ერთ საათში სირცხვილიას ანგარიშზე კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილისთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 20 000 ლარი შეგროვდა.
“1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია”, – განაცხადა ორგანიზაციამ.
ორივე კარტოგრაფის გირაოს სრულად დასაფარად ანგარიშზე კიდევ 20 000 ლარია შესაგროვებელი.
სირცხვილია თანხას საქართველო ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE44BG0000000162241054 და თი ბი სი ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE27TB7589236070100003, შეაგროვებს.
დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.