BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის, სავარაუდოდ, მძევლების შესახებ შეთანხმება შედგა. BBC-სთან ანონიმური წყაროები აცხადებენ, “ჰამასი” 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 00-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან დაახლოებით 5000 ბავშვი იყო.