ზელენსკი იუბილარია – უკრაინის პრეზიდენტის გზა კომიკოსობიდან ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსამდე

თანამედროვე სამყაროს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ვოლოდიმერ ზელენსკი დღეს 46 წლის გახდა. გზა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გაიარა გრძელი და მრავალფეროვანი იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის ყველა ტელეეკრანებიდან იცნობდა, როგორც კომიკოსსა და იუმორისტს. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას მოუტანა ფილმმა „ხალხის მსახური“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებს. ფილმის გამოსვლიდან მალევე ზელენსკი მართლაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა. დღეს კი ის აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share