კორუფციასთან ბრძოლამ საქართველომ სრული კრახი განიცადა – კორუფციის აღქმის ინდექსით 45-ე ადგილზეა. ამაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის შედეგები მიუთითებს, რომლითაც დგინდება, რომ 180 ქვეყანას შორის, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით 45-ე ადგილზეა.
მთავარ გამოწვევად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის სისუსტე და ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გარიყვა რჩება. პრობლემურია ელიტური კორუფციის შემთხვევები, რომლის გამოძიება, სასამართლოში სისტემაში არსებული კლანური მმართველობის გამო არ ხდება.
“ჩვენ წლების განმავლობაში არ ჩაგვიტარებია ანტიკორუფციული რეფორმები, რომლის მიზანიც იქნებოდა ელიტური კორუფციის პრევენცია და აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ელიტური კორუფცია არის პრობლემა დღეს საქართველოში ეს შეიმჩნევა, როგორც სახელმწიფოს შესყიდვებში, ასევე სხვა მიმართულებითაც, ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდი ტენდენცია სახელმწიფო მიტაცების; ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ემსახურებიან კონკრეტულ ერთ პარტიას ხშირ შემთხვევაში და ასევე არ ხდება მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვხედავთ,რ ომ ძალიან მწირია გამოძიება ელიტური კორუფციის ფაქტების. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იწყება ეს გამოძიებები და ასევე ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები”, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.