მოკლული არჩვი და უცნაური დათვის ხაფანგი ბჟუჟის ხეობაში -(ფოტო-ვიდეო)

“გურიის მოამბეს” გადამღებმა ჯგუფმა, ბჟუჟის ხეობაში დათვის უცნაური ხაფანგი აღმოაჩინა.

200 წლოვან ხეზე ჩამოკიდებული, მოკლული და უკვე ლპობად მდგომარეობაში მყოფი არჩვი.

როგორც გავარკვიეთ ადგილობრივი მონადირეები ასეთ მახეს დათვს უგებენ.

განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, როცა დათვი ახალ გამოსულია ბუნაგიდან და საკვებზე განსაკუთრებულად ნადირობს, ნადირის სხეულს ჩამოკიდებენ უღრან ტყეში, რომ ეს უკანასკნელი სუნზე ადგილზე მივიდეს, ჩამოკიდებულ ნადავლთან მისასვლელთან, რამდენიმე ადგილზე მონადირეები ხუნდებს ამონტაჟებენ.

მშიერი დათვი ნადავლის დანახვაზე, რასაც ის სუნით, შორი მანძილიდან აგნებს, უმალ ებმება ასეთ მახეში.

კონკრეტულად ეს ამბავი კი თავ გომი-გომისთის გზაზე, “ჟეშტერის საცივიდან” მარჯვნივ, ბჟუჟის ხეობისაკენ ახალგაჭრილ გზაზე, გომი-გომისმთის ცენტრალური გზიდან 5 კილომეტრში, იმავე “ჟეშტერის საცივის” მიმდებარედ, მდებარეობს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share