“გული ქრისტესთვის განმზადებული” – მღვდლები გერასიმე ნაკაიძე და ბენიამინ ღლონტი

“გული ქრისტესთვის განმზადებული” – მღვდლები გერასიმე ნაკაიძე და ბენიამინ ღლონტი
.
ყარაგანდის გურული მოწამეები
.
ყარაგანდის „საკონცენტრაციო ბანაკი“ ცენტრალურ ყაზახეთში მდებარეობდა და საბჭოთა რეპრესიების ერთერთი ცენტრი იყო, ეს ბანაკი ძითადად სასულიერო პირთათვის და მორწმუნეებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც არნახული ტანჯვა-წამება გადაიტანეს და მათი დიდი ნაწილი მოწამეობრივად აღესრულეს ამავე ბანაკში. იქვე არის ბანაკში დაღუპული ადამიანების საერთო სასაფლაო, რომლის დათვალირებისას მამა სევასტიანემ თქვა – „ამ საერთო საფლავებზე დღითა და ღამით დედამიწიდან ზეცამდე ანთია წმინდა მოწამეთა სანთლები.“ ყარაგანდის მოწამეთა შორის იყვნენ გურული მღვდლები გერასიმე ნაკაიძე და ბენიამინ ღლონტი.
.
ორივე სასულიერო პირი ძალიან დიდი პატივით სარგებლობდა გურიაში, მათი საეკლესიო და საგანამანათლებლო მოღვაწეობიდან გამომდინარე. ბენიამინ ღლონტი და მისი შვილი ქსენია ღლონტი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სამუსლიმანო საქართველოში (აჭარაში) სკოლებისა და საგანამანათლებლო ჩამოყალიბებაში. ბენიამინ ღლონტი სასტიკი წამების შედეგად გარდაიცვალა ყარაგანდის ბანაკში 1938 წელს.
.
ასევე თავისი საგანმანათლებლო მოღვაწეობით ცნობილი იყო სოფელ საღმრთოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი გერასიმე ნაკაიძე, რომელმაც ამავე ეკლესიის მღვდელ ანტონ ცეცხლაძესთან ერთად 1898 წელს დაარსა ამავე სოფელში (ზემო ნატანები) სკოლა, რომელსაც თავისი სახლი დაუთმო გერასიმე ნაკაიძემ.
.
გერასიმე ნაკაიძე მოწამეობრივად აღესრულა ყარაგანდის ბანაკში 1939 წელს. ბანაკში ჩაყვანიდან 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივი და სასტიკი ცემის ქვეშ ითხოვდნენ ღვთის უარყოფას, ისევე როგორც ბენიამინ ღლონტისაგან.
.
წყაროები:
– “გული ქრისტესთვის განმზადებული” – თბილისი 2007
.
– 2018 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 2018
.
.
wikipedia.org – ზემო ნატანები
– Мученики, исповедники и подвижники благочестия 1992
.
– ფოტოზე გერასიმე ნაკაიძე ოჯახთან ერთად ბახმაროში 1910 წელი (ფოტო ამავე ტექსტით აღებულია ღია წყაროდან: fb – მარადყვავილოვანი ცხოვრება)
შეიძლება იყოს 4 people გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share