29 წლის სალომე გელაშვილი პროფესიით მხატვარია. პანდემიის გამო ახალი წლის დღეების გატარება მშობლიურ სოფელ ბერეთისაში გადაწყვიტა.
თოვლის მოსვლასთან ერთად დაებადა იდეა, რომელიც სოფელში მცხოვრებ ადამიანებსაც გაახალისებდა და ისიც შემოქმედებითად დაიხარჯებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, თოვლის მოცეკვავე ქანდაკება გაეკეთებინა.
“გურიის მოამბე” სალომე გელაშვლის ესაუბრა და კითხა თუ რა იყო ინსპირაციის წყარო რომ ეს ქანდაკება შეექმნა:
„29 წლის მხატვარი ვარ, პანდემიის გამო, ჩემს საყვარელ სოფელ ბერეთისაში მომიწია ახალი წლების გატარება. თოვლი მოვიდა და გამიჩნდა იდეა ქანდაკების გაკეთების, მინდოდა ადამიანები გამეხალისებინა და შემოქმედებითად დავხარჯულიყავი.
ამ ყველაფერში, სოფელ ბერეთისის ახალგაზრდები ძალიან დამეხმარნენ. ზოგი თოვლს მიგროვებდა, ზოგი მამხნევებდა, ხელები რომ მეყინებოდა თავის ხელთათმანებს მაცმევდნენ და ალბათ ამ ქანდაკებითაც სწორედ იმის თქმა მინდა, რომ პანდემიის, სიცივის და თოვლის მიუხედავად, ცხოვრებას ადამიანური ურთიერთობები სიყვარული და თუნდაც თოვლში ცეკვა გვიხალისებს,“- გვითხრა ახალგაზრდა მხატვარმა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი