“რუსებმა უარი თქვეს დატყვევებაზე და ლიკვიდირებულნი იქნენ მათ მიერ დაკავებულ სახლებში. ამ დროისთვის კრასნოჰორივკა უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა!”, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოჰორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. იმისთვის, რომ მტერს არ მიეცეს საშუალება მოეკიდებინა ფეხი მესამე თავდასხმის ბრიგადის ნაწილებში, 1-ლი და მე-2 თავდასხმის ბატალიონების მებრძოლებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის ძალებისგან გასაწმენდად”, – წერია განცხადებაში.
სამხედროების თქმით, მოკლე დროში მტერმა მოახერხა ხანგრძლივი თავდაცვისთვის მომზადება და წინააღმდეგობისა და მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ბრიგადის თავდასხმის ჯგუფებმა მტერს გარდაუვალი ზარალი მიაყენეს. ამ დროისთვის 100-მდე ოკუპანტი ლიკვიდირებული ან დაჭრილია.