ოზურგეთის გომისმთის მიმართულებით გადაადგილება ხშირი მეწყერიანობის გამო საშიშია

ოზურგეთი-გომისმთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა, მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, ამ დროისათვის, თითქმის შეუძლებელია.

გომი-გომისმთის გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე ამ დღეის მდგომარეობით ასზე მეტი მეწყერია ჩამოწოლილი.

როგორც “გურიის მოამბეს” ჟურნალისტებმა დღეს დააფიქსირეს, მეწყერი ამ გზის ამ მონაკვეთის თითქმის ყველა მოსახვევშია ჩამოწოლილი და გარდა ამისა ხშირია ქვათაცვენაც-რაც გადაადგილების საშიშროებას ფეხით მოსიარულეებისათვისაც ქმნის.

გომი-გომისმთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე გზის მშენებლობის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და ასფალტის დაგება უნდა დაწყებულიყო, თუმცა მეწყრულმა პროცესებმა ახლად რეაბილიტირებული გზის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გზის სამუშაოების ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში დასრილებას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share