დვაბზუს სასოფლო საბჭოს ტოპონიმიკა
.
დვაბზუ
.
– მერე (ნატანების პირი);
– ზეგანი (სერი);
– ტევრი (ვაკე);
– დობირო (ვაკე);
– ჭალა (საძოვარი);
– ლენჭყა (წყლიანი ადგილი);
– დვაბზუ (ნატანებიდან გამოტანილი რუ);
.
გაღმა დვაბზუ
.
– საკურდღლია (გორა): ახალი სახელია, კურდღლის ფერმის აშენება იყო განზრახული;
– სტოლონქრო (ღელე): ერთვის მდ. ნატანებს მელექედურში;
– ნაჯოგვარა (ვაკე);
– კუპტია (ღელე): ერთვის სტოლონქროს მარცხნიდან;
– ბითომი (ღელე): ერთვის ნატანებს მარჯვნიდან, ეს ღელე მოდის ბაღდადიდან ბითომად იწოდება ქვემო წელზე, ზემოთ კი მხოლოდ „ღელეს“ ეძახიან;
– მაღელა (ღელე): ერთვის მდ. ნატანებს;
– ლაშე (მინერალური წყალი);
– ნიგვზნარა (ვაკე);
.
იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა