გურიის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს _ ვინ ჩაანაცვლა მურადაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გურიის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მურადაშვილის 4 წლიანი მმართველობა დღეს ლევან ხარაბაძემ გადაიბარა.

ხარაბაძე ბოლო 1 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share