“ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან პარლამენტში”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.
“არგუმენტაცია რეგლამენტში ცვლილებების გარშემო არის ის, რომ იმ ფონზე, როდესაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მაქსიმალურად მათ მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან პარლამენტში.”- განაცხადა თალაკვაძემ.