ოზურგეთის ხელისუფლება სტიქიის ზონაში არსებული საჯარიმო კამერების ოდენობის გაზრდასა და უკვე დამონტაჟებული და მწყობრიდან გამოსული სათვალთვალო და ნომრის ამომცნობი დაზიანებული კამერების შეკეთებას იწყებს.
ამისათვის ოზურგეთის მერიამ 100 ათას ლარზე მეტი გამოყო.
ოზურგეთის მერიამ. მერის ავთანდილ თალაკვაძის სახით, 29 აგვისტოს ხელშეკრულებები გააფორმა შპს დელტა კონსალტინგთან ერთი 79 ათასი ლარის ღირებულებების.
შესყიდვის ობიექტია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული, წინამდებარე ხელშეკრულებით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეო-სათვალთვალო კამერების კომპლექტების მოვლა-პატრონობის მომსახურება (შემდგომში – მომსახურება).
2.3. სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეო-სათვალთვალო კამერების კომპლექტების მოვლა-პატრონობის მომსახურება ხორციელდება დანართი N1-ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტების რაოდენობა და მომსახურების გაწევის ადგილები თითოეული კამერის ტიპის მიხედვით განისაზღვრება დანართი N2-ით, ხოლო მომსახურების პრესკურანტი (ფასების ცხრილი) დანართი N3-ით (აღნიშნული დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). დანართი N2-ით განსაზღვრული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში, დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიზარდოს/შემცირდეს.
ერთი ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 78,688.80 (სამოცდათვრამეტიათასექვსასოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს.
აღსანიშნავია, რომ ეს საჯარიმო კამერები ძირითადად განთავსებულია ოზურგეთი-ბაილეთი-სილაური-ჯუმათის, და ოზურგეთი კონჭკათი-შრომის მიმართულებებზე.
ორივე ეს მიმართულება სტიქიის ზონას წარმოადგენს და მიუხედავად 4 სექტემბრის დასაწყისში იქ განვითარებული მოვლენებისა, მერიამ ტენდერი არ შეაჩერა.
და ამ განსაკუთრებული მდგომარეობის დროს სოლიდური თანხები ბიუჯეტიდან ნაცვლად დაზარალებულების დახმარებისა ამ მიმართულებებზე გადაისროლა.
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 313 (კონსოლიდირებული ტენდერი CON230000275)
ქ. თბილისი 29 აგვისტო 2023 წელი
ერთი მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (ს/ნ 237114635 შემდგომში შემსყიდველი) წარმოდგენილი მისი მერის ავთანდილ თალაკვაძის სახით და მეორე მხრივ შპს დელტა კონსალტინგი (ს/ნ 401992162 შემდგომში მიმწოდებელი), წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი ჯალიაშვილის სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე „საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული და მათ ბალანსზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №917 განკარგულების საფუძველზე, ორი ტიპის ვიდეო-სათვალთვალო კამერის მოვლა-პატრონობის მომსახურების 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON230000275) (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) შედეგად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე და მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ორი ტიპის ვიდეო-სათვალთვალო კამერის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2. ხელშეკრულების ღირებულება – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული და ზედმიწევნითი შესრულებისათვის;
1.3. დღე, კვირა, თვე – კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
1.4. შემსყიდველი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;
1.5. მიმწოდებელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გაწევას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად;
1.6. მომსახურება – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
1.7. სატენდერო კომისია – „საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული და მათ ბალანსზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №917 განკარგულების საფუძველზე შექმნილი სატენდერო კომისია;
1.8. სატენდერო დოკუმენტაცია – ორი ტიპის ვიდეო-სათვალთვალო კამერის მოვლა-პატრონობის მომსახურების 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON 230000275) სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა დანართის სახით ფიზიკურად არ დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას, მაგრამ წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების საგანი და ობიექტი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა (CPVკოდი: 50300000; 50343000) დანართი N1-ის (მომსახურების გაწევის პირობები), დანართი N2-ისა (ობიექტების ჩამონათვალის) და დანართი N3-ის მომსახურების პრეისკურანტის (ფასების ცხრილის) შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის CON230000275 სატენდერო დოკუმენტაციით, დანართებით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობებითა და ფასით.
2.2. შესყიდვის ობიექტია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული, წინამდებარე ხელშეკრულებით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეო-სათვალთვალო კამერების კომპლექტების მოვლა-პატრონობის მომსახურება (შემდგომში – მომსახურება).
2.3. სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეო-სათვალთვალო კამერების კომპლექტების მოვლა-პატრონობის მომსახურება ხორციელდება დანართი N1-ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტების რაოდენობა და მომსახურების გაწევის ადგილები თითოეული კამერის ტიპის მიხედვით განისაზღვრება დანართი N2-ით, ხოლო მომსახურების პრესკურანტი (ფასების ცხრილი) დანართი N3-ით (აღნიშნული დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). დანართი N2-ით განსაზღვრული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში, დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიზარდოს/შემცირდეს.
2.4. ზემოაღნიშნული პუნქტის საფუძველზე განხორცილებებული ცვლილების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა სატენდერო და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დამატებით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტების რაოდენობაზე.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 78,688.80 (სამოცდათვრამეტიათასექვსასოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს.
3.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3. ხელშეკრულების 2.3. პუქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებელთან შეთანხმებით მოახდინოს შესაბამისი ცვლილება და გაზრდილი ან შემცირებული რაოდენობების ღირებულების შესაბამისად გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.
3.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური საანგარიშსწორებო თანხა დაანგარიშდება კამერის თითოეული ტიპის რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესაბამისად.
3.5. დაფინანსების წყარო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.
4. მომსახურების გაწევის ადგილი და ვადა
4.1. მომსახურების გაწევის ადგილია დანართი N2-ით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორია, კერძოდ, ვიდეო-სათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) განთავსების ადგილები.
4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში, 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და დანართებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული პირობებისა და ფასის შესაბამისად;
ბ) სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს შემსყიდველთან, განიხილოს მისი მოსაზრებები, პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული წერილობითი პასუხი ყველა საკითხზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებს მომსახურების გაწევას დროულად, გულისყურით ითანამშრომლოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან, აცნობოს მას შეფერხების მიზეზი და შექმნილი პრობლემის აღმოფხვრის საბოლოო ვადა;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო (ყინვა, ქარი, თოვლი, მეწყერი, წვიმა და ა.შ.) კამერასთან ფიზიკურად შეუძლებელია ტექნიკური ჯგუფის მივლინება, ინსპექტირების განმახორციელებელ მხარესთან, ინციდენტების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით შეთანხმების საფუძველზე, გონივრული ვადით გადაწიოს რეაგირების დრო;
ე) მხარეებს შორის (მიმწოდებელსა და ინსპექტირების განმახორციელებელ ჯგუფს შორის) შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება და ინციდენტების (შეფერხებებისა და ხარვეზების) მართვა განახორციელოს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის – „ინციდენტების მენეჯმენტის“ სისტემის მეშვეობით.
ვ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს ქსელური კამერების ხარვეზებისა და დაზიანებების მართვის (ე.წ. ინციდენტების მენეჯმენტი) პროგრამული უზრუნველყოფის ან პორტალის საბოლოო სახით წარდგენა ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფისთვის, ხოლო გამარჯვებულად გამოვლენიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ყველა კამერის რეგისტრაცია აღნიშნულ პროგრამაში.
ზ) ხარვეზზე რეაგირების მიზნით მიავლინოს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს ხარვეზის
დიაგნოსტიკას, ინციდენტის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.
თ) ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მიიღოს და მასზე რეაგირება მოახდინოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ შორის ოფიციალურ უქმე დღეებშიც.
ი) ხარვეზზე რეაგირების დროს უზრუნველყოს ტექნიკური ჯგუფის აღჭურვა ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით, მათ შორის: არანაკლებ 1 (ერთი) ამწე-კალათით, ვიდეო ტესტერით, ელ. ძაბვასთან საჭირო სამუშაო იარაღებით;
კ) საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ტექნიკის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის ამწე-კალათის ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების მობილიზება;
ლ) საკუთარი ხარჯებით განახორციელოს თითოეული ტიპის ვიდეო-სათვალთვალო კამერის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სახარჯი მასალების (ელსადენი, ქსელის კაბელი, კაბელის სამაგრები და ა.შ.) შეძენა/შეცვლა/შეკეთება ანალოგიური ან/და არანაკლებ იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე საქონლით;
მ) დაზიანებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ან კამერების მესამე პირის მიერ შეკეთების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კამერა (სრული კომპლექტით) დაამონტაჟოს/გამართოს მის პირვანდელ ადგილას ან შემსყიდველის მიერ საქართველოს მასშტაბით მითითებულ ლოკაციაზე;
ნ) ხარვეზის არარსებობის მიუხედავად, განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას, უზრუნველყოს ვიდეო-სათვალთვალო კამერების დემონტაჟი/მონტაჟი.
ო) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ კამერა ან მისი გარე გამოყენების კორპუსის რომელიმე მაკომპლექტებელი დაზიანდა გარე ზემოქმედებით (მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევა, ვანდალური დაზიანება ან და სხვა შემთხვევა), მიმწოდებელი ვალდებულია შეატყობინოს ინსპექტირების განმახორციელებელ მხარეს, ასევე იმ მუნიციპალიტეტს, ვის ბალანსზეც ირიცხება ვიდეო-სათვალთვალო კამერა და გამოიძახოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები.
პ) ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების განხორციელებისას.
ჟ) დაიცვას და არ გადასცეს მესამე პირებს მომსახურების გაწევისას მიღებული
რ) უზრუნველყოს 24/7 რეჟიმში მომუშავე საკონტაქტო ნომერი „ცხელი ხაზი“ და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც შემსყიდველის მიერ მოხდება შეტყობინებების გაგზავნა/მიღება.
ს) განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.
5.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
ა) არ განახორციელოს მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, მომსახურების ღირებულების გადაუხდელობისას;
ბ) მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5.3. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მიმწოდებელს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მის ბალანსზე არსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის) შესახებ;
ბ) განახორციელოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვით;
გ) უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, მომსახურების ინსპექტირება და დადებითი შეფასების შემთხვევაში მისი მიღება;
დ) სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს მიმწოდებელთან, განიხილოს მისი მოსაზრებები, პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული წერილობითი პასუხი ყველა საკითხზე;
ე) ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, უზრუნველყოს საკონტაქტო პირის, საკონტაქტო ნომრისა და ელექტრონული ფოსტის გამოყოფა, რომელთა საშუალებითაც მიმწოდებელის მხრიდან განხორციელდება მასთან დაკავშირება.
ვ) მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რომელი გარემოებების გათვალისწინებითაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიიჩნევს მიზანშეწონილად ხელშეკრულების შეწყვეტას, მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში სატენდერო კომისია, უფლებამოსილია იმსჯელოს ტენდერის მთლიანად ან მისი ნაწილობრივი შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
ზ) განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.
5.4 შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე გაზარდოს/შეამციროს დანართი N2-ით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი.
ბ) მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
6.1. მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
6.2. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
6.3. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.
6.4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ტექნიკურ ზედამხედველობას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შემსყიდველის მიერ გამოყოფილი, შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც მომსახურების კონტროლს განახორცილებს ქსელური კამერების ხარვეზებისა და დაზიანებების მართვის (ე.წ. ინციდენტების მენეჯმენტი) პროგრამული უზრუნველყოფის ან პორტალის საშუალებით.
6.5. შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების დარღვევით გაწეული მომსახურების ნაწილის ან მთლიანი მოცულობის მიღებაზე.
6.6. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6.7. მომსახურების მიღება წარმოებს ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების დადებითი დასკვნის საფუძველზე ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
6.8. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე შემსყიდველის მხრიდან გამოყოფილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლ(ებ)ი.
6.9. მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეულ ფაქტობრივ მომსახურებაზე დაყრდნობით, თუ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან ერთად დააფიქსიროს შესრულებული მომსახურების ღირებულება.
8. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
8.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
9. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყობის გარანტია
(წინამდებარე მუხლი ხელშეკრულებით განისაზღვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 60 000 ლარს)
9.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს, CON230000275 ტენდერის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
9.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა
იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში.
9.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
9.4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
9.5. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
9.6. თუკი მიმწოდებელს შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება, იგი უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაციიდან გამოითხოვოს საბანკო გარანტია.
9.7. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს საბანკო გარანტია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში.
9.8. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებითა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით.
10.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება „პირგასამტეხლო“ ხელშეკრულების ღირებულების 0.01 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.
10.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ასეთ შემთხვევაზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
10.4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.01%-ის ოდენობით.
10.5. „პირგასამტეხლოს“ გადახდა უნდა განხორციელდეს „მხარის“ მიერ მეორე „მხარისადმი“ გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული ვადიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში.
10.6. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რომელი გარემოებების გათვალისწინებითაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელშეკრულების შეწყვეტას, მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნული შემთხვევაში სატენდერო კომისია, უფლებამოსილია იმსჯელოს ტენდერის მთლიანად ან მისი ნაწილობრივი შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
10.7. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა:
10.7.1. ხელშეკრულებ(ებ)ზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას – მას ჩამოერთმევა აღნიშნული საბანკო გარანტია;
10.7.2. ხელშეკრულებ(ებ)ზე, რომელიც არ ითვალისწინებს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას – ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით;
10.7.3. წინამდებარე ხელშეკრულება წყდება ავტომატურად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე.
10.7.4. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით ნებისმიერ დროს.
10.7.5. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში.
10.7.6. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე: camera2023-2026@spa.gov.ge.
10.8. ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა
ვალდებულების შესრულებისაგან.
10.9. ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
11.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით,
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
11.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11.3. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.4. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
14. ფორს-მაჟორი
14.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და აღნიშნული უშუალო ზემოქმედებას ახდენს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
14.2. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
14.3. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო შეწყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ არ აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
14.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დადასტურებულ უნდა იქნას საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
15. უფლებების გადაცემა
15.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებეულებების მთლიანი ან ნაწილობრივი უფლება-მოვალეობების გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი – მიმწოდებელი – მესამე პირი).
16. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
16.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
16.2. ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
16.3. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
17. კონფიდენციალურობა
17.1. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის საკუთრებას, არ გახადონ მესამე პირთათვის ცნობილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ითვლება კონფიდენციალურად.
17.2. ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც.
18. სხვა პირობები
18.1. ხელშეკრულება შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს და ორი რჩება შემსყიდველთან.
18.2. ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
18.3. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
18.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
18.5. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ხელშეკრულების შინაარსიდან და კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18.6. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლები (პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
18.7. „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადებ(ებ)ის ან/და შინაარსიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა/ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებ(ებ)ას ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსთან განმარტებაში დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
შემსყიდველი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მერი ავთანდილ თალაკვაძე
————————— (ბ.ა ან კვალიფიციური ხელმოწერა
/ ელექტრონული შტამპი)
საქართველო, ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1 სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 ს/კ 237114635 ელ-ფოსტა: oz.sheskidvebi@gmail.com საკონტაქტო ინფორმაცია: 577 477 317
მიმწოდებელი:
შპს „დელტა კონსალტინგი“
დირექტორი გიორგი ჯალიაშვილი
————————— (ბ.ა ან კვალიფიციური ხელმოწერა
/ ელექტრონული შტამპი)
საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი,
ო. ონიაშვილის ქ. N72 სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22 ა/ა GE56BG0000000117945400 ს/კ 401992162 ელ-ფოსტა: sales@dc.ge საკონტაქტო ინფორმაცია: 577-57-88-11
შემსყიდველი: მიმწოდებელი: