”დღეს ძმები თალაკვაძეების უკანონო ბრძანებით, გაზეთ ”გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟი მოახდინეს” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე დღეს , ოზურგეთში “გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების მოჭრას, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული:
”დღეს ძმები თალაკვაძეების უკანონო ბრძანებით, გაზეთ ”გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟი მოახდინეს.
ერთადერთი, რაც შეიძლება ეწოდოს ამ ფაქტს, არის თალაკვაძეების შურისძიება და ანგარიშსწორება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
სამარცხვინოა და ყოველგვარ ზღვარს ცდება ქართული ოცნების ღია და დაუფარავი თავდასხმა პროდასავლური მედიის წინააღმდეგ.” – წერს მჟავანაძე.