“ქართველ ხალხს ვეტყვი, რომ რეფორმების განხორციელებაა საჭირო – ეს არის პრიორიტეტი” – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა.
შარლ მიშელის განცხადებით, დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და ლიდერების განიხილება, მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც.
ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც.
ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი – რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა – ეს არის პრიორიტეტი,” – განაცხადა მიშელმა.