ოზურგეთში, მცხოვრები ქეთი ინწკირველი, ოზურგეთელ ექიმ სტომატოლოგებს- ნ. ტ-ძეს და ბ, ბ-ძეს სასამართლოში უჩივის და ორთავე ექიმ სტომატოლოგისაგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თავად დაზარალებულმა, ქეთი ინწკირველმა, განუცხადა.
პარალელურად დაზარალებული, პროკურატურისაგან მომხდარზე რწაგირებაა ითხოვდა.
ასევე ჯანმრთელობის სამინისტროსაგან სტომატოლოგებისათვის სამუშაო ლიცენზიის შეჩერებას.
ინწკირველმა აღნიშნული სტომატოლოგების დასჯის მიზნით ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას 2021 წელს მიმართა, თუმცა პროკყრატურამ მოკვლევის მიზნით საქმე ოზურგეთის პოლიციას გადაუგზავნა, პოლიციამ კი გამოძიების დაწყებაზე უარი ისე განაცხადა, ექსპერტიზაც კი არ ჩაუნიშნავს.
არადა დაზარალებულის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც, მან, ამ სტომატოლოგების მომსახურებით ისარგებლა. სერიოზული პრობლემები დაეწყო და ეს მესამე წელია გრძელდება, მათ შორის აღენიშნება თანკბილვის დარღვევა მისგან გამოწვეული პრობლემებით, ასევე თავის ტკივილები და სხვა.
როგორც თვითონ დაზარალებული აცხადებს, თუ მან სასწრაფოდ არ გაიარა მკურნალობის კურსი შესაძლოა მისი მდგომარეობა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურისა და ოზურგეთის პოლიციისაგან, გამოძიების დაწყებაზე უარის მიღების შემდეგ დაზარალებულმა გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა, ამის შემდეგ კი საქმე სსკ 124 მუხლით აღიძრა და დაზარალებულს დაენიშნა ექსპერტიზა.
სამხარაულის ექსპერტიზი ეროვნული ბიუროს პასუხები ინწკირველისათვის გუშინ წინ გახდა ცნობილი.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერსვე, ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ქეთი ინწკირველი ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.
ამ ეტაპზე საქმე უკვე გადაკვალიფიცირდა და ძიება 246 მუხლით მიმდინარეობს.
ქეთი ინწკირველი ჩვენთან ასევე საუბრობს იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ პროცესის განმავლობაში მის წინააღმდეგ და სიმართლის მიჩქმალვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო, შსს და პროკყრატურა ადგილობრივ დონეზე სჩადიოდა.
საუბარი ეხება მთელი რიგი დოკუმენტაციების გაყალბებას, რის გამოც დაზარალებული პროკურატურისაგან. გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას და გამოძიების ასევე სსკ 362 მუხლით დაწყებასაც ითხოვს.