საქართველოს საპატრიარქო ამ ეტაპზე თავს იკავებს მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისგან. “დადასტურებული არ არის”. – აცხადებს ტაბულასთან საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე განცხადებით, საჯაროდ “მრავალი უზუსტობა ითქვა”.
დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მოსაყდრე მოწამლეს.