მხვდება რუსეთის მოქალაქე, რომელმაც შეიძლება თავში ჩამარტყას რამე, როგორ დავიცვა თავი? – დეკანოიძე შსს-ს

“მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე… როგორ დავიცვა თავი?” – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს და შსს-ს მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა.
ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე.

დაუბრკოლებლად შემოდის ქვეყანაში ისევ (პირველი ინციდენტის შემდეგ) და პარლამენტის შენობაში.
როგორ დავიცვა თავი?, – წერს დეკანოიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share