სახელისუფლებო პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება კარგა ხანია დაიწყო.
პირველი ეტაპი ყველა ტერიტორიულ ერთეულში (სოფლებში, დაბებსა და თემებში) 15 დან 20-მდე საშტატო ერთეულის დამატება იყო, რომელიც გასულ წელს დასრულდა.
ე.წ. “სასაფლაოების მეთვალყურეების”, მეეზოვეებისა და მცელავების დამატებით, “ქართულმა ოცნებამ” სოფლებში დამატებით 20 მდე მოქალაქე – როგორც აქტივისტი – “შეიძინა” და პარტიაზე “მიაბა”.
მთელ რიფ სოფლებში ასეთი “დასაქმებულები” 25 ერთეულსაც კი აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ამ. “მცელავებში”, სასაფლაოების მეთვალყურეებსა და მეეზოვეებში, ე.წ. “კაი ბიჭები”, ანუ კრიმინალური სამუაროს მორჩილი საზოგადოება სჭარბობს.
შემდგომ, მზადების მეორე ეტაპი დაიწყო-რაც ადგილებზე პარტიის ხელმძრვანელისა და სტაფის არჩევა – დანიშვნას გულისხმობს.
უმეტესობა მუნიციპალიტეტებში, “ოცნებამ” არ დაარღვია “ნაციონალური მოძრაობის” ტრადიცია და ხელმძღვანელებად მოქმედი მერები დანიშნა.
თუმცა ოზურგეთში განსხვავებული სიტუაციაა, და ეს მუნიციპალიტეტი გამონაკლისი იქნება. პირველი და მთავრი ისაა, რომ მოქმედ მერს ოზურგეთში მოღვაწეობა არ ხიბლავს, როგორც მისი გარემოცვა აცხადებს, ავთანდილ თალაკვაძეს “ოზურგეთელობა” -თბილისურ, “ქოცურ” ელიტაში გარევის გზაზე პრობლემებს უქმნის, აქედან გამომდინარე ეს უკანასკნელი ოზურგეთში არათუ პარტიის ხელმძღვანელის, არამედ მერის რანგშიც კი გაჩერებას არ აპირებს და მის პოსტს მაშინვე დატოვებს, როგორც კი მოქმედი კანონმდებლობით, მისი გადადგომა რიგგარეშე არჩევნებს არ გამოიწვევს და მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე მუნიციპალიტეტს – მოვალეობის შემსრულებელი მიიყვანს.
ბოლო, მოქმედი თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე, დიდი ხანია სამაშველო დეპარტამენტის უფროსია და შეუსაბამობას რომ თავი დავანებოთ, მას ძმებ თალაკვაძეებთან უთანხმოება აქვს.
უთანხმოება რბილად ნათქვამია, ყველას კარგად გვახსოვს რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინცინდენტი, როცა ეს უკანასკნელი ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით, მერის გარემოცვამ, კრიმინალებთან ერთად სასტიკად სცემა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია ის, რომ ჭანუყვაძე, ავთანდილ თალაკვაძის სცხოვრებელი სახლის წინ სცემეს, ამ ყველაფერს კი ბატონო მერი, საკუთარი სახლის ფანჯრიდან “აკვირდებოდა”.
რჩება ორი კანდიდატი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი, გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
დარჩიას ერთადერთი აქტივი აქვს, 50 წლის წინ – ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისათვის გამარჯობა აქვს ნათქვამი და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ “ჩემი ნაყიდი პერაშკითაა გაზრდილიო”. (დარჩია და ივანიშვილი მაშინდელ “თსუში” საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი – თანაკურსელები იყვნენ).
რაც შეეხება გიორგი ღურჯუმელიძეს, თალაკვაძის ოზურგეთიდან გაქცევის შემდეგ, მერის მოვალეობის შემსრულებლად, ის მოიაზრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ოცნება” მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ამ პოსტზე მის წამოყენებას გეგმავს (მანამდე თუ მიაღწია პარტიამ რა თქმა უნდა), ეს ადასტურებს იმ ვითარებას, რომ დღეს, თალაკვაძეების, ანუ ვანო ჩხარტიშვილის კარზე, ის “პირველი ვიოლინოა”. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ღურჯუმელიძის ფონზე, დარჩია აშკარა ქმედუუნაროდ მოსჩანს, რაც მის შანსებს ამცირებს.
მოკლედ მმართველ პარტიას, ჩვენი ვარაუდით, ახალი თავმჯდომარე ეყოლება და ოზურგეთში მას ღურჯუმელიძე უხელმძღვანელებს.