მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან ოზურგეთის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ე.წ. ექადიის ხიდი, რომელზედაც გადაადგილება ამ დილით შეწყდა. როგორც ადგილობრივებმა “გურიის მოამბეს” აცნობეს, ხიდის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, სტიქიის შედეგად მისი საფუძვლის გამოშლა იყო მარჯვენა სანაპიროზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტების მიზეზი ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფების ინერტული მასალების უკანანოდ მოპოვებაა.