“ნაურიალი”
.
„ნაურიალი“ ებრაელების ყოფილ საცხოვრებელი ადგილის აღმნიშვნელ ტოპონიმადაა მიჩნეული. ის რომ გურიაში ადრე ებრაელთა დიდი თემი ცხოვრობდა ამასთან დაკავშირებით არაერთი წყარო მიუთითებს. მაგალითად ილია პაპისმედოვის ცნობით: ვინმე დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელს მის მიერ ტრაპიზონში 1188 წელს შეძენილი 24 წიგნი შეუწირავს გურიის ებრაელთა თემისათვის, წიგნზე გაკეთებულ წარწერაში მითითებულია: „უფლისა ჩვენისა სახელით მე, დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელმა, ჩვენი თანამოძმეთა ტრაპიზონის თემის სახელით შევიძინე ჩემი სახსრებით ეს 24 წიგნი ბრწყინვალედ შეკრული და შევწირე გურიის ებრაელთა თემს“.
.
იური სიხარულიძის მიერ შეკრებულ გურიის ტოპონიმიკაში ექვსი „ნაურიალია“ მითითებული:
.
– სოფ. შრომა (ბოცვნარი) – ნაურიალი (ძველი სასაფლაო)
– სოფ. ღრმაღელე – ნაურიალი (ნაეკლესიარი)
– სოფ. გურიანთა (კახური) – ნაურიალი (სამაროვანი)
– სოფ. ლიხაური – ნაურიალი (ადგილი ღვთისმშობლის ეკლესიის ს.დ-ით)
– სოფ. ცხემლისხიდი (ქვედა ბაღდადი) – ნაურიალი (სოფლ. კუთხე)
– სოფ. შუა განახლება (მჭედლებისერი) – ნაურიალი (საკარმიდამო)
.
– Евреи бухарские, горские, грузинские в водовороте истории – Роберт Пинхасов, Светлана Данилова, Семен Крихели;
– Паписмедов Илья Шаломович «К истории торговли груз. евреев»;
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971)
– ფოტო შემოქმედის მონასტრის კარის თაღი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა