დავიწყებული ტრადიაცია – ჩოლოქის წყლის კურთხევა

როგორც ირკვევა ქობულეთის და ოზურგეთის ჩოლოქისპირა სოფლების მოსახლეობა ნათლიღება დღეს ერთად იკრიბებოდნენ ქაქუთში ჩოლოქის წყლის კურთხევაზე. ამ ტრადიციას 1893 წელს ჩაყრია საფუძველი სწორედ ამ წელს ნათლიღება დღეს მღვდელმა გიორგი კონტრიძემ ქაქუთში აკურთხა მდინარე ჩოლოქის წყალი. წყლის კურთხევას ქაქუთიდან ოცდაათზე მეტი მაჰმადიანი ქართველი დასწრებია და ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობაც ჰქონია ჩოლოქის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველებისათვის.
.
გიორგი კონტრიძე და მისი შვილი დიდ ძალისხმევას იჩენდნენ ქაქუთისადმი – „1891 წელს ადგილობრივი მღვდლის გიორგი კონტრიძის ვაჟმა რაჟდენმა, მამის დახმარებით, ქაქუთში გამართა სამრევლო სკოლა. სკოლაში შემსვლელთათვის არავითარი სასყიდელი არ იყო დადგენილი.“
.
რაჟდენ კონტრიძეს წყლის კურთხევის შემდეგ სიტყვა წარმოუთქვამს, რომელშიც გარდა იმისა, რომ ამ დღის მნიშვნელობაზე უსაბრია ამასთანავე უთქვამს, რომ დღესასწაულის ერთად აღნიშვნა ჩოლოქის ორვე მხარეს მცხოვრები ქართველების ძმობის და ერთობის საწინდარი იყო. ამის შემდეგ ხალხს საზეიმო თოფების სროლაც მოუწყვიათ.
.
– გაზეთი „ივერია“ – 1893 წელი #39
– გაზეთი „ცნობის ფურცელი“ – 1902 წელი 24 აგვისტო #1905
– ფოტო – Альбом церквей и школ общества и народностей Кавказа (1910) – ქაქუთის სამრევლო სკოლა, სკოლის მასწავლებელები და მოსწავლეები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share