გარეშე ან ატიპურად ან მსუბუქად მიდის, გამოკვლევების დროს უნდა ვეძებოთ ტოქსიკურად მოქმედი მჟავები, რომლებიც ჭარბი ფენილალანინისგან მიიღებიან. შეიძლება ლატენტური ფენილკეტონურიის დროს ფენილალანინი ანალიზში ნორმა იყოს . მაგრამ, ტოქსიკურად მოქმედი მჟავების მომატების დროსაც წინასწარი დიაგნოზი ისკვნება.
რამდენიმე წლის წინ მცხეთის ერთ სოფელში პაციენტთან მიმყვანეს. ბავშვი ანამნეზით იშვიათად კრუნჩხვებშიც ვარდებოდა . ეპილეფსია არ იყო. დავადგინე, ჰიპოგლიკემიური დაავადების მძიმე ფორმა იყო და როგორც ამ რთულ ფერმენტოპათიას ახასიათებს, აღნიშნეს, რომ სულ ძნელად გამოდიოდა კრუნჩხვითი სტატუსიდან. როცა მივედი ზუსტად მაშინ განმეორდა კრუნჩხვა ძალიან მძიმე ფორმით .ოთახი სავსე იყო ახლობელ– მეზობლებით. ყველა დაიბნა და ვერაფრით ვერ დამეხმარენ. მხოლოდ შეშინებული ყვიროდნენ. საერთოდ ადამიანზე ყველაზე ღრმა და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს ის, ვინც მას გაჭირვებაში ეხმარება. ცხოვრებისგან დატანჯული მეზობლის ღარიბი ბიჭი არასოდეს დამავიწყდება და სულ მისი მადლიერი ვიქნები. ვერ მეტყველებდა, ერთი ხელის პარეზი ჰქონდა . თავისი გონიერი თვალებით უსიტყვოდ ხვდებოდა რა მინდოდა. უდიდესი დახმარება გამიწია. ისეთი სისწრაფით ვმოქმედებდი, შემდეგ ხუმრობდნენ ჩემზე —ამპულებს კედელზე ტეხდაო. ასეთივე სისწრაფით, ზუსტად ადექვატურად მეხმარებოდა. პაციენტისთვის ფიზიკური დახმარება მჭირდებოდა თუ თბილი წყალი ყველაფერს უცებ აგვარებდა. ზუსტად იმ მომენტში ,როცა ის არ მჭირდებოდა ,იატაკზე დაყრილ ამპულებს და სხვა ნარჩენებს კომპაქტურად, სუფთად აგროვებდა. ამით რა მინდოდა მეთქვა. ეს იყო ჭკვიანი და გონიერი ადამიანი , ძლიერი მენტალობით. მენტალობის სიმყარე გონიერების და ფსიქიკური სრულფასოვნების ნიმუშია. ეს ბიჭი იყო სისტემიდან დაჩაგრული და დაზიანებული. ბევრი მაგალითი მინახია , რომ საზოგადოების სნობი, უგრძნობი და უწიგნური ნაწილი , ასეთებს , ვინაიდან ვერ მეტყველებენ და საზოგადოებრივად მომგებიანი სამსახურეობრივი პოზიცია არ უჭირავთ , სულელებად და გონებაჩლუნგებად აღიქვამს. ამ ბიჭს ჰქონდა მენტალობის და შესაბამისად, ტექნიკური ქმედების ისეთი ნეიროტრანსმიტერული სიზუტე , ისეთი ძლიერი და მკვირცხლი ეპიფიზი, რაც მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერებს და ზოგ გენიოსებს რომ აქვთ. სავარაუდოდ, თავიდან ამ ბიჭის შემთხვევა იყო ფენილკეტონურიის მსუბუქი ან საშუალო ფორმაა, რომელსაც გონების დეფექტი არ ახასიათებს , მძიმე ფორმებისაგნ განსხვავებით. მაგრამ, დაავადების თავიდავნე დაუფიქსირებლობამ, მედიცინისგან ტრაგიკული ადამიანი შექმნა და პირველივე ვირუსზე გააართულა პარეზით და მეტყველების დეფექტით. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ამ დაავადების უამრავი დაუფიქსირებელი მაგალითია ჩვენს ქვეყანაში . ადამიანები რომელთა შველა შეიძლებოდა და ადამიანურად ცხოვრება, უდიაგნოზო უბედურები და გონებასუსტებად აღქმული არიან. ასეთი ვარიანტის ფენილკეტონურიის დროს ,ადამიანები ბევრ მეცნიერზე უფრო მოაზროვნე და მენტალურად მყარი არიან ,რისი გამოხატულებაა მოქმედებების სწრაფი გააზრება და გულთბილობა.
ბოღმა ,მითუმეტეს ქრონიკული , ფენილალანინის ღრმა მოშლის სინდრომია, ფარისებრის პრობლემა სთან ერთად. რადგან, ფენილალანინი პასუხისმგებელია, ორგანიზმის არა მარტო სტრუქტურულ ფორმებზე და მათ დაცვაზე, ასევე მთელს ფიზიოლოგიაზე, ბიოქიმიაზე და უპირველესად კი—ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ სტატუსებზე.
ფარისებრის ლატენტური პრობლემის დაფიქსირება , რაც ორგანიზმის ჩუმი ნგრევის მყარი საფუძველია, დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა მედიცინის. უფრო ზუსტად მოსახლეობის. რადგან, ვერც სტაციონარულ დონზე ვერ ხდება ხან ,ამ პრობლემის დაფიქსირება. დაყრდნობა ხდება,მარტო TSH ზე და არ არის გათვალისწინებული ნეიროტრანსმიტერული მონაცემები. რითაც ფარისებრის მექანიზმის და მომავლის სრული გააზრება შეიძლება.
ანატომიური დეფექტებით, პარეზებით და ფიზიკური გადახრებით დაბადებულ ბავშვებს ფენილალანინის მოშლა აქვთ. მათ მუდმივად განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ ექიმის, რადგან მიდრეკილი არიან ფიზიოლოგიური რყევებისადმი.
მთელი ნევროლოგია და ფსიქიატრია, ფენილალანინის მბრძანებლობის ქვეშაა. ამ ორი განხრის ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, თუ ფენილალანინის მექანიზმის განხილვის ფონზე არ წავა, მაშინ ყველაფერი ქაოტურად და პრიმიტიულად იქნება . თუ ადამიანში ბოღმას და ფარისებრის პრობლემას ადრენალინური სინდრომი დაემატება , მაშინ ან ადრენალინური ტიპის კიბო ჩნდება ან მკვლელიც კი შეიძლება გახდეს. ბევრჯერ დადასტურებულა ევროპულ მედიცინაში, მკვლელს——-ყველა შემთხვევაში ადრენალინური სინდრომი ან ადრენალინური ტიპის სიმსივნე აქვს პლიუს მძიმე ჩიყვი, ფენილალანინის მოშლის ფონზე.
იმ ბიჭის მაგალითი და ასეთი შემთხვევების სიხშირე, არა მარტო ერთი ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა .ადამიანი მოაზროვნეა და შეიძლება უგუნურების თვალში დასაცინიც გახდეს. ამიტომ ვიმეორებ ხშირად, ქვეყნის ჯანმრთელობის პოტენციალს განსაზღვრავს— სრულფასოვანი პედიატრიული მეთვალყურეობა. დროული გამოვლინებით სრულფასოვანი ადამიანი ყალიბდება. შეიძლება ფენილკეტონურია გონების ფორმით არ გამოიკვეთოს ყოველთვის. ადამიანები რომლებიც ბრმავდებიან ან სმენას კარგავენ, მათი გარკვეული პროცენტი ფენილკეტონურიი ს რომელიმე ფორმის მტარებელია. არცერთ მეან-გინეკოლოგს არ სურს , ხელი დაუზიანოს ბავშვს დაბადების დროს. ბევრ შემთხვევაში უღმერთოდ და უსამართლოდ ყოფილა უდანაშაულო ექიმების შევიწროება. რამდენი ექიმის სიცოცხლე შეუწირავს არაზუსტ ბრალდებას. ჩვენს ქვეყანაში ამ მძიმე პროფესიის წარმომადგენლების დამცველი არავინაა. ამიტომაცაა ასე დინებაზე მიშვებული ექიმების გაკიცხვა. კიდურის პარეზით დაბადებული ბავშვების დიდ პროცენტს ფენილალანინის მოშლა აქვთ უკვე ნაყოფის მდგომარეობაში. ამიტომ იბადებიან პარეზული ხელით ან ადვილად ვითარდება პარეზი დაბადების დროს. თავიდანვე ფენილალანინის და საერთოდ ამინომჟავების კონტროლი და შესაბამისი მკურნალობა თუ მოხდება, ხელის პარეზით დაბადებულ ბავშვებს კიდურიც შესამჩნევად აღუდგებათ. რადგან, ფენილალანინის მოშლა მოიცავს უამრავი ნივთიერების ნაკლებობას და მეტობასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად დაავადდებიან ღვიძლის ან ფილტვის ან სხვა დაავადებებით და ნევროლოგიური პრობლემებით. ფენილკეტონურიის გამოკვეთა ხშირად ხდება არასრულფასოვანი ორსულობის გამო. როცა ორსულს რამდენიმე ძალიან აუცილებელი ნივთიერება აკლია, რის გამოც ბავშვები დეფექტით იბადებიან. ბოლო ოცწლეულში დაგვიანებით დაინერგა ფოლის მჟავას ორსულებზე გამოყენება .კიდევ ძალიან ბევრი აუცილებელი სტანდარტია ორსულობის დროს დასანერგი, რომლებიც ხელს შეუშლიან სხვადასხვა ტიპის დეფექტების გამოვლინებას.
პარკისონი, შაკიკი, ართრიტები, ვიტილიგო, დეპრესია, ყველა ტიპის კრუნჩხვა ,ალერგიის ქრონიკული ფორმები ,ეგზემა, ფსორიაზი, ღვიძლის გაცხიმოვნება და ჭარბი აგრესიული ქოლესტერინი, ფსიქიკური პრობლემები, ფარისებრის დაავადებები, ჭარბი წონა, რთული დიაბეტი, ჰორმონული პრობლემები,ჰიპოფიზის ადენომები ,ძალიან დაბალი წონა, რთული პროსტატიტები, ჭარბსისხლიანი მენსტრუაციები, ფიბროზები, პოლიპები, კისტები, კენჭები ,ცისტები და მსგავსი წარმონაქმნები და სხვა დაავადებები , კონკრეტულ მიზეზებთან ერთად, ფონად ფენილალანინის ცვლის მოშლით მიდიან. ამიტომ, ამ დაავადებების დროს ლატენტური ფენილკეტონურიაც უნდა გამოირიცხოს. ფენილალანინზეა პირდაპირ დამოკიდებული ადამიანის ჯანსაღი სიცოცხლე, ფიზიოლოგიურად და ფსიქიკურად . რადგან, მას ხელში უჭირავს, როგორც აღვირი და მართავს ————პროლაქტინს, სეროტონინს, დოფას, ეპინეფრინს ,კორტიზოლს, ადრენალინს, ქოლესტერინს, მელატონინს და სხვა ასეთივე გამაწონასწორებელ ნეიროტრანსმიტერებს და ნივთიერებებს. ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი იქნება თუ ფსიქიკურად დაავადებული ეს მთლიანადაა დამოკიდებული ფენილალანინზე. ჰორმონული სიმშვიდე ექნება ადამიანს , თუ ჰორმონების მოშლით სიმსივნემდე მივა, ეს მთლიანადაა დამოკიდებული ფენილალანინზე. ადამიანი აგზნებისგან მკვლელი გახდება თუ დარჩება მშვიდი , ეს მთლიანად არის დამოკიდებული ფენილალანინზე. ნორმული ქოლესტერინი ექნება ,თუ ქოლესტერინის სიჭარბე ინფარქტამდე ან ინსულტამდე მიიყვანს, სათავეში ეს მ თლიანად არის დამოკიდებული ფენილალანინზე. პროლაქტინის გავლენით ზედმეტად მსუქანი იქნება, თუ დახვეწილი ფიგურის, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ფენილალანინზე. მელატონინი ნორმა იქნება და შესაბამისად ადამიანი ჯანმრთელი დარჩება, თუ სასიკვდილო დაავადებები წამოვა , ეს მთლიანად არის დამოკიდებული ფენილალანინზე. როგორ იქნება დოფა, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ფენილალანინზე. დოფაზე პირდაპირაა დამოკიდებული—————–დეპრესიას და აგზნებას შორის წონასწორობის დამყარება ;ქოლესტერინის დაცემასა და სიჭარბეს შორის ბალანსი ;ტემპერატურის ნორმა, პულსის ნორმა, ქსოვილის უჯრედული ბალანსი ანუ სიმსივნური სიმკვრივეების გაჩენა— არგაჩენა ; ბალანსი აშლასა და შეკრულობას შორის ანუ ნორმაში კუჭ-ნაწლავი. დოფა კი ხელში———— ფენილალანინს უჭირავს. ფენილალანინზეა დამოკიდებული სეროტონინის ნორმა. მომატებული სეროტონინის დროს აგზნებული იქნება ადამიანი ხასიათით და ჰორმონებით და შესაბამისად პულსის და სხვა პარამეტრების ზედმეტი სიჩქარე ექნება, კუჭ-ნაწლავის დაჩქარების ჩათვლით. დაცემული სეროტონინის გამო——- კაცს ლიბიდო უკვდება , ქალებს ჰიპო ჰორმონული ნგრევა აქვთ, შესაბამისად ჰიპოთირეოზი ან სხვა . საით წავა სეროტონინი , თუ ნორმა დარჩება——— ფენილალანინის ცვლის ნორმაზეა მთლიანად დაყრდნობილი. ფენილალანინზეა დამოკიდებული კორტიზოლი როგორი იქნება ——მაღალი ,დაბალი თუ ნორმაა. ნორმული კორტიზოლი ესაა უპრობლემო ადამიანი. დაბალი ან მაღალი კორტიზოლი ესაა უამრავი დაავადება, ჰორმონული ნგრევა ,ორგანოების ამოკვეთა და სიმსივნეები. ეს მთელი მედიცინაა, რასაც ფენილალანინი მართავს . მედიცინის და სიცოცხლის ბალანსის მთავარი ღილაკი ფენილალანინის ხელშია. ადამიანის გადასარჩენად ჩივილის მიჩქმალვა კი არ არის მკურნალობა. მთავარია დადგინდეს საით არის ამ ნივთიერებების წონასწორობა გადახრილი. თუ ბალანსი აღდგება ადამიანი მორჩენილია.
შ აკიკის მკურნალობა ისვე როგორც ვიტილიგოს ,ეგზემის და ფსორიაზის, რთული და რამდენიმე ეტაპიანია, რადგან ფენილალანინის სრული მოშლით მიდიან.
ფენილალანინის პერიოდული სიჭარბის გარეშე ღია ან ფარული გლიოზები არ გაჩნდება.
მენტალური პრობლემების გაუარესება———-ბოღმა, ზედმეტი სიფიცხე, ტრაბახი, ამბიციურობა, სამაგიეროს გადახდის ჟინი, სიცრუისკენ მიდრეკილება, ქურდობა, კლეოპტომანია,ზრდილობის და კულტურის დეფიციტი, ღირსების დეფიციტი და უპრინციპობა, პატიოსნებისადმი ინდიფერენტულობა , დაცინვის ხშირი მანერა, გულგრილობა ,ადამიანის დამცირების მანერა, სიძუნწე და ტვინის სხვა გადახრები, ფენილალანინის ცვლის მოშლა და ხშირად მისი პათოლოგიური სიჭარბეა.
ბავშვი რომ ხილს არ ჭამს, ეს მარტო იოდის ცვლის მოშლა და ფარისებრის პრობლემის დასაწყისი ან უკვე მიმდინარეობაა. მაგრამ, უპირველესად , ეს გამოკვეთილი ნიშანია ფენილალანინის ცვლის დაზიანების და სიჭარბის. ამიტომ, უნდა გამოვრიცხოთ ფენილკეტონურია არ გაიპაროს, რომლის დამახასიათებელი ნიშანია——- ხილზე უარის თქმა. რაც მეტად ეტანებით არაგენმოდიფიცირებულ ხილს, მით ხელს უწყობთ ფენილალანინის დასტაბილებას.
ვიტილიგოს მკურნალობა ესაა მთელი ცხოვრების ზედამხედველობა პირადი ექიმის მიერ. ეს არ არის მარტივი ბრონქიტი , ერთი დანიშნულებით რომ მორჩეს. იქ სადაც ფენილალანინი იხსენება, ამინომჟავების სისტემის სრული დაზიანებაა. ამას ეტაპობრივი, ძალიან გონიერი მიდგომა უნდა .ვიტილიგოს მკურნალობის დროს, მუდმივ სამიზნეზე ფენილალანინი და თიროზინი უნდა გყავდეს . ასევე შაკიკის, დიაბეტის, პარკისონის, ფსიქიკური დაავადების, ღვიძლის პრობლემის და ქოლესტერინის სიჭარბის და სხვა დროს. როგორც ცნობილია, ფენილკეტონურიის დროს ფენილალანინი ვეღარ გადაიქცევა თიროზინად . თიროზინი კურირებს , როგორც ჰორმონების და ყველაზე მთავარი ნივთიერებების შექმნას , ასევე მელანინის -ყავისფერი პიგმენტის . ამიტომ , ვიტილიგო ვერ გაუმჯობესდება, სანამ ფენილალანინის და თიროზინის ცვლა ნორმისკენ არ წავა. ეს დროის საკითხია. თუმცა სწორი მკურნალობა, თუ ლაქებს მალე არ გააქრობს, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და ადამიანის გაჯანმრთელებაზე იმუშავებს. რადგან ,კანზე ყოველი, ნებისმიერი ფერის ლაქა ან ხალი ან სხვა წარმონაქმნი, ეპიფიზის დიდი სიგნალია , რომ სიცოცხლე თუ გსურს უნდა გამოფხიზლდე და ორგანულ პრობლემებს მიხედო. ვიტილიგოს დროს ფენილალანინის და თიროზინის ცვლის ბოლომდე დაზიანებაა.
ფენილალანინთან დაკავშირებული დაავადებები, ადამიანის , სამყაროს ბიოლოგიური რითმიდან და საათიდან ამოვარდნაა. ბიოლოგები და ფიზიოლოგები ამიტომ უწოდებენ ფენილალანინს სამყაროს მიერ გაზომილ—–ადამიანის სასიცოცხლო საათს. გაუხედნავ , გაჭენებულ ცხენს უფრო ადვილად შეაჩერებ, ვიდრე რთულად დარღვეულ ფენილალანინს .ეს დიდ დროს და ბევრ შრომას მოითხოვს, ბიოქიმიის ეტაპობრივი დალაგებით. ფსიქიკური დაავადებები მთლიანად ფენილალანინის და თიროზინის ღრმა მოშლის ირგვლივ ტრიალებენ. ყოველი ევროპული სიახლე ფსიქიკურ დაავადებებზე, ფენილალანინის ცვლის კომპონენტებთან ასოცირდება.
. დანაშაულის ტოლფასია ჩვილობაშივე ფენილალანინის სიჭარბის დაუფიქსირებლობა. ადექვატური მართვით , ბავშვი ზრდასრულობაში აიცილებს დიდ პრობლემებს. სწორი დახმარების შემთხვევაში პრობლემა ან გაქრება ან დასტაბილდება და სრულად იმართება ან მსუბუქი ფორმა განვითარდება.
ფენილკეტონურია , ძირითადად, ფენილალანინის სიჭარბეა . ბუნებრივია ამ დროს სხვა ამინომჟავების პრობლემაცაა . უპირველესად—– თიროზინის. რადგან , თიროზინი მთლიანადაა დაყრდნობილი და ჩამოკიდებული ფენილალანინზე.
მეტაბოლიზმის ბილიკები უსასრულოდ ბევრია და ბოლომდე შეუცნობელი როგორც სამყარო. თითოეული ადამიანის მკურნალობის დროს მისი მექანიზმების განხილვისას, ექიმი დიდი შრომით და ბევრი აზროვნებით ცდილობს ამ ბოლომდე შეუცნობელ სამყაროში, ზუსტად გაიგოს პაციენტის —-თავდაპირველი ჯანსაღი ფიზიოლოგიური ფორმულა და აღადგინოს მისი სტატუსი. მეტაბოლიზმის მთავარი მაგისტრალი—–თიროზინზე და ფენილალანინზე გადის. თიროზინის ცვლის კონტროლს რომ ჩასჭიდებს ხელს ექიმი, მას უკვე დიდი იმედი აქვს ნებისმიერი დაავადების დამარცხების. რადგან ,ადამიანის მთავარ სასიცოცხლო ფენომენამდე——–ფენილალანინამდე მისასვლელი გზა, მხოლოდ თიროზინის კონტროლზე გადის. თიროზინის მოშლის დროს ———ფარისებრის დაზიანება და ჩიყვებია .დიაბეტი მძიმე დ მიდის. რადგან ,თიროზინი კეტონურ სხეულებს არეგულირებს. დიაბეტიანის სიკვდილ— სიცოცხლე კეტონური სხეულების რიცხვზეა მთლიანად დამოკიდებული. თიროზინის პრობლემის დროს დარღვეულია შემეცნების, მეხსიერების ,აზროვნების , ინტელექტის ხარისხი . თიროზინი და გონება გადაჯაჭვულია. ამიტომ მიდის ფენილკეტონურიის მძიმე ფორმები გონების დაქვეითებით. ღვიძლი ბოლომდე ზიანდება, რადგან ის თიროზინის საწყობია. თიროზინის დარღვევის გამო მელანინი რაც უფრო იშლება, ვიტილიგოს მით უფრო მძიმე ფორმაა .ნეიროტრანსმიტერები დეზორგანიზებულია, როგორც ოქსიდაციური სტრესით——-კიბოს რადიკალებით , ისე ფსიქოლოგიური სტრესის მაღალი მიმღებლობაა. უარყოფითი შედეგი კი ნებისმიერი დაავადებაა, კიბოს ჩათვლით. თიროზინი ქმნის დოფას. დოფა სიცოცხლის კარიბჭეა და სასიცოცხლო ხიდია თიროზინს და ფენილალანინს შორის. დოფას ირგვლივ ტრიალებს მთელი მედიცინა .მისგან სიცოცხლის ამოუწურავი შანსები მოდის. შეზღუდულობა იქნება ეს შანსები, ადამიანების მეტი სიცოცხლისთვის არ გამოვიყენოთ. დოფა იბრძვის დიაბეტი რომ არ დამძიმდეს. მხოლოდ ის აკავებს პროლაქტინს, ადამიანი რომ არ გასუქდეს. ამ სამყაროში პროლაქტინის რეალური დამრეგულირებელი, მხოლოდ დოფა და ფენილალანინის სწორი ცვლაა. სხვა მკურნალობა, მხოლოდ დროებითი ა. თიროზინის დაქვეითებისას დოფა და ეპინეფრინი ქვეითდება ან პათოლოგიურად ჭარბობენ. ამ სამეულის დარღვევა გარანტირებული სიმსივნეებია——–პროსტატის, საშვილოსნოს,ფარისებრის და სხვა. ეს სამეული ღერძია, რაზეც უამრავი დაავადება და კიბოს შანსები ტრიალებს. დაავადებები არასოდეს მორჩებიან, თუ დოფას გათვალისწინება არ ხდება. დოფაა შუამავალი ფენილალანინთან —– ფსიქიკური დაავადების დასტატუსების დროს. თიროზინის ცვლა თუ ნორმაა ———-ჩიყვი არ არსებობს . სკლეროზი არასოდეს იქნება. ეს თანამედროვე მედიცინის აქსიომებია. თიროზინი ბერძნულად სროლას ამიტომ ნიშნავს. მ ისი დარღვევა გასროლაა სამყაროდან ექიმის გამოსაფხიზლებლად. რაც უფრო აწესრიგებ თიროზინს , ამით აბალანსებ ფენილალანინს და უფრო მშვიდ მდგომარეობაში და უფრო ხანგრძლივად აჩერებ ადამიანს სამყაროში. თიროზინი უამრავი ცილის ხერხემალია . ფენილალანინისგან თიროზინის წარმოქმნის კატალიზური რეაქცია ხსენებულ ფერმენტთა ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ——ღვიძლში. ამიტომ, არცერთი დაავადება არ მორჩება ღვიძლის გაუმჯობესების გარეშე. ღვიძლი ორგანიზმის ჯანმრთელობის შესაფასებელი მონიტორია. დიდი ხანია, ნებისმიერი დაავადების მკურნალობას ვიწყებ თიროზინის დარეგულირებით და ღვიძლის ფუნქციების აღდგენით. თიროზინის მდგომარეობა არის დაავადებების მორჩენის ორიენტირი. მან უნდა ააწყოს ფენილალანინის ცვლა. ასევე სხვა ამინომჟავების დალაგებაც მისგან იწყება. თიროზინმა უნდა იმუშაოს მუხლჩაუხრელად , რომ ფენილალანინმა არ გადაწყვიტოს ადამიანის სიკვდილი ან მოურჩენელი დაავადების დასტატუსება. ფენილალანინის ცვლის მოშლით მიდის აუტოიმუნური დაავადებები. თირ ოზინი მუდმივად მუშაობს მის ბრძანებებზე—–ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ფენილალანინმა რომ ინსულტი გადაწყვიტოს, ამის მაცნე გამოფიტული თიროზინია. ადამიანის სიკვდილი რომ გადაწყვიტოს ფენილალანინმა , ამის მაცნე საბოლოოდ ფარხმალდაყრილი თიროზინია. ნებისმიერი ალერგიის სათავო მიზეზი თიროზინის მოშლაა. ანაფილაქსია —-თიროზინის დროებითი კვდომაა . არცერთი პარეზი სახის ნერვის ჩათვლით ,თიროზინის პრობლემის გარეშე არ მოხდება. უმწეობაა და უცოდინარობაა ამ დროს მკურნალობაში თიროზინის დაუბალანსებლობა. ყველა პათოლოგიურად გააქტიურებული პროცესი ნეიროტრანსმიტერებით და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით შეწყვილებულმა თიროზინმა უნდა დაარეგულიროს———- ფიზიოლოგიურად გაშლეგებულმა ფენილალანინმა ხელი რომ არ აიღოს ადამიანის სამყაროში დამაგრებაზე. თიროზინი აკავებს თირამინს ,ალერგიები რომ არ შექმნას .ასთმის მკურნალობა თიროზინიდან იწყება . თიროზინის ნორმა უდრის ალერგიის და ასთმის არარსებობას. წნევა, თრომბი, ქოლესტერინი, სეროტონინი, კორტიზოლი და სხვები არასოდეს დარეგულირდება თიროზინის საბაზისო მეთვალყურეობის გარეშე. დოფა, სეროტონინი დ ა ს ხვა ნეიროტრანსმიტერები მუშაობენ, თიროზინი არანჟირებას უკეთებს, ხოლო ფენილალანინი ზემოდან აკონტროლებს ამ ყველაფერს. ფენილალანინი, ადამიანს გარკვეულ ხანს აცოცხლებს მოშლილი ბიოქიმიით , მაგრამ აუცილებლად უღალატებს, თუ თიროზინის ცვლა არ აღდგება . ფენილალანინი სამხედრო წესებით მოქმედებს და მეტ ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ ბალანსს ითხოვს, იმისთვის რომ სამყაროში მეტ ხანს გაგაჩეროს. ის ჯანმრთელობას და სიმშვიდეს, მხოლოდ ნორმული ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის ფარგლებში ანარჩუნებს. უპირველესად ამისთვის, ის ითხოვს ნატურალურ კვებას და თიროზინის ბალანსს. ასევე სხვა ამინომჟავების ბალანსსაც, რომლებიც ძალიან რთულად დასარეგულირებელია. სხვა ამინომჟავები, რომლებიც ორგანოებს ინდივიდუალურად კურირებენ, ადამიანს დიდხანს აცდიან დაზიანებული ორგანიზმით ცხოვრებას. ფენილალანინი კი დიდხანს არ დაგაცდის .ი ს ძალია ნ მ გრძნობიარეა——-სტრესებზე, არანატურალურ კვებაზე, არასწორ მკურნალობაზე, ცხოვრების ცუდ რეჟიმზე, მავნე ჩვევებზე და სხვა. ფენილალანინის დარღვევის უგულვებელყოფა , ყოველთვის არის ტრამპლინი კიბოსკენ. ადამიანს რომ სტენტირება დასჭირდება გულზე, მას თიროზინის ცვლა უკვე დეგრადირებული აქვს. ეს მანიპულაცია აუცილებელი, მაგრამ დროებითი სასიცოცხლო გამოსავალია. მსხვილ თრომბს დროებით მიეცა ამილოიდებით გაჭედილი გვირაბიდან გასავალი გზა. თრომბწარმოქმნის სათავო მექანიზმები შველას ითხოვენ. სტენტირების შემდეგ თიროზინის ცვლა უნდა დაირეგულირო მეტი სიცოცხლისათვის. კაცის ლიბიდოს დაცემა; ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე დამოკიდებულება მთლიანად ფენილალანინის და თიროზინის მოშლაა და ღვიძლის ბევრი ფუნქციის დარღვევა. .ფენილკეტონურიიის ჩივილები და შედეგები მარტო ფენილალანინის სიჭარბე არ არის ,არამედ თიროზინის ნაკლებობაცაა. ამ დროს, შეცდომით ხდება მარტო ფენილალანინის სიჭარბესთან უმწეო ჭიდილი. ეს თუ არ გავიგეთ , რთული დავადებები არ მორჩება. ფენილალანინის ბალანსის სათავე, თიროზინის ნორმული ცვლაა. ეს არის გასაღები ამ დროს და ბევრი სამედიცინო ნამდვილი უბედურების დროსაც. რაშიც გაქრონიკულებულ და მოურჩენელად ცნობილ დაავადებებს ვგულიხმობ. მათ შორის კიბოს. ფენილალანინის ცვლის დარეგულირება ,მისი ნებისმიერი დეფექტის დროს ———-გადის თიროზინის დალაგებაზე.
ჰიპერაქტიურ ბავშვს მენტორული ზეწოლა კი არ უნდა , არამედ ამ ორი ამინომჟავის ბალანსის აღდგენა, რაც უპირველესად ითხოვს თბილ მოპყრობას და არა ყვირილს და ჩახშობას.
ფენილკეტონურია მემკვიდრულია .სტატისტიკით, ყოველი 50 ე ადამიანი ამ დეფექტური გენის მტარებელია . ამიტომაა ლატენტური ფორმები. სტატისტიკურად 10000 დან ყოველი ერთი ახალშობილი ფენილკეტონურიითაა დაავადებული. ანატომიური დეფექტებით დაბადებულებში, გულის და თირკმლის დაავადებებით მოავადეებში ———-პედიატრიულ ასაკში ფენილკეტონურია უნდა გამოირიცხოს. ზრდა-განვითრებაში შეფერხებულ ბავშვებს ამ დაავადების მსუბუქი ფორმა შეიძლება ჰქონდეთ.
დემენციის და სკლეროზის მთავარი მიზეზი დიდი ხანია ცნობილია მედიცინაში ——ფენილალანინი ვერ გარდაიქმნება თიროზინად. ფენილკეტონურიის რთული ფორმები ამიტომ მიდის გონებრივ პრობლემებამდე. რადგან თიროზინი ინტელექტს კურირებს. ფენილალანინის კვლევა აუცილებლად საჭიროა ამ დროს ——- დიდი წონა , ფსიქიკური დაავადებები, დეპრესია, დაღლილობის სინდრომი , შაკიკი; დამოკიდებულებები——ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, აზარტულ თამაშებზე; მენსტრუაციის დაღვევები, ჰორმონული მოშლა, ვიტილიგო, ყველა ახალშობილი და სკოლამდელი ბავშვი, პანკრეასის და ღვიძლის პრობლემები და სხვა. ფენილალანინი ინსულინის სტრუქტურული სახეა. ამით ყველაფერია ნათქვამი .დიაბეტის დროს ძლიერ დაღვეულია ამ ორი ამინომჟავის ცვლა. დაცემული რომ იყოს დიაბეტის დროს ფენილალანინი, სხვა მეთოდებით უნდა ვეცადოთ მისი გამოსწორებას . რადგან დიაბეტის დროს, ფენილალანინის უშუალოდ დანიშვნა მკაცრად აკრძალულია.
ჩვილობაში დაფიქსირებული ფენილკეტონურია დიეტით განიკურნება. მაგრამ მთელი ცხოვრება მეტაბოლიზმის გონიერი კონტროლია საჭირო. აბსურდია თუ ვინმე იტყვის მარტო დიეტა ან სტანდარტული მკურნალობა საკმარისია. ეს არის პრობლემის გადაფარვა .ამ დროს პირადმა ექიმმა მუდმივად უნდა აკეთოს ფიზიოლოგიის ანალიტიკა და ამის საფუძველზე მოახდინოს შევსება. რომ მოხდეს სიცოცხლის მაქსიმალურად ბევრი წლების მიღწევა.
თუ წლამდე ბავშვი ნაკლებად იკვებება, ძილიანობს ზედმეტად, ტირის ხშირად ——ფენილალანინი შეუმოწმეთ. თუ ფენილკეტონურიის მძიმე ფორმაა და ეს გვიან აღმოაჩინეთ უფრო შეეზღუდება გონება და მეტყველება. ამიტომ იჩქარეთ. სრულად არაკონტროლირებული ან გვიან აღმოჩენილი ამ დაავადების მძიმე ფორმა გონებას შეზღუდულს ტოვებს. ხოლო მცოდნე ექიმის ხელში, ადრე დაფიქსირებული და აკადემიურად მართული ამ დაავადებით სწავლული მეცნიერები გამოდიან. ამიტომ, როგორც კი დააფიქსირებთ ფენილკეტონურიას, მთავარი აქცენტი აიღეთ ამინომჟავების ბალანსის დარეგულირებაზე, რაც არის გარანტი აზროვნების გადარჩენის. პედიატრიაში——უმადობა, გაღიზიანებადობა და ხშირი ტირილი ყველაზე დიდი სიგნალია ძლიერი პრობლემების. ეს ნევროლოგიის საბაზისო ჩივილებია. ადამიანის დიდხანს სიცოცხლისათვის, თუ ფენილალანინის ცვლას ვერ დაარეგულირებთ, მისი რიცხვი მაინც უნდა იყოს ნორმა. რადგან, ეს ამინომჟავა ქმნის ინსულინს. რაზეცაა მთელი მეტაბოლიზმი ორიენტირებული. მხოლოდ ფენილალანინის ნორმული ცვლის დროს იბლოკება —— ენდორფინების და ენკეფალინების ანუ ბედნიერების ჰორმონების დამშლელი ფერმენტი ——-ენკეფალინაზა და უმჯობესდება ყველა ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური გადახრა და დეპრესიები . დეპრესიის მკურნალობა ანტიდეპრესანტი არ არის. მედიცინის კლასიკაში ის მხოლოდ, აგზნების ფაზაში გამოიყენება. დეპრესია ძირფესვიანად , მხოლოდ ფენილალანინის ცვლის რეგულირებით მორჩება . სეროტონინის, კორტიზოლის, ინსულინის და სხვა პარამეტრების ჯანსაღ ცვლებს მთლიანად აკონტროლებს და აყენებს წესრიგში—– ჯანმრთელი ფენილალანინი .დიაბეტიანს პრობლემები არასდროს არ დაუმთავრდება ფენილალანინის რეგულირების გარეშე.
საერთოდ სასიცოცხლო დიეტა ინდივიდუალურად დგება. ამინომჟავების მონაცემების მიხედვით დიეტა, ეს არის მთავარი სამკურნალო და სასიცოცხლო შესაძლებლობა ყველა დაავადების დროს .რომელსაც ხან წამლის დამატებაც არ სჭირდება. ფენილკეტონურიის დროს კი დიეტა სასიცოცხლოდ გადამწვეტია. ყველა ამინომჟავა დაგაცდის ისეთ ბოჰემურ მეტაბოლურ ცხოვრებას, ორგანიზმის განადგურებაზე ორიენტირებულს, როგორითაც დღეს ცხოვრობს ადამიანები. არ იცდის მხოლოდ ფენილალანინი. მისი მოშლა სასიცოცხლო განაჩენია. ფენილკეტონურიის დროს ფენილალანინის სიჭარბის დიეტა უნდა განხორციელდეს, სწორ მკურნალობასთან ერთად . რაშია მეტი ფენილალანინი——–ხორცი, განსაკუთრებით ღორის და ცხვრის ;ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი, ორაგული, კალმახი, თუნა, სკუმბრია, კრევეტები, ლობსტერები, კვერხცხი, რძე, ყველი ,ნუში ,ფისტა , კეშიუ, ნიგოზი , გოგრა , მზესუმზირა, არაქისის კარაქი, ნუშის კარაქი ,კეშიუს კარაქი, ოსპი, შავი ლობიო ,სოიო, ტოფუ, ტემპე, ედამამი და სხვა. ფენილალანინის სიჭარბის დროს ამათგან იზოლაცია უნდა გააკეთოთ .ნაკლებობის დროს კი, ეს პროდუქტები სასიცოცხლოა. ფენილკეტონურიის დროს ინდივიდუალურად დგება დიეტები ,განსაკუთრებით ბავშვებში. ყველა პრობლემის და ჩივილების გათვალისწინებით . ფენილალალნინი მომატებულია მაღალი წნევის დროს პერიოდულად მაინც. ამიტო მ, მაღალწნევიანები ამ პროდუქტებს უნდა ერიდოთ. მაგალითად, ბატში და იხვში უნივერსალური ამინომჟავებია და მათ ხორცს სამკურნალოდ ვნიშნავ კონკრეტულად მათი ნაკლებობის დროს. ძველთაგანვე იცოდა ხალხმა ,რომ ღვიძლის, პანკრეასის, კუჭ-ნაწლავის დაავადების გამწვავების დროს, ბატის და იხვის ხორცი წყენდა ავადმყოფს. რადგან პანკრეასის ,ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის ბევრი დაავადების დროს ფენილალანინი პერიოდულად მაღლა იჭრება . ამ ორგანოების გამწვავების დროს, ბატის და იხვის ხორცი ძალიან გამღიზიანებელია. ეს პროდუქტები ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის , კუჭ-ნაწლავის და პანკრეასის გართულების დროს უნდა ამოიღოთ მენიუდან . რადგან, ამ დაავადებების გამწვავების დროს ფენილალანინი ძალიან მაღლა ადის ნორმის ზევით. ამ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც უნივერსალურ და სასიცოცხლო ინგრედიენტებს შეიცავენ, ფენილალანინის სიჭარბის დროს უნდა ერიდოთ. ფენილალანინი პერიოდულად მომატებულია ბევრი დაავადების , მათ შორის , გულის ქრონიკული უკმარისობის და დიაბეტის დროს. დეპრესიის დროს ეს პროდუქტები გასათვალისწინებელი კი არა——- სამკურნალოა. ასევე ალოპეციის, ბავშვის ზრდის შეფერხების ზოგი ფორმის , თმის ცვენის და სხვა დაავადებების დროს .
შაკიკს ბევრი მიზეზი აქვს ,მაგრამ პროცესის რღვევა ფენილალანინიდან იწყება. საერთოდ, ინდივიდუალური მიდგომა და ამინომჟავების კონტროლი მასიურად რომ არ ხორციელდება, იმიტომაა ამდენი დაავადებები და სიკვდილობა. ეს პროცესები ურთულესი სამართავია. მაგრამ, ესაა ნამდვილი სასიცოცხლო მკურნალობა.
ფენილალანინის ცვლის დარეგულირებაში გაკვეული მკაცრად განსაზღვრული ფერმენტების, ვიტამინების და მინერალების ნორმაში ყოფნაა საჭირო .ეს დიდი ჩამონათვალია. მათგან უპირველესია რკინის, ბე სამის და სხვა ვიტამინების ნორმაში ყოფნა. რომელთაგან ამ დროს, რამდენიმე ნორმის ზევითაა მოჭარბებული. ნებისმიერი დაავადების მორჩენის მთავარი ხაზი, როგორც ფენილკეტონურიის დროს, ისე სხვა შემთხვევებში , ფიზიოლოგია——- ბიოქიმიის დალაგებაზე გადის. ეს იწყება ვიტამინების ბალანსის აღდგენიდან. რაც მეტი ვიტამინის სიჭარბეა ,მით უფრი მძიმე დ მიდის დაავადება. ცნობილია რომ 5 ზე მეტი ვიტამინის სიჭარბე უკვე კიბოს ნიშანია.
ორგანულ ლიდერს, ფიზიოლოგიის მეფეს, სიკვდილ-სიცოცხლის მსაჯულს——–ფენილალანინსაც ჰყავს —სამყაროდან მიჩენილი მუდმივი მეთვალყურე და მაკონტროლებელი——-ეპიფიზი, თავისი ორი ვეზირით—ჰიპოფიზით და ჰიპოთალამუსით. თანამედროვე ევროპელი და ამერიკელი ,ყველაზე ავტორიტეტული მედიცინის მეცნიერები ეპიფიზს ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანზმში. ყველა ეს ჰორმონული დარტყმები, რაც ადამიანების დაზიანებულ ბიოქიმიაში ხდება, ტვინში ამ სამეულის დიდი რყევების შედეგებია. ეპიფიზს ადამიანის სიკვდილის განაჩენი მაშინ გამოაქვს——————როცა სევდით დამძიმებულ , ფიზიოლოგიურად ბოლომდე გამოფიტულ და მის წინაშე დაცემულ ფენილალანინს, კონკრეტულ ადამიანზე ყველა სასიცოცხლო არგუმენტი ამოეწურება. სასიცოცხლო არგუმენტების სიმცირე ასაკს არ არჩევს.
საქართველოს სტატისტიკით, ყოველ 6000 ახალშობლზე ერთი ფენილკეტონურია გამოდის. ამერიკის სამედიცინო გენეტიკის კოლეგიამ განსაზღვრა ახალშობილთა აუცილებელი სკრინინგის პანელი .მათ შორისაა კისტური ფიბროზი, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობ და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, რომელზეც ხშირად ვაფრთხილებ. რადგან, ახალშობილთა ნებისმიერი ტიპის ყაბზობის დროს ის უნდა გამოირიცხოს. გაზგამყვანი მილის გამოყენების დამანგრეველ შედგებზე ხშირად მისაუბრია. კისტური ფიბროზი თავიდანვე, ყოველ 5 ათას ახალშობილზეა .ზრდასრულობაში მისი რიცხვი კოლოსალურად მეტია. რაც მიდის ფერმენტების რღვევამადე, უამრავ დაავადებებამდე, სიმსივნეებამდე . ის არის უშუალო მიზეზი ყველა შემკვრივების——– კისტის, ცისტის, მასტოპათიის, ფიბროზის ქოლესტერინის სიჭარბის ,თრომბის და სხვა. ამ ყველაფერის თავიდანვე მოწესრიგება, ქმნის ჯანმრთელ ხანდაზმულობას. რა თქმა უნდა ამ პანელშია ფენილკეტონურია. ამერიკაში უკვე დიდი ხანია ყველა ახალშობილს ფენილკეტონურიაზე ამოწმებენ. ეს შარდის ანალიზითაც დგინდებ ა ფელინგის სინჯით. 2000იან წლებიდან ამ სკრინინგმა საქართველოშიც დაიწყო ფეხის მოკიდება. მაინტერესებს დღეს თუ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ პერიფერიაზე მყოფი ბავშვები ჯანმრთელი არ უნდა იყვნენ და სახელმწიფო მაღალფასიან კლინიკებში სკრინინგის ფარგლებში, უფასოდ უნდა მოემსახუროს მხოლოდ მდიდრების შვილებს. ნებისმიერი აუცილებელი სკრინინგი ეროვნული საკითხია და კანონით გათანაბრებული უნდა იყოს ყველასთვის. არ უნდა დაიჩაგრონ შორეულ სოფელში მცხოვრები ბავშვები. ეს ისეთი დონის უსამართლობა იქნებოდა, ბოლშევიკებსაც კი გააკვირვებდა, რომლებიც ხალხის თანასწორობის ლოზუნგით მოვიდნენ.
ფენილკეტონურიის მკურნალობის ზოგადი სტანდარტი არსებობს. მაგრამ, ნებისმიერი გონიერი მიხვდება, რომ ეს დაავადება და საერთოდ, ფენილალანინის ცვლა ვიწრო, ყველაზე ერთნაირად დაწესებულ სტანდარტებს ვერ ექვემდებარება. ექიმი ამ დროს და საერთოდ ფენილალანინის დარღვევით მიმდინარე დაავადებების მკურნალობის დროს მთელ სამყაროს ეჭიდება, ამ პაციენტის ინდივიდუალიზმის მკაცრი გათვალისწინებით. ფენილკეტონურიის მკურნალობისთვის ექიმების ინდივიდუალური მიდგომა, ამინომჟავების სრული მართვა და ყველა ბიოქიმიურ-ფიზოლოგიური რეაქციის ეტაპობრივად გამოსწორება რეალურად სასიცოცხლოა. იმ დაავადებების დროს , რომლებიც გამწვავების დროს ფენილალანინის სიჭარბით მიდიან, თანდაყოლილი, ლატენტური ფენილკეტონურია უნდა გამოვრიცხოთ. ამით ხელი შეეწყობა, ამ დაავადებების უფრო ადვილად დამარცხება ს და გამოვლინებებს.
რა ასტაბილებს ჭარბ ფენილალანინს, ჭარბ სეროტონინს, ჭარბ დოფას და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაღალი კლასის მედიცინაში უკვე დაზუსტებულია და ეს ჩამონათვალი ზუსტად ვიცით. ინდივიდუალურად რომელი სჭირდება კონკრეტულ ადამიანს ამ ჩამონათვალიდან, მისი ბიოქიმიის გაანალიზების შემდეგ დგინდება. ასე რჩება შაკიკი და სხვა დაავადებები. ექიმისთვის ძალიან შრომატევადი და ურთულესია ამის გამოყვანა . მაგრამ ,ერთადერთი და სასიცოცხლოა. მასიურად დღეს ეს მიდგომა არ არის და ქიმიური პოზიციით ხდება ზეწოლა. რაც მხოლოდ დროებითია.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share