ყურადღების ცენტრშია ვივა მედი, მიხეილ სააკშვილის პალატა. უკვე ხუთი საათია პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ევროკავშირის სამედიცინო ჯგუფი სწავლოობს.
“ვივა მედში” მოულოდნელად ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის შეფი მივიდა. მალხაზ ურთმელიძემ დაანონსა, რომ სააკაშვილს საპატიმროში მალე დააბრუნებენ.
უკეთესადაა გაცილებით. მატულობს ბატონო მატულობს. წინა კადრებთან შედარებით ახლა უკეთესად არ არის? როცა ჭამს და საკვებს იღებს ნორმალურად მატულობს და არის კარგად, რომ არ შეჭამს გახდება ცუდად. მალე კარგად რომ იქნება წავიყვანთ ციხეში აბა რას ვიზამთ”. – განაცხადა ურთმელიძემ.
ახლა პოლონელმა მედიკოსებმა უნდა თქვან, იღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვივა მედში ადეკვატურ მკრუნალობას. რატომ გახანგრძლივდა შემოწმების პროცესი ამდენი ხნით, უცნობია.