პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა დაკავებული კარტოგრაფებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს ჩანაცვლების მოთხოვნით. ცნობილია, რომ პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის გირაოს სახით გადასახდელად 30.000 ლარს ითხოვს.
ასევე, პროკურატურა სასამართლოსგან დამატებით შემზღუდავ მოქმედებსაც ითხოვს, კერძოდ, ბრალდებულებს არ მიეცეთ საშუალება, გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი ინფორმირების გარეშე, ასევე, პროკურატურის მოთხოვნაა თანამდებობიდან ივერი მელაშვილის გადაყენება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება. სასამართლო გადაწყვეტილება უახლოეს წუთებში უნდა გამოცხადდეს. პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
კანონიერი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი შუამდგომლობების დაკმაყოფილება – კარტოგრაფების ადვოკატები.